ორშაბათი, ივლისი 20, 2026

გიორგი კვირიკაშვილი – უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვისი ბრალეულობაც გუდაურში მომხდარ ფაქტზე გამოიკვეთება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვისი ბრალეულობაც გუდაურში დღეს მომხდარ ფაქტზე გამოიკვეთება.

პრემიერი გუდაურის შემთხვევას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა.

„მუდმივ რეჟიმში ვიღებ ინფორმაციას დღეს გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ყველა შესაბამისი უწყება პირველივე წუთებიდან მობილიზებულია დაშავებულთა დასახმარებლად. მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ, რამდენიმე ადამიანი ვერტმფრენით და რეანიმობილით გადმოყვანილია თბილისში და აქ გადის მკურნალობას.

დაწყებულია გამოძიება. ასევე, უახლოეს დროში საქართველოში ჩამოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო ტექნიკური ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის ვითარებას, დადებს ობიექტურ დასკვნას და უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება და ჩრდილი არ მიადგეს იმ იმიჯს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, მათ შორის, თავისი სამთო-სათხილამურო კურორტებით, საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გუდაურში დღეს საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის საქართველოს, უკრაინის, შვედეთის და რუსეთის მოქალაქეები არიან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოძრაობა აიკრძალა… – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 141-ე კმ-ზე (სოფ.ცანა) და 144-ე კმ-ზე (სოფ.ყორულდაში) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ამასთანავე, დღეს, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (საყდრის ხიდი) მონაკვეთზე ადიდდა მდინარე, გადმოვიდა საავტომობილო გზაზე და უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა აიკრძალა.

ჯვრისწერის დროს, ეკლესიის გუმბათს მეხი დაეცა

ფინეთის ქალაქ ტამპერეში მართლმადიდებლური ეკლესიის გუმბათს მეხი დაეცა. დარტყმის მომენტში ტაძარში ნათლობისა და ჯვრისწერის ცერემონიები მიმდინარეობდა.ეკლესიის მეთვალყურის, მიკა კანგასაჰოს თქმით, გაისმა ყურისწამღები გუგუნი, ტაძარში კი შუქმა ციმციმი დაიწყო. განათების ნაწილი ჩაქრა, თუმცა მსახურება ბოლომდე მიიყვანეს.ტელერადიოკომპანია Yle-ის ინფორმაციით, მეხანძრეების გამოძახება ორჯერ გახდა საჭირო. პირველ ჯერზე მათ ვერაფერი აღმოაჩინეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მრევლმა ეკლესია დატოვა, მეზობელ ქუჩაზე მყოფმა ადამიანებმა გუმბათიდან ამავალ კვამლზე მიუთითეს. მეორე გამოძახებაზე შემთხვევის ადგილზე მაშველთა 20 ბრიგადა მივიდა.მეხი ყველაზე მაღალ კოშკს დაეცა, რამაც ფარული წვა გამოიწვია. მაშველებმა გუმბათიდან ჯვარი მოხსნეს, რათა გადახურვის კონსტრუქციამდე მიღწევა შეძლებოდათ.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ეფრემოვკაა.ბიძგების სიმძლავრემ 3 მაგნიტუდამდე შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია

სარაევოში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონმა, ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა – ქართველმა ფინალში იტალიელ ჯაკომო გამბას მოუგო და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.სარაევოს ტურნირის პირველ დღეს ოქროს მედალი კიდევ ერთმა ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა, გიორგი სარადალაშვილმა (66 კგ) მოიპოვა, 21 წლის თორნიკე მოსიაშვილი (73 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს – „მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის და ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობას უხდის.დონალდ ტრამპის წერილის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.როგორც ტრამპის წერილშია აღნიშნული, დამოუკიდებლობის დღე ამერიკელი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს.ამასთან, ტრამპი წერილში აღნიშნავს: „სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.„ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მოლოცვისთვის. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს. ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას. აღვნიშნავთ რა დამოუკიდებლობის 250-ე წლის იუბილეს, მადლობელი ვარ, რომ გვიერთდებით სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის ამერიკული პრინციპების ზეიმში.გულწრფელად ვაფასებ თქვენს ყურადღებიან გზავნილს. სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

ბოლო სიახლეები