ხუთშაბათი, ოქტომბერი 23, 2025

გიორგი შარაშიძე – ჩვენ ვერავინ აგვიკრძალავს, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდეთ და ვიბრძოლოთ ამ მოძალადე ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ

ჩვენ ვერავინ აგვიკრძალავს იმას, თუნდაც, არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდეთ და ვიბრძოლოთ ამ მოძალადე ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ამ განცხადებით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას უპასუხა, აღიარებს თუ არა გახარიას პარტია პარლამენტის ლეგიტიმურობას, რადგან საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორი სტატუსით უნდა წარადგინოს პარლამენტში შესვლის შემდეგ, როგორც არალეგიტიმური წევრები, თუ როგორ, გიორგი შარაშიძემ უპასუხა, რომ ეს თავად წამყვანის გადასაწყვეტია.

„პარლამენტი ლეგიტიმურია, თუ არალეგიტიმური, დღეს ეს აქტუალური აღარ არის. დღეს თქვენ ინტერვიუ დაიწყეთ იმ კითხვებით, რაც ეხებოდა სუს-ში და პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგებს“, – განაცხადა შარაშიძემ.

შარაშიძემ ასევე ისაუბრა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის განცხადებებზე, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებით ხელისუფლების პოზიციას ამყარებს.

„ამ ოპოზიციას ჩვენ ვპასუხობთ, თუ ვინმემ დღეს ლეგიტიმაცია მისცა „ოცნებას“, პირველ რიგში, არიან ისინი, საკუთარი უპასუხისმგებლო მოქმედებებით, რაც ჩაიდინეს 4 ოქტომბერს“, – აღნიშნა შარაშიძემ.

შეკითხვაზე, ხომ არ იყენებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საბაბად 4 ოქტომბრის გეგმას, რადგან პარტიის ლიდერები მუდმივად ამბობენ, რომ ოთხმა ოქტომბერმა საბოლოოდ გაუმყარათ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ, თუმცა მანამდეც, ისინი გარკვეული ფრთხილი მიდგომებით მაინც მიდიოდნენ ამ გადაწყვეტილებამდე და საზოგადოებისთვის მათი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, რადგან ბოლომდე არ ჩახსნეს საპარლამენტო სია და დაიტოვეს თეორიული შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოში ნებისმიერ დროს შესვლის, ხოლო ორი თვის წინ თქვეს, რომ საპარლამენტო ბოიკოტი შეცდომა იყო, გიორგი შარაშიძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ველოდით“.

„4 ოქტომბრამდეც ვამბობდით. მეტსაც გეტყვით, ამოიღეთ გიორგი გახარიას ინტერვიუ 4 ოქტომბრამდე სხვადასხვა სატელევიზიო არხზე, რასაც ამბობდა, ყველაფერი მოხდა ზუსტად ისე“, – განაცხადა შარაშიძემ.

შეკითხვაზე, 4 ოქტომბერს პროცესები ისე რომ არ განვითარებულიყო, როგორც განვითარდა, მაინც შევიდოდნენ თუ არა პარლამენტში, მანამდეც თუ ჰქონდათ გადაწყვეტილი პარლამენტში შესვლა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ ეს რთული სათქმელია.

„ჩვენთვის მთავარი იყო, დავლოდებოდით 4 ოქტომბერს, იმდენად დიდი იყო 4 ოქტომბრის მოლოდინი, ჩვენ ვამბობდით, რომ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მივიღებთ იმ პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რაც იქნება პოსტ 4 ოქტომბრის საქართველოში, ანუ, პოსტმუნიციპალური არჩევნების პერიოდში, მაგრამ მოხდა ის, რასაც, როგორ გითხრათ, ველოდით, მაგრამ ასეთ წარმოუდგენელ უპასუხისმგებლობასაც არ ველოდით“, – განაცხადა შარაშიძემ.

ამასთან, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა შეფასებას გააკეთებს მას შემდეგ, რაც ბრიფინგზე მოისმინა, რომ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და არ ვიცით, კონკრეტულად რას ედავებიან ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ორ ყოფილ მაღალჩინოსანს, გრიგოლ ლილუაშვილს და ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ „ოცნებამ“ Შექმნა ამ ქვეყანაში სისტემური პოლიტიკური კორუფცია და ის, რასაც დღეს ვიგებთ, სხვა არაფერია, თუ არა იმის დასტური, რასაც ოპოზიცია ამბობდა, რომ განსაკუთრებით ბოლო წლებში, „ოცნება“ ჩაფლული იყო კორუფციაში.

„სისტემური პოლიტიკური კორუფცია ეს არის ჩვენი გუნდის მიერ შემოტანილი ტერმინი, ზოგადად. ეს არის პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ “ოცნებამ” შექმნა სისტემური პოლიტიკური კორუფცია“, – განაცხადა შარაშიძემ.

