ოთხშაბათი, თებერვალი 12, 2025

გიორგი მარგველაშვილი ავიაკატასტროფის გამო ირანს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავიაკატასტროფის გამო ირანის მთავრობასა და ირანელ ხალხს უსამძიმრებს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანაგრძნობას ვუცხადებ ირანის მთავრობასა და ირანელ ხალხს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

გავრცელდა ცნობა, ირანში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი გარდაიცვალა.

სამგზავრო თვითმფრინავს 66 მგზავრი გადაჰყავდა. უბედური შემთხვევა დღეს ზაგროსის მთიან რეგიონში მოხდა. თვითმფრინავი თეირანიდან იაუსჯის მიმართულებით მიფრინავდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ATR 72 ტიპის ხომალდი აფრენიდან 20 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ავარიულ დაშვებას ახორციელებდა.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

წერენ იმაზეც, რომ ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა ამოქმედდა

ქართულ და მალაიზიურ მხარეთა ერთობლივი მუშაობით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქ. კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში გამარტივებული საპასპორტო კონტროლის პროცედურა ამოქმედდა, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, საიმიგრაციო გამშვები პუნქტის გავლის გარეშე შევიდნენ ქვეყანაში. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა მალაიზიაში ჩასვლამდე, 72 საათის განმავლობაში შეავსონ ონლაინ აპლიკაცია შემდეგ ვებგვერდზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი მალაიზიის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის შემთხვევაში. ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 (ოცდაათ) დღეს.

მზია ამაღლობელის ადვოკატები სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, პროკურატურას კი, საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატები, ნონა ქურდოვანიძე და მაია მწარიაშვილი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, პროკურატურას კი, საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ ადვოკატებმა ბრიფინგზე განაცხადეს. „ჩვენი მოთხოვნებია, რომ სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელსაც ხვალ დილას წარვადგენთ სასამართლოში და გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული, ბარბაროსულად უკანონო აღკვეთის ღონისძიება, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან; საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო და მანიპულირებული ბრალდების საქმე; სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი; პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ამავე საქმეში; პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო; საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი დგებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადი მოპყრობისა და 2025 წლის 11 იანვრის ბათუმის აქციაზე ციალა ქათამაძის უკანონო დაკავების გამო; საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც მიიღო მონაწილეობა 2025 წლის 11-12 იანვრის ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასა და უკანონო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

თეიმურაზ წიქვაძე ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩიაშვილის საუბრის ჩანაწერზე: როდესაც ამ თემაზე დავიწყე განმარტებების გაკეთება, ბრალდებულს და მის წარმომადგენლებს პრეტენზია ჰქონდათ, რომ არ მოგვეხდინა...

