სამშაბათი, სექტემბერი 29, 2026

გიორგი ღოღობერიძე ასახელებს წნევის მატების 11 მიზეზს, რომელიც უწამლოდ გვარდება

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა, როგორ უნდა მოაგვაროთ მაღალი არტერიული წნევა მედიკამენტების გარეშე და ამავდროულად, პრობლემის გამომწვევი 11 ყველაზე ხშირი მიზეზიც დაასახელა:

„ყველაზე კარგი გზა, რომ წნევა შეამციროთ, სხეულის წონის კლებაა. ჭარბი წონა მაღალი არტერიული წნევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. თუ სხეულის მასის ინდექსი, 25-ზე ზემოთაა, ლოგიკურია, რომ მაღალი არტერიული წნევა გექნებათ. ამიტომ, შეეცადეთ, რომ წონა დაწიოთ. თუკი წონას 1 კილოგრამით მაინც შეიმცირებთ, არტერიული წნევის მაჩვენებელი 1 ერთეულით მაინც შემცირდება. მაღალ არტერიულ წნევად ითვლება ის სიტუაცია, როდესაც სისტოლური არტერიული წნევა მეტია 140 ერთეულზე, ხოლო დიასტოლური არტერიული წნევა მეტია 90 ერთეულზე. შესაძლოა, მარტო ერთი იყოს მაღალი, ან მარტო მეორე, ან კიდევ ორივე ერთად. როგორც აღვნიშნე, თუკი 1 კილოგრამით დაიკლებთ, წნევა 1 ერთეულით შემცირდება. თუ 10 კილოგრამით დაიკლებთ, წონაც 10 ერთეულით შემცირდება.

ნატრიუმის ქლორიდის(მარილის) რაოდენობის ყოველდღიურ რაციონში შემცირება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ნატრიუმის ქლორიდი ეს არის მარილი, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ და ძალიან დიდი დოზებით ვიღებთ. ნატრიუმის ქლორიდში არსებული ნატრიუმის კატიონი ჩვენს ორგანიზმში წყალს აკავებს . თუ წყალი დაკავდება, სისხლის მოცულობა გაიზრდება და წნევა მოიმატებს. ამიტომ, შეეცადეთ, ნატრიუმის ქლორიდის რაოდენობა შეამციროთ. დღე-ღამეში არა უმეტეს 1 ჩაის კოვზი უნდა მიიღოთ. ჩვენ კი რეალურად, გაცილებით მეტ მარილს მოვიხმართ. შეიძლება დიდი რაოდენობით კიტრის მწნილს, ყველს, ხორცს ვიღებდეთ და ესეც მარილის წყაროა. მამაჩემი მთელი ცხოვრება წნევის დამწევებს სვამდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც წონაში დაიკლო და დიდი რაოდენობით მარილიან საკვებზე უარი თქვა, წნევის მაჩვენებლები, მედიკამენტების გარეშე, ფორმაში ჩადგა. არც უმარილოდ ვარგა ცხოვრება და არც ჭარბი მარილით.

ასევე, მიიღეთ კალიუმით მდიდარი საკვები. მაგალითად, ბანანი, ბროკოლი, ისპანახი, სოკო, კარტოფილი. როდესაც ორგანიზმში კალიუმი შემოდის, ნატრიუმი გადის.

თუ ფიზიკურ აქტივობას გაზრდით და დღეში ეს აქტივობა მინიმუმ ნახევარი საათი იქნება, მოახერხებთ იმას, რომ მაღალ არტერიულ წნევას 8-10 ერთეულით დაწევთ. კვირის განმავლობაში, 5 დღე მინიმუმ ნახევარსაათიანი ფიზიკური აქტივობით მაინც უნდა იყოთ დაკავებული, თუ გინდათ, რომ წნევამ დაიწიოს.

შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება. მისი კვირაში ერთხელ მიღებაც პრობლემაა.

გაზარდეთ ხილისა და ბოსტნეულის მიღების რაოდენობა. ხილსა და ბოსტნეულში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა კალიუმი. ნატრიუმი კი – ცოტაა. მათი მიღებით ცხოვრების ჯანსაღ სტილს მიეჩვევით.

მაღალი არტერიული წნევა შემთხვევათა 85%-ში იდიოპათიურია. ჩვენ მისი კონკრეტული სამედიცინო მიზეზი არ გვაქვს. მაგრამ, შემთხვევათა 15%-ში მაღალ არტერიულ წნევას კონკრეტული გამომწვევი აქვს. ყველაზე ხშირად მას თირკმლის პათოლოგიები იწვევს. თუ ადამიანს თირკმლის არტერიის შევიწროება აწუხებს, ის მეორეული არტერიული ჰიპერტენზიის წამყვანი მიზეზია. ასევე, მიზეზი შეიძლება თირკმელებში მრავლობითი ცისტების არსებობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგიები იყოს. ასევე, თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, მისი მკურნალობით წნევაც დაიწყებს კლებას.

მაღალ არტერიულ წნევას არასტეროიდული საშუალებებიც იწვევს. არასტეროიდებში ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები მოიაზრება. თუ ამჩნევთ, რომ კონკრეტული პრეპარატი წნევის ზრდას იწვევს, ექიმს ალტერნატიული საშუალების დანიშვნა სთხოვეთ.

მაღალი არტერიული წნევის ტიპური მიზეზი ანტიდეპრესანტებიცაა. ასევე, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები.