შეკითხვაზე, ელოდება თუ არა ბრალდებულთა წრის გაფართოებას, შარაშიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი არის არა ის, გაფართოვდება თუ არა ეს წრე, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რამდენად რეალურად ებრძვის „ოცნება“ კორუფციას, ხოლო „ოცნება“ არ ებრძვის რეალურად კორუფციას.

მისივე თქმით, მართლაც პარადოქსია, რომ ერთი მხრივ, იყოს საკმაოდ მისაღები და ნორმალური ეკონომიკური ზრდა, ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებული და ამ დროს, ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეები ისევ ისეთ გაჭირვებასა და სიღარიბეში ცხოვრობდნენ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მისიით იმყოფება მათი ლიდერი გიორგი გახარია გერმანიაში და უკავშირდება თუ არა მისი იქ ყოფნა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც მის წინააღმდეგ აღიძრა, რადგან მმართველი გუნდი მის ქმედებას გაქცევად აფასებს, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ „რა თქმა უნდა, უკავშირდება.

„დღეს „ოცნება“ არის იმდენად არაადეკვატური ავტოკრატიული რეჟიმი, რომ ახლა ნამდვილად სჯობს, პოლიტიკოსმა ყველაფერი გააკეთოს, რათა შეინარჩუნოს ხალხთან კომუნიკაცია, შეინარჩუნოს პარტიის მართვა“, – განაცხადა შარაშიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინთან ყოველ ჯერზე კარგი საუბარი მაქვს, მაგრამ შემდეგ ამას შედეგი არ მოჰყვება

ყოველ ჯერზე, როცა ვლადიმერ პუტინთან ვსაუბრობ, კარგი საუბარი მაქვს, მაგრამ შემდეგ ამას შედეგი არ მოჰყვება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ის ომშია. ომში ასეა, არასოდეს იცი, რა მოხდება, მაგრამ დროა, გარიგება დაიდოს. ბევრი ადამიანი კვდება – ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ ისინი ადამიანები არიან“, – აღნიშნა ტრამპმა.კითხვაზე, რამდენად დაეხმარება აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ომის დასრულებას, ტრამპმა უპასუხა, რომ ფიქრობს, ეს ნამდვილად იქონიებს გავლენას“„ეს მასშტაბური სანქციებია – ნავთობის ორი უმსხვილესი კომპანიის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, პუტინი გონივრული გახდება და იმედი მაქვს, ზელენსკიც გონივრული იქნება. თქვენ იცით, ტანგოს ორი ცეკვავს, როგორც ამბობენ. მათ ერთმანეთს სძულთ. ამ ორ ადამიანს ერთმანეთს სძულს და ეს უფრო რთულს ხდის საქმეს, ვიდრე უნდა იყოს“, – აღნიშნა ტრამპმა.მისივე თქმით, პუტინს მთელი უკრაინის აღება სურდა.„ჩემი პირველ საპრეზიდენტო ვადა როცა იყო, ძალიან ახლოს ვიყავი მასთან. ვგრძნობდი, რომ მას სურდა მთელი უკრაინა, არა მხოლოდ ნაწილი. ვფიქრობ, ახლა ის მზადაა, ცოტა უფრო წინ წავიდეს მოლაპარაკებების პროცესში და ვფიქრობ, მზადაა შეთანხმება დადოს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.ტრამპის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ შეთანხმებების მიიღწევა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის ბირთვული იარაღის დეესკალაცის საკითხზე.„პრეზიდენტმა პუტინმა სატელეფონო საუბრისას ბირთვული იარაღის საკითხზე ისაუბრა, სადაც დეესკალაციას ვახორციელებთ. მე კმაყოფილი ვარ ამით. ვფიქრობ, ეს კარგია“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, ტრამპის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას რუსეთ-უკრაინაზე ისაუბრებს და სი ძინპინს შეუძლია, რომ პუტინზე დიდი გავლენა მოახდინოს.„ჩვენ საკმაოდ გრძელი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ვფიქრობ, რომ რაღაც გადაწყდება. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, სი ძინპინს შეუძლია, დიდი გავლენა იქონიოს პუტინზე. ის ძალიან დიდი ქვეყნის ძალიან ძლიერი ლიდერია. ჩვენ ნამდვილად ვისაუბრებთ რუსეთ-უკრაინაზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს

