ევროლიგაში დასანანი მარცხი განიცადა გიორგი შერმადინის “უნიკახამ”. მალაგელები მოსკოვის რეგიონში “ხიმკის” შეხვდნენ და მოგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე “უნიკახა” 66:60-ს იგებდა, თუმცა დარჩენილი დროის მონაკვეთი 8:0 წააგო და 66:68 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მთლიანობაში მოედანზე 10:44 წუთი გაატარა. შერმადინმა 7 ქულასთან ერთად 2 მოხსნა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
მალაგელთაგან 16 ქულით ბომბარდირი ადამ ვაჩინსკი გახდა, რეი მაკალუმმა კი 10 ქულა მიითვალა. 8 მოგებითა და 13 მარცხით “უნიკახა” 16-გუნდიან ევროლიგაში მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ესპანანური კლუბი 8 თებერვალს, შინ თურქულ “ეფესთან” ჩაატარებს.