ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

გიორგი კვირიკაშვილი – ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, მე ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ

მე ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ,  – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას.

ჟუნალისტება პრემიერ-მინისტრს დაუსვეს კითხვა სამთავრობო ცვლილებებისა და მის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ.

„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, ჯერჯერობით მე არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით, ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შვედეთის საელჩო – მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

საქართველოში შვედეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი.ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას“, – წერს შვედეთის საელჩო.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

სლოვაკეთის ელჩი – მწუხარებას გამოვთქვამ ილია მეორის გარდაცვალების გამო გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს

საქართველოში სლოვაკეთის ელჩი მატიუშ ბუსოვსკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს“, – წერს საქართველოში სლოვაკეთის ელჩი მატიუშ ბუსოვსკი. 

არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.„არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.მისმა უდიდებულესობამ, ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ვიცე-პრემიერმა და საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარემ, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანმა მსგავსი წერილები გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს“, – წერს არაბული მედია.

აშშ-ის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას

საქართველოში აშშ-ის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დანიის ელჩი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი ხალხის მიმართ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, დაე, მშვიდობით განისვენოს

საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი, საელჩოს სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.„დანიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ხალხის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. დაე, მშვიდობით განისვენოს“, – წერს საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ბოლო სიახლეები