ძილის აპნოე, ხვრინვა ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. თუ ადამიანი ხვრინავს, ხვრინვის პერიოდში სხეულში ჟანგბადის რაოდენობა იკლებს. რამდენიმე წამის განმავლობაში თავის ტვინი საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს ვერ იღებს, აქტიურდება სიმპატიკური ნერვული სისტემა და მეორე დღეს მაღალი არტერიული წნევისკენ იქნებით მიდრეკილი. ამიტომ, თუ ხვრინვას მოაგვარებთ, წნევაც მოგვარდება.

ბოლო პერიოდში დარიშხანიც მაღალი არტერიული წნევის საკმაოდ ცნობილი მიზეზი ხდება. თუ წყლიდან, საკვებიდან ყოველდღიურობაში დარიშხანის რაოდენობა იმატებს, ამას შეუძლია, ადამიანი მაღალი არტერიული წნევისკენ მიდრეკილი გახადოს.

მოერიდეთ სტრესს – თუ სულ დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში ყოფნა გიწევთ, მაღალი არტერიული წნევისკენ ხართ მიდრეკილი. სტრესის მოგვარება ყველაზე აქტუალურია, რადგან თუ მას არ მოაგვარებთ, წნევის დამწევების მიღება სულ მოგიწევთ“, – განმარტა ონკოლოგმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კინწურაშვილს საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება – “დედას ერთი წლის წინ დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი, საჭიროა წამლის შეძენა, რისი ღირებულებაც არის 24.000 დოლარი…“

მსა­ხი­ობ კახა კინ­წუ­რაშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა ესა­ჭი­რო­ე­ბა. რო­გორც მისი მე­გო­ბა­რი მაშო სა­მა­დავ­ში­ლი ავ­რცე­ლებს, კა­ხას დე­დას ერთი წლის წინ და­უს­ვეს ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი, აქამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თან­ხე­ბის გა­უხ­მა­უ­რებ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბა. ამ ეტაპ­ზე კი სა­ჭი­როა წამ­ლის შე­ძე­ნა, რისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც არის 24.000 დო­ლა­რი.“მე­გობ­რე­ბო, გა­წუ­ხებთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ზე. ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლის დე­დას ერთი წლის წინ და­უს­ვეს ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი, აქამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თან­ხე­ბის გა­უხ­მა­უ­რებ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბა. ამ ეტაპ­ზე სა­ჭი­როა წამ­ლის შე­ძე­ნა, რისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც არის 24.000 დო­ლა­რი.მჯე­რა, რომ ამ თან­ხის სა­ერ­თო ძა­ლე­ბით მო­ბი­ლი­ზე­ბას შევ­ძლებთ. მჯე­რა, იმი­ტომ რომ არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი გვაქვს და იმი­ტო­მაც რომ ყვე­ლა ასეთ საქ­მე­ში კახა ჩემი პირ­ვე­ლი მხარ­დამ­ჭე­რია.მიმ­ღე­ბი: კა­ხა­ბერ კინ­წუ­რაშ­ვი­ლი#GE32BG0000000668376600#GE35TB5641945061600002,“ - ავ­რცე­ლებს სა­მა­დაშ­ვი­ლი.

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მნიშველოვან ინფორმაციას უზიარებს.როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო III ლოცვა კურთხევით, დაიგეგმა კათოლიკოს პატრიარქის შიო III ჩამობრძანება სხალთის ეპარქიაში ოქტომბრის თვეში, სვტისცხოვლობის შემდეგ.„სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა. ნათლობის მსურველები გახდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო III ნათლულები.ნათლობის ჯვრებს თავის ნათლულებს პატრიარქი თავად გადასცემს საჩუქრად.ნათლობის ჩატარების დღესა და რიცხვს და დამატებით სრულ და დეტალურ ინფორმაციას მოგაწოდებთ უახლოეს დღეებში“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კახა კალაძე – ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას

ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.როგორც მერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქისთვის მეტროს ახალი ვაგონების დამზადების პროცესს პირადად გაეცნობა და ქალაქ ნანკინის მერთან შეხვედრას გამართავს.„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონების განახლება, ახალი ვაგონების შეძენა არ მომხდარა. პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ძალიან მიხარია, 111 ვაგონის წარმოება არის დაწყებული. ხვალ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომელიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.„ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კაია კალასი – ევროკავშირი იყენებს თავის ინსტრუმენტებს, რათა სირიას ინკლუზიური და მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის გზაზე დაეხმაროს, გარდამავალი პერიოდის წარმატება ევროპისთვის მნიშვნელოვანია

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ სირიის გარდამავალი პერიოდის წარმატება ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.აღნიშნულის შესახებ კალასმა დამასკოში, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.„ევროკავშირი თავის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინსტრუმენტებს იყენებს, რათა სირიას ინკლუზიური და მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის გზაზე დაეხმაროს“, – აღნიშნა კაია კალასმა.კალასმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირსა და სირიას შორის ურთიერთობები ასადის დამხობის შემდეგ განიცდის წინსვლას.ცნობისთვის, კაია კალასს დამასკოში სირიის გარდამავალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ალ-შეიბანი შეხვდა.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალშაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებითსახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, რქაწითლის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი ცნობები მოიპოვეს და შეეცადნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დროულად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების გამო ვერ მოახერხეს.ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობა) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება)  წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები