ორშაბათი, მარტი 24, 2025

გიორგი მიქაუტაძე „ჯვაროსნების“ მეორე ბომბარდირი ოთხ წელიწადში გახდა

გიორგი მიქაუტაძემ ერთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში სომხეთის ნაკრებთან მოგებულ (3:0) შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე რეკორდულად მცირე დროში დაწინაურდა.

ერევანში ჩატარებულ შეხვედრაში „ლიონის“ ქართველმა თავდამსხმელმა პირველად მეტოქეს 37-ე წუთზე გაუტანა, ხოლო მეორედ თავსი გამოჩენა 59-ე წუთზე, გიორგი ჩაკვეტაძის პასით შეძლო.

ნაკრების ბომბარდირთა დავაში აქამდე მეორე-მესამე ადგილებს 17-17 გოლით თემურ ქეცბაია და ხვიჩა კვარაცხელია ინაწილებდნენ. 24 წლის მიქაუტაძეს მეორე ადგილზე ასასვლელად სულ რაღაც ოთხი წელიწადი ეყო – გიორგიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო თამაში 2021 წლის 25 მარტს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, შვედეთის წინააღმდეგ გამართა.

მან „ჯვაროსნების“ ფორმით 36 მატჩი ჩაატარა და 18 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემა შეასრულა

თამაში – 36

თამაში შეცვლაზე – 11

გოლი – 18

გოლი პენალტით – 4

საგოლე პასი – 2

საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირები:

1. შოთა არველაძე 26 გოლი

2. გიორგი მიქაუტაძე 18

3. თემურ ქეცბაია 17

4. ხვიჩა კვარაცხელია 17

5. ალექსანდრე იაშვილი 15

6. თორნიკე ოქრიაშვილი 13

7. ვაკო ყაზაიშვილი 13

8. ლევან კობიაშვილი 12

9. გიორგი დემეტრაძე 12

10. ჯაბა კანკავა 10

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლევან ნიკოლეიშვილი: სალომე ზურაბიშვილი რეალურად გადაიქცა რაღაც სათამაშო პოლიტიკურ თოჯინად, როგორც საქართველოში ოპოზიციური სპექტრისათვის, ასევე უცხოელებისთვის

სალომე ზურაბიშვილი რეალურად გადაიქცა რაღაც სათამაშო პოლიტიკურ თოჯინად, როგორც საქართველოში ოპოზიციური სპექტრისათვის, ასევე უცხოელებისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წვერმა, ლევან ნიკოლეიშვილმა სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებთან დაკავშირებით.მანვე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს აბსოლუტურად დაკარგული აქვს რეიტინგი და პოპულარობა და ყოფილი პრეზიდენტი დღეს აღარაფერს წარმოადგენს.„მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო თანამდებობა დატოვა, ვადაგასულია და საერთოდ ავტორიტეტი არ გააჩნია საქართველოში. ჩვენ ვხედავთ თვითონ ოპოზიციურ სპექტრში, როგორი დამოკიდებულება არის მის მიმართ. ზოგი მას მაპატიეთ და უსირცხვილოდ, თამარ მეფის იარლიყსაც კი აწებებს, მეორე დღეს მაქსიმალურად ლანძღავენ იმისათვის, რომ ის არაფერს წარმოადგენს. თვითონაც იცის მან, რომ ის არაფერია და არაფერს წარმოდგეს. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ის ფიქრობს, რომ ევროპაში წავიდეს, კიდევ ერთხელ თითქოს თავის თავი ვიღაცას მოაჩვენოს, მაგრამ ევროპაშიც სად მიდის ხომ?! მხოლოდ და მხოლოდ ბალტიისპირეთის იმ ქვეყნებში, სადაც მას ელიან და ერთადერთი ტრიბუნა შეიძლება იქ მიიწვიონ. რატომ? ვინაიდან მათი ინტერესები ემთხვევა.სალომე ზურაბიშვილი რეალურად გადაიქცა რაღაც სათამაშო პოლიტიკურ თოჯინად, როგორც საქართველოში ოპოზიციური სპექტრისათვის, ასევე უცხოელებისათვის. დღეს ის არაფერს წარმოადგენს. მისი პირით გაჟღერებული რამდენიმე სიტყვა მათ ჰგონიათ, რომ შესაძლოა იყოს მტკივნეული ჩვენი ხელისუფლებისათვის, ან იმ პოლიტიკური ძალისათვის, რომელიც ამ ქვეყანას მართავს. ეს ესე არ არის, რადგან ის არის სერიოზულობა დაკარგული ადამიანი. პოლიტიკური წონა, პოპულარობა, ნულზე აქვს დასული. თუ ეს ასე არ არის, აგერ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, როცა თვითმმართველობის არჩევნები დაიწყება, ჩატარდება, უბრალოდ სცადოს სალომე ზურაბიშვილმა თუნდაც ინდივიდუალურად თავისი თავის წარდგენა ან დაყენება სადღაც. აბსოლუტურად რეიტინგგამოცლილია ეს ადამიანი, პოპულარობა დაკარგული არის და ყველაზე მთავარი უბედურება ის არის, რომ ის ამას ჯერჯერობით ვერ ხვდება, იმდენად უგუნური, მე არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, პოლიტიკოსი გახლავთ, რომ თუკი მას ოფიციალურად, ალბათ წერილობით ბრძანებით სახით არ მიცემენ, ის ამას ვერ შეიგნებს და გაიგებს ვერასოდეს“,- აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

