მე ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას.
ჟუნალისტება პრემიერ-მინისტრს დაუსვეს კითხვა სამთავრობო ცვლილებებისა და მის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ.
„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, ჯერჯერობით მე არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით, ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.