ხუთშაბათი, აგვისტო 20, 2026

გიორგი ტუღუში:ევროპული საქართველო პატიმრების შეწყალებაზე პრეზიდენტის ინიციატივას იზიარებს

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი ტუღუში პატიმრების შეწყალების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივას იზიარებს. პარტიის წევრის, გიორგი ტუღუშის თქმით, პრეზიდენტს სრული უფლება აქვს, თავად განსაზღვროს, ვის შეიწყალებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

“პრეზიდენტის ინიციატივას განსაკუთრებით ნარკოტიკულ საშუალებებთან და მასთან დაკავშირებულ დანაშაულთან დაკავშირებით აბსოლუტურად ვიზიარებ. რაც შეეხება იმ საკითხს, როდესაც სამოხელეო და ქონების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზეა საუბარი, აქ ერთადერთ საფრთხეს რასაც ვხედავ, ისაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლოდროინდელი სტატისტიკა უჩვენებს, რომ ამ მიმართულებით დანაშაულის ზრდაა, განსაკუთრებით ქონებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კარგი არ იქნება, თუ ეს გზავნილი არასწორად აღქმული იქნება. ცხადია, მიდგომები რაც უფრო ლიბერალური იქნება, განსაკუთრებით ისეთ დანაშაულთან მიმართებით, რომელიც ძალადობის შემცველი არ არის, მხოლოდ მისასალმებელია”, – თქვა გიორგი ტუღუშმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ღარიბაშვილი – მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, მათი ექსპერტების ცილისმწამებლური განცხადებები – ტყუილად და უსუსურად წვალობთ, ჩემგან გამოიყვანოთ ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე...

მე არავის არ ვებრძვი და არც არავის წინააღმდეგ ვიბრძვი, მე მხოლოდ ჩემს საკუთარ თავს და ოჯახს ვიცავ, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.ღარიბაშვილი თავის გზავნილში მმართველ გუნდს მიმართავს და წერს, რომ ყოფილი თანაგუნდელები ტყუილად ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ის მისი გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატეა.„მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, მათი ექსპერტების ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებები. ვუყურებ აღვირახსნილ პროპაგანდას სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ მედიაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო და მათი მიზანიც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სულ ტყუილად წვალობთ. ეს წერილი მდინარაძემ თავისი ახლო მეგობრის ხელით გადასცა ჩემი ოჯახის წევრს. ის ადამიანი აბსოლუტურად შემთხვევით აღმოჩნდა ამ შარში, ამიტომ, შეგნებულად არ ვასახელებ მის სახელსა და გვარს. რაც შეეხება მდინარაძეს, მას თუ არ სურს უდანაშაულო ადამიანების დაზიანება, შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა.საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ უკვე რვა თვეა მდუმარედ ვზივარ ციხეში. არავის ჩემი ერთი სიტყვა არ სმენია საჯაროდ. არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ახლა მივმართავ ხელისუფლებას: თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ, სახლში შემომივარდით როგორც ყაჩაღსა და ბოროტმოქმედს, ამიწიოკეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები, სახლში შეუვარდით დედაჩემსა და მამაჩემს, ჩემს სიმამრსა და სიდედრს… მთელი ეს საშინელი ტკივილი და ტრაგედია, ყველაფერი მოთმინებით და მდუმარებით, ჩემს გულში დავიტიე, ბიძინა ივანიშვილთან ჩემი ოცწლიანი ურთიერთობის გამო, ჩემი მისდამი უდიდესი სიყვარულის, პატივისცემის, უსაზღვრო მადლიერებისა და აბსოლუტური ერთგულების ძალით… აგრეთვე ჩემი პოლიტიკური ოჯახის, გუნდისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამო, უსიტყვოდ ვიტვირთე მთელი ეს სიმძიმე და საკუთარი ფეხით წავედი თქვენს მიერ მოწყობილ დაუნდობელ სამსხვერპლოზე. შედეგად, ხუთი წლის ვადით გამიშვით ციხეში, გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების გამო. აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ და გამწირეთ ციხისთვის.ახლა ციხეშიც არ მასვენებთ, მომადექით ამ წერილით და ითხოვთ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ თქვენს მიერ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიოთ, რომ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე. ამ ყველაფერს თან ახლდა ამორალური შანტაჟი და ზეწოლა - უკვე მეორედ მინიშნება ჩემი სამოცდათხუთმეტი წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით.თქვენ შეეხეთ ჩემი გულისა და სულის ისეთ შრეებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით „ამაფეთქეთ” და სხვა გზა არ დამიტოვეთ… მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს; ამიტომ, თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ.რაც შეეხება თქვენს მიერ ორგანიზებულ უღირს და ცილისმწამებლურ კამპანიას სოციალურ ქსელებში თუ ტელევიზიაში, თქვენი ექსპერტების და სპიკერების ცრუ მოსაზრებებს და ნარატივებს, მე ერთს გეტყვით: ფრთხილად იყავით — მალე შეგრცხვებათ თქვენივე განცხადებების, როდესაც ჩემს სიმართლეს გაიაზრებთ. თქვენ ყველა კარგად მიცნობთ; მე ისევ ის ირაკლი ღარიბაშვილი ვარ, ვინც ვიყავი, ისევ იმ სუფთა გულით ვარ, რა გულითაც და როგორი ერთგულებითაც ვემსახურე ჩვენს სამშობლოს, თქვენ ყველასა და მთელ გუნდს. სულ ტყუილად და უსუსურად წვალობთ, რომ ჩემგან გამოიყვანოთ ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე. მე „ბილწთ არ შევეკვრი ზავითა”... არასოდეს წავსულვარ და არც წავალ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ გაჩერდით და დადუმდით!და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო: მე არავის არ ვებრძვი და არც არავის წინააღმდეგ ვიბრძვი; მე მხოლოდ ჩემს საკუთარ თავს და ოჯახს ვიცავ!“ - წერს ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი – მე არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს, ამიტომ თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯზე იძულებული ვიქნები, სარკისებურად გიპასუხოთ

მივმართავ ხელისუფლებას, თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში​ წერს.„მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, მათი ექსპერტების ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებები. ვუყურებ აღვირახსნილ პროპაგანდას სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ მედიაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო და მათი მიზანიც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ სულ ტყუილად წვალობთ. ეს წერილი მდინარაძემ თავისი ახლო მეგობრის ხელით გადასცა ჩემი ოჯახის წევრს. ის ადამიანი აბსოლუტურად შემთხვევით აღმოჩნდა ამ შარში, ამიტომ, შეგნებულად არ ვასახელებ მის სახელსა და გვარს. რაც შეეხება მდინარაძეს, მას თუ არ სურს უდანაშაულო ადამიანების დაზიანება, შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა.საზოგადოებას მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ უკვე რვა თვეა, მდუმარედ ვზივარ ციხეში. არავის ჩემი ერთი სიტყვა არ სმენია საჯაროდ. არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ახლა მივმართავ ხელისუფლებას: თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ, სახლში შემომივარდით როგორც ყაჩაღსა და ბოროტმოქმედს, ამიწიოკეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები, სახლში შეუვარდით დედაჩემსა და მამაჩემს, ჩემს სიმამრსა და სიდედრს… მთელი ეს საშინელი ტკივილი და ტრაგედია, ყველაფერი მოთმინებით და მდუმარებით, ჩემს გულში დავიტიე, ბიძინა ივანიშვილთან ჩემი ოცწლიანი ურთიერთობის გამო, ჩემი მისდამი უდიდესი სიყვარულის, პატივისცემის, უსაზღვრო მადლიერებისა და აბსოლუტური ერთგულების ძალით… აგრეთვე ჩემი პოლიტიკური ოჯახის, გუნდისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამო, უსიტყვოდ ვიტვირთე მთელი ეს სიმძიმე და საკუთარი ფეხით წავედი თქვენს მიერ მოწყობილ დაუნდობელ სამსხვერპლოზე. შედეგად, ხუთი წლის ვადით გამიშვით ციხეში, გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების გამო. აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ და გამწირეთ ციხისთვის.ახლა ციხეშიც არ მასვენებთ, მომადექით ამ წერილით და ითხოვთ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ თქვენს მიერ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიოთ, რომ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე. ამ ყველაფერს თან ახლდა ამორალური შანტაჟი და ზეწოლა — უკვე მეორედ მინიშნება ჩემი სამოცდათხუთმეტი წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით.თქვენ შეეხეთ ჩემი გულისა და სულის ისეთ შრეებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით „ამაფეთქეთ“ და სხვა გზა არ დამიტოვეთ… მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს; ამიტომ, თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯზე იძულებული ვიქნები, სარკისებურად გიპასუხოთ.რაც შეეხება თქვენს მიერ ორგანიზებულ უღირს და ცილისმწამებლურ კამპანიას სოციალურ ქსელებში თუ ტელევიზიაში, თქვენი ექსპერტების და სპიკერების ცრუ მოსაზრებებს და ნარატივებს, მე ერთს გეტყვით: ფრთხილად იყავით — მალე შეგრცხვებათ თქვენივე განცხადებების, როდესაც ჩემს სიმართლეს გაიაზრებთ. თქვენ ყველა კარგად მიცნობთ; მე ისევ ის ირაკლი ღარიბაშვილი ვარ, ვინც ვიყავი, ისევ იმ სუფთა გულით ვარ, რა გულითაც და როგორი ერთგულებითაც ვემსახურე ჩვენს სამშობლოს, თქვენ ყველასა და მთელ გუნდს. სულ ტყუილად და უსუსურად წვალობთ, რომ ჩემგან გამოიყვანოთ ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე. მე „ბილწთ არ შევეკვრი ზავითა“… არასოდეს წავსულვარ და არც წავალ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ გაჩერდით და დადუმდით!და ბოლოს, მინდა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო: მე არავის არ ვებრძვი და არც არავის წინააღმდეგ ვიბრძვი; მე მხოლოდ ჩემს საკუთარ თავს და ოჯახს ვიცავ!“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“.

გივი მიქანაძე – ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში იქნება სარეალიზაციო პუნქტი, სადაც ყველას შეეძლება, მივიდეს და სასკოლო ფორმა შეიძინოს – ასევე, ამოქმედდება ონლაინ პლატფორმა

საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მინიმუმ, ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველას შეეძლება, მივიდეს და სასკოლო ფორმა შეიძინოს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.მისივე თქმით, სარეალიზაციო პუნქტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი მომავალი კვირიდან გახდება.ამასთან, მიქანაძემ აღნიშნა, რომ „მომავალი კვირიდან ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ მშობელმა თავისი შვილისთვის ფორმა ონლაინ გამოიწეროს.„საცალო ვაჭრობის გადახდისას, თუ ონლაინ შეძენისას, სხვადასხვა ბანკის მიერ მოქმედებს საშეღავათო „ქეშბექ“ პოლიტიკა, რომელზეც ასევე დეტალურად იქნება გაზიარებული ინფორმაცია,“ - აღნიშნა მიქანაძემ.

სტუ-ის რექტორი გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, შემოქმედებით და სამეცნიერო წარმატებებს, ახალი თაობების აღზრდისა და ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში კვლავაც აქტიურ და ნაყოფიერ მოღვაწეობას უსურვებს.მილოცვის ტექსტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ბატონო ელგუჯა,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების სახელით გილოცავთ 80 წლის იუბილეს!დღევანდელი დღე ჩვენთვის არის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა იმ სამეცნიერო, სამხედრო-საინჟინრო და სახელმწიფოებრივი გზისთვის, რომელიც თქვენ განვლეთ და რომლის თითოეული ეტაპი საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და თავდაცვისუნარიანობის განვითარების ისტორიასთან არის დაკავშირებული.ქართველი მეცნიერისა და სამხედრო მოღვაწის, სამხედრო მეცნიერებათა და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, გენერალ-მაიორისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილის სახელი განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიამაყით უკავშირდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქართულ საინჟინრო სკოლას, რომელსაც დღემდე ემსახურებით.1999 წლის 23 ივლისს ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გასვლა ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მისი გაშლისა და გამოცდების დასრულების შემდეგ, 28 ივლისს, ობიექტის ორბიტაზე გადასვლამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა იმ ცოდნის, გამოცდილებისა და პასუხისმგებლობის მასშტაბი, რომელსაც თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენ მიერ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული პროფესიული სკოლა ფლობდა.თქვენი მოღვაწეობის შეფასებისას შეუძლებელია არ აღინიშნოს ის სახელმწიფოებრივი აღიარება, რომელიც სხვადასხვა წლებში დაიმსახურეთ. თქვენ ხართ უმაღლესი სახელმწიფო სამხედრო ჯილდოს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი; დაჯილდოებული ხართ ღირსების ორდენით საქართველოში კოსმოსური სისტემების მიწისზედა სასტენდო კომპლექსის შექმნისა და განსაკუთრებულ პირობებში მისი გადარჩენისა და შენარჩუნებისთვის; ხართ საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის მედლის მფლობელი კოსმოსურ მექანიკაში მიღწევებისთვის, აგრეთვე მედლების - „შრომითი მამაცობისათვის“ და „საბრძოლო დამსახურებისათვის“ , ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოს, გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედლის კავალერი. თქვენი დამსახურება აღნიშნულია ცხრა საუწყებო და საერთაშორისო ორგანიზაციის მედლითაც.თქვენი ღვაწლის აღიარებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება აქვს - საზოგადოების სიყვარული და პატივისცემა. თქვენ ხართ მცხეთის, თბილისის და ბათუმის საპატიო მოქალაქე. ეს ტიტულები გამოხატავენ ნდობასა და პატივისცემას, რომელსაც საზოგადოება იმ ადამიანების მიმართ ავლენს, ვინც საკუთარი ცოდნა და სიცოცხლის საუკეთესო წლები ქვეყნის სამსახურს მიუძღვნა.განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიგელსაც, რომელიც თქვენ თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობისთვის გადმოგეცათ.ბატონო ელგუჯა,თქვენმა საქმიანობამ გვაჩვენა, რომ პატარა ქვეყანასაც შეუძლია შექმნას დიდი სამეცნიერო კონცეფცია, განახორციელოს რთული ტექნოლოგიური პროექტი და საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი აკადემიური საზოგადოების წევრია ადამიანი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ქართული კოსმოსური ტექნიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპები. ჩვენთვის განსაკუთრებით ფასეულია თქვენი გამოცდილება, თქვენი მეცნიერული ხედვა და ის დამოკიდებულება, რომლითაც ყოველთვის ემსახურებოდით ახალგაზრდა თაობის განათლებასა და პროფესიულ ჩამოყალიბებას.ბატონო ელგუჯა, კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და კიდევ მრავალ ნაყოფიერ წელს საქართველოსა და ქართული მეცნიერების სამსახურში“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მილოცვის ტექსტში.

აშშ-ის საელჩო – თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო, ასე იქცა უნიკალური ქართული მრავალხმიანობა კაცობრიობის საერთო გზავნილის ნაწილად

დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ“ კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საეჩო სოციალურ ქსელში წერს.როგორც საელჩო წერს, 1977 წლის 20 აგვისტოს ფლორიდის შტატის კეიპ კანავერალის კოსმოსური ცენტრიდან NASA-მ გაუშვა ხომალდი Voyager 2, რომელმაც შორეულ კოსმოსში „ოქროს ფირფიტა“ წაიღო.„ეს ფირფიტა წარმოადგენდა ერთგვარ გზავნილს დედამიწიდან, იმ შემთხვევაში, თუ როდისმე მას სხვა ცივილიზაცია აღმოაჩენდა. მასზე ჩაწერილი მუსიკით, ფოტოებითა და მისასალმებელი სიტყვებით, მპოვნელი შეძლებდა გაეგო, თუ როგორი იყო სამყარო, საიდანაც ეს ხომალდი გაუშვეს. სწორედ ამერიკელთა ჯგუფის მიერ შერჩეულ ეგზემპლარებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო”. ასე იქცა უნიკალური ქართული მრავალხმიანობა კაცობრიობის საერთო გზავნილის ნაწილად“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ბოლო სიახლეები