დღეს მიმდინარეობდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და როგორც იხილეთ, წაიკითხა პროკურორმა ის მტკიცებულებები, რომელიც საქმეში დევს. რაც შეეხება სამხარაულის დასკვნას, ეს დოკუმენტი ჩემთვის უცნობია, ჯერჯერობით არ მომეცა საშუალება რომ ამას გავცნობოდი. ბრალდებისთვის ცხადია, ცნობილია თუმცა, დაცვის მხარე დღეს გაეცნო, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე საუბრისას. ადვოკატმა პროკურატურის მიერ პროცესზე წარმოდგენილ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს შორის საუბარს ეხებოდა, განაცხადა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, მოწმის სახით ექსპერტს დაიბარებენ და ის მისცემს განმარტებებს. ამასთან, წიქვაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საუბრის ჩანაწერი ექსპერტიზის დასკვნით ავთენტური არ არის, ამ ფორმითაც კი ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის პოზიციას. „როგორც მოვისმინე, ამ დასკვნასთან დაკავშირებით სასამართლოში დაიბარებენ მოწმის სახით შესაბამის ექსპერტს და ის მისცემს განმარტებებს. ასევე, როგორც მოვისმინე, თავად ბრალდებულ ბაჩიაშვილს ალბათ, თავისი ალტერნატიული ექსპერტიზა აქვს შეკვეთილი და შემდგომ მოხდება ამის განხილვა სასამართლოს მიერ. მე როდესაც ჩემი დაკითხვის დროს მქონდა მცდელობა, გარკვეული განმარტებები გამეკეთებინა ამ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი აზრით, პირდაპირ ადასტურებს ასევე, ამ ფორმით რა ფორმითაც წარმოდგენილია, ამ ფორმითაც კი პირდაპირ ადასტურებს ჩვენი მხარის პოზიციას. შესაძლოა, ექსპერტი ამბობს, რომ იქ ხარვეზებს აქვს ადგილი და არ არის ავთენტური, თუმცა, ამ ფორმითაც კი პირდაპირ ადასტურებს ჩვენი მხარის პოზიციას. თუმცა, როდესაც ამ თემაზე დავიწყე განმარტებების გაკეთება, ბატონ ბრალდებულ ბაჩიაშვილს და მის წარმომადგენლებს პრეტენზია ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით, რომ არ მოგვეხდინა შეფასებები“, - განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი კომპანია „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი მიხეილ ჯანიკაშვილი და ენერგეტიკის ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევრები კომპანია „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის დირექტორს გოჩა მუსელიანს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, სამუშაო შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „ენ-სი ჯგუფი 2022“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა, სადაც მხარეებმა იმსჯელეს ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნებზე, შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობაზე, უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარებასა და უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის ეფექტიანი პარტნიორული ურთიერთობების ფორმირებაზე. სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ენ-სი ჯგუფი 2022“-ს შორის მყარი პარტნიორობის ჩამოყალიბება საშუალებას იძლევა კონკურენტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებასა და მათ დასაქმებაზე. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და მკვლევრების ისეთ დიდ პროექტებში ჩართვაზე, რომელსაც „ენ-სი ჯგუფი 2022“ ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ენ-სი ჯგუფი 2022“ შორის მემორანდუმის გაფორმებისას, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის თანამშრომლობა იქნება კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შედგეს ეფექტიანი და ურთიერთსასარგებლო ქმედითი და ნაყოფიერი პარტნიორობა უმაღლეს სკოლასა და ბიზნესს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტის მხრიდან სრულ ჩართულობას - ქვეყანაში მიმდინარე ამ მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის დაგეგმვასა და რეალიზებაში თითქმის ყველა ფაკულტეტის სტუდენტები, მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები ჩაერთვებიან. პროექტი ითვალისწინებს კასკადური ჰესების მშენებლობას შიდა ქართლის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში. ამ დიდი გეგმის განსახორციელებლად კომპანიის წარმომადგენლებს უკვე მეორედ შევხვდით. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ბაზა, შეგვიძლია როგორც სტუდენტების, ასევე მეცნიერ-მკვლევრების ჩართულობით მივაღწიოთ მიზანს, რომლის განხორციელება საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ. სტუ-ის ინფორმაციით, გოჩა მუსელიანის თქმით, კომპანიის გამართული მუშაობა დიდწილადაა დამოკიდებული კადრების მაღალკვალიფიციურობაზე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ენ-სი ჯგუფი 2022“-ი პროექტის განხორციელებას ადგილობრივი ძალებით გეგმავს. „შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიისთვის განსაკუთრებულად ღირებულია იმ ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვის მხრივ, რომლებიც განათლებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეუფლებიან. როგორც მან აღნიშნა, განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან, რის შემდგომაც გამორჩეული ახალგაზრდები გრძელვადიანი პერსპექტივით დასაქმდებიან“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთს არასოდეს განუხილავს და არც მომავალში განიხილავს თავისი ტერიტორიების გაცვლის თემას, ეს შეუძლებელია

რუსეთს არასოდეს განუხილავს და არც მომავალში განიხილავს თავისი ტერიტორიების გაცვლის თემას, ეს შეუძლებელია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის პრესსპიკერის თქმით, უკრაინული სამხედრო შენაერთები რუსეთის ტერიტორიიდან განდევნილი და განადგურებული იქნებიან. ამავდროულად, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვის პოზიცია უკრაინაში ვითარების დასარეგულირებლად გამჭვირვალე და თანმიმდევრულია, რაც გულისხმობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ღიაა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის.

ბოლო სიახლეები