პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ბავშვის ოჯახს უსამძიმრებს.
“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 14 წლის ასლან მამედოვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის მშობლებს, ოჯახს, თანატოლებსა და პედაგოგებს. სრულიად შეძრული ვარ მომხდარით და სიტყვები არ მყოფნის ამ ტკივილის გადმოსაცემად”, – წერია პრემიერის განცხადებაში.
ორბელიანის მოედანზე შუშის ჩამოვარდნისას დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა. ექიმის თქმით, ბავშვს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა. შემთხვევის შედეგად სულ 6 ადამიანი დაშავდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შემთხვევა თბილისში მოხდა.