გიორგი გაბუნია: უახლოეს მომავალში დაიწყება სვეტიცხოვლის გრძელვადიანი საკონსერვაციო, კვლევითი და საპროექტო სამუშაოები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი მთავრობის მზრუნველობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და...

მინდა გამოვეხმაურო მედიაში გასულ სიუჟეტს, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სამხრეთ ნაწილში წყლის ინფილტრაციის პრობლემას შეეხებოდა, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნია.იგი აღნიშნული პოსტით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების საკითხს ეხმიანება.„სამწუხაროდ, აღნიშნულ სიუჟეტში წარმოდგენილი ინფორმაცია არასწორია და ვფიქრობ, მიზანმიმართულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რათა შემოგვთავაზოს მცდარი წარმოდგენა ტაძრის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ.ობიექტური რეალობა კი შემდეგია: სპეციალისტების მიერ დაუყოვნებლივ დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც წყლის ჩადინების საფრთხეს სრულად აღმოფხვრის. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში დაიწყება სვეტიცხოვლის გრძელვადიანი საკონსერვაციო, კვლევითი და საპროექტო სამუშაოები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი მთავრობის მზრუნველობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის საკითხში.მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად ტაძარში არსებულ ფრესკებს არ ემუქრება არც დაზიანება და არც სხვა სახის საფრთხე. წყლის ინფილტრაციის მიზეზები კი დაუყოვნებლივ იქნება აღმოფხვრილი“, - წერს გიორგი გაბუნია.

ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთში ძალადობაზე სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში ბოლო დღეებში მომხდარ ძალადობაზე სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციურ სახალხო-რესპუბლიკური პარტიას ეკისრება.როგორც თურქეთის ლიდერმა განმარტა, მარგინალური ორგანიზაციებისა და ბანდიტების თავდასხმების გამო ბოლო დღეებში 123 პოლიციელი დაშავდა.„ჩვენ შეშფოთებით ვადევნებდით თვალყურს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა ოპოზიციური პარტიის ლიდერის მოწოდების შემდეგ, რაც სწრაფად გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში. მარგინალური ორგანიზაციებისა და ბანდიტების თავდასხმების გამო ამ დღეებში დაშავდა ჩვენი 123 პოლიციელი. სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელობამ, მათ შორის ამ პარტიის თავმჯდომარემ, წარმოაჩინეს უგუნურობის ნათელი მაგალითი. პარტიის ლიდერი და მისი მხარდამჭერები, რომლებმაც ხალხი ქუჩაში გამოსვლისკენ წააქეზეს, სრულად არიან პასუხისმგებელი პოლიციელების დაშავებაზე, მაღაზიების მფლობელების ზარალზე, რომელთა ვიტრინებიც დაიმსხვრა, ასევე მილიარდობით ლირის ღირებულების სახელმწიფო საკუთრებისთვის მიყენებულ ზიანზეც. ეს ყველაფერი განხილული იქნება პარლამენტში, ხოლო იურიდიული ანგარიშები ამის შესახებ წარედგინება სასამართლოს”, – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ.ცნობისთვის, თურქეთში 19 მარტიდან დააპატიმრეს სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. იმამოღლუს ბრალი კორუფციასა და ტერორიზმის ხელშეწყობაში წაუყენეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნუშის ხეივანი გაშენდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნუშის ხეივანი გაშენდა.ნუშის 60 ნერგი მერაბ კოსტავას ქუჩაზე, უნივერსიტეტის მე-3 და მე-6 სასწავლო კორპუსებს შორის, რექტორმა, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და კურსდამთავრებულებმა ერთად დარგეს. ხეივნის გაშენებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი მოდებაძემ, მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ და სამინისტროს წარმომადგენლებმა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხეივნის გაშენებას უნივერსიტეტის ცნობილ ნუშის ხეს უკავშირებს, რომელიც საზოგადოებაში „გეპეის ნუშის“ სახელითაა ცნობილი, რომელიც ყველაზე ადრე ყვავის და თბილისს პირველი ამცნობს გაზაფხულის მოსვლას.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, წელს ტექნიკური უნივერსიტეტის ნუში იუბილარია - 55 წლის წინ, ის უნივერსიტეტის პროფესორმა, ცნობილმა ქიმიკოსმა პლატონ გაგნიძემ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ დარგა. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დარწმუნებულია, რომ გაზაფხულზე აფეთქებული ნუშის ხეივანი დედაქალაქის კიდევ ერთი ატრაქცია გახდება. „დღევანდელი ღონისძიება ჩვენი საყვარელი უნივერსიტეტის წარსულსა და მომავალს აერთიანებს. აქ, 55 წლის წინ, პროფესორმა პლატონ გაგნიძემ დარგა პირველი ნუშის ხე, რომელიც წლების განმავლობაში გამძლეობის, ზრდისა და უწყვეტობის სიმბოლოდ იქცა. „გეპეის ნუში“ არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, ის 55 წლის შემდეგ გახდა სიმბოლო ტრადიციისა, რომელიც გვაკავშირებს ბუნებასთან და გვახსენებს მდგრადობის მნიშვნელობას. 2025 წელს, პირველი ნუშის ხის დარგვიდან ზუსტად 55 წლის შემდეგ, ჩვენ გავაშენეთ ნუშის ხეივანი. თითოეული ახალი ხე იქნება არა მხოლოდ ჩვენი გარემოსდაცვითი ვალდებულების სიმბოლო, არამედ ახალი სივრცის შექმნის ნიშანი, სადაც ცოდნა, ბუნება და ინოვაცია ერთად იზრდება. ეს არის ჩვენი გზა იმის დასადასტურებლად, რომ ტრადიცია, რომელიც აკავშირებს ადამიანის გონებასა და ბუნებას, გაგრძელდება და განვითარდება მრავალწლიან პერსპექტივაში. ნუშის ხეივანი არა მხოლოდ გააფერადებს ჩვენს კამპუსებს, არამედ ის იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ვაფასებთ ადამიანისა და ბუნების ურთიერთობას. მოდი, ერთად შევქმნათ და განვავითაროთ ეს მემკვიდრეობა, რომელიც დაიწყო ერთი ნუშის ხის დარგვით 55 წლის წინ“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

ნონა ქურდოვანიძე – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „გამჭვირვალობის კანონის“ შეჩერებას მაშინ მოვითხოვთ, როდესაც საჭიროდ ჩავთვლით

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „გამჭვირვალობის კანონის“ შეჩერებას მაშინ მოვითხოვთ, როდესაც საჭიროდ ჩავთვლით, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, როდის რას მოითხოვს „საია“ და რა იქნება დავის სტრატეგია, „ამას მაშინ გაიგებენ, როდესაც შესაბამისი დრო მოვა“.„რუსული კანონი“ სტრასბურგის სასამართლოში რომ გავასაჩივრეთ, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში „ქართული ოცნება“ და პროპაგანდისტული მედიები ამტკიცებდნენ, რომ საჩივარი სინამდვილეში არ იყო გაგზავნილი. მათ შორის არჩევნების წინა საღამოს ერთ-ერთ მთავარ თემად ეს ჰქონდათ.არ გენდობით, საბუთი გვაჩვენეთო. ფოსტით გაგზავნის დოკუმენტი ვაჩვენეთ – აქ სასამართლოს ხელმოწერა არ არისო.საჩივრის გაგზავნიდან დაახლოებით ერთ თვეში სასამართლოდანაც მოვიდა ოფიციალური წერილი, რომლითაც გვაცნობეს, რომ საჩივარი დარეგისტრირდა.ამის მერე ამტკიცებენ, რომ სტრასბურგში კანონის შეჩერება რატომ არ მოითხოვეთო. არადა ეს კითხვა საჩივრის გაგზავნისასაც დასვეს და მაშინაც ვუპასუხეთ, რომ შეჩერებას მაშინ მოვითხოვთ, როდესაც საჭიროდ ჩავთვლით.როდის რას მოვითხოვთ და რა იქნება ჩვენი დავის სტრატეგია, ამას მაშინ გაიგებენ, როდესაც შესაბამისი დრო მოვა. როგორც ჩანს, ისე ეშინიათ ამ საჩივრის, ჯერ განხილვა არ დაწყებულა და პრესკონფერენციებს უძღვნიან. იციან, რომ წააგებენ“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.

ბოლო სიახლეები