ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია.
ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ის ჩემპიონი – 60 კგ წონით კატეგორიაში გახდა.
„გიორგი სარდალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია, ის ტიტულს 20 წლის ასაკში დაეუფლა”, – აღნიშნულია ფედერაციის ინფორმაციაში.
სარდალაშვილის გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა უკვე ზედიზედ მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.