ნინი შერმადინმა დაწერა, რომ ქართველი მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა, რაც სიცრუე აღმოჩნდა.,,მეგობრებო!!!!!! არ ვიცი მეც ძალიან დიდ შეცდომაში შევედი, მარტო იმიტომ რომ ხატიას ვერ დავუკავშირდი, იმდენმა დაწერა და იმდენმა ახლობელმა, რომ ვერ დავუშვი რომ ტყუილი იყო, რატომ ვერ დავრეკე ხატიასთან ეგრევე? იმიტომ რომ გამოცდილი მაქვს როცა დედა უკვდება ადამიანს, არავინ და არაფერი ახსოვს და უნდა ქვეყანაზე…  ეხლა მომწერეს ოჯახის ახლობლებმა რომ დონარა მძიმედაა, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავსო, მივეცი თავს უფლება რომ ხატიასთან გადამემოწმებინა, ძალიან ფრთხილად ვკითხე ტყუილად გამოვიტირე დროზე ადრე თქო და მძიმედაა ნინი მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავსო… ანუ რამე სპორტია ეს წინასწარ ადამიანების დასამარება? აღარ ვვარგივარ მთელი დღეა!!!! გავსკდი ტირილით!!!  ხალხო მაპატიეთ! დონკო გთხოვ იცოცხლე რა! ერთხელ ხო გამოძვერი და ეხლაც გთხოვ რომ გამოძვრე, შენ ხო ძალიან ძლიერი გოგო ხარ?! ❤️🥹 Khatia Khosroshvili ღმერთო ჩემო!!!! მაპატიე ხატია, რომ ვერ გადავამოწმე პირადად შენთან და მოსამძიმრებისაც შემეშინდა ჩვენი დღევანდელი საუბრის მერე…ყველა საათი, წუთი და დღე მნიშვნელოვანი და ძვირფასია, სანამ დედა სუნთქავს ხალხო! შვილს უსამძიმრებენ ჯერ ცოცხალ დედაზე!!! ნორმალურები ხართ? ",-წერს ნინი.

“ლელოს” ახალგაზრდულის წევრი ანა ბერიშვილი აქციის მონაწილეზე, რომელიც პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა- ეს გოგო იყო სუსის პროვოკატორი, სხვანაირად პოლიცია ვერ ბედავდა გზაზე არ გადაეშვა ხალხი-...

“ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ანა ბერიშვილი სოციალურ ქსელში აქციის იმ მონაწილის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც რუსთაველზე, პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და ამბობს, რომ სუს-ის პროვოკატორია.მისივე თქმით, ამით ქართველი ხალხის ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი დასრულდა.“ეს გოგო იყო სუსის პროვოკატორი!!!!სხვანაირად გამორიცხულია მისი ამ პროვოკაციული მოქმედების გარეშე პოლიცია ვერ ბედავდა გზაზე არ გადაეშვა ხალხი და იქვე დაეკავებინათ, ახლა მორალური უპირატესობა მოიპოვეს და დაამთავრეს ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი ქართველი ხალხის”- წერს ანა ბერიშვილი.

აშშ-ს სახაზინო მდივანი – გამოვაცხადებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვან ზრდას

დღეს შუადღისას ან ხვალ დილით ადრე გამოვაცხადებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვან გაზრდას. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. “ან დღეს შუადღისას ან ხვალ დილით ადრე გამოვაცხადებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვან ზრდას,” - განაცხადა ბესენტმა. მას პოტენციალური სანქციების დეტალები არ დაუკონკრეტებია.

EMAAR ჯგუფის დამფუძნებელი – მიმაჩნია, რომ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს, ყველას ვეტყოდი, სწორედ ახლაა საქართველოში ინვესტირების დრო

საქართველოში ყოველ წელს შვიდი-რვა მილიონი ტურისტი ჩამოდის, მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, თქვენი ქვეყანა ულამაზესია და ეს მხოლოდ და მხოლოდ საწყისი ეტაპებია, – ამის შესახებ Emaar ჯგუფის და Eagle Hills-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალაბარმა გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.მისი თქმით, ამ მიმართულებით ბევრის გაკეთებაა შესაძლებელი და საქართველოს ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს.„მომსახურებისა და უძრავი ქონების სექტორები, მხოლოდ და მხოლოდ ქართული ტურიზმის განვითარებით თუ ვიმსჯელებთ, ყოველწლიურად 8-9 პროცენტით იზრდება.  ასეთივე წინსვლაა უძრავი ქონების სფეროშიც. ყველა ნიშანია, რომ ჯანსაღი ზრდაა. საქართველოში ყოველ წელს შვიდი-რვა მილიონი ტურისტი ჩამოდის. მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, თქვენი ქვეყანა ულამაზესია და ეს მხოლოდ და მხოლოდ საწყისი ეტაპებია. ძალიან ბევრი შეიძლება, გაკეთდეს და მიმაჩნია, რომ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს. ყველას ვეტყოდი, რომ სწორედ ახლა არის საქართველოში ინვესტიციის დრო“, – განაცხადა ალაბარმა.მისივე თქმით, მხარდაჭერა, რომელსაც კომპანია საქართველოს ხელისუფლებისგან იღებს, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

ბოლო სიახლეები