ხუთშაბათი, ოქტომბერი 22, 2026

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

პრემიერმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს ძალიან მტკიცე და აქტიური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გასული წელი, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულად წარმატებული იყო.

მხარეებმა განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ადამიანის უფლებების კუთხით იქ არსებული მძიმე მდგომარეობა. აღინიშნა საქართველოს ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში ძირითად საკითხებზე შედეგების მაქსიმალურად მიღწევის მნიშვნელობა.

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისთვის გაწეული ფასდაუდებელი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პირადი და ამერიკის მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში მსგავსი დონის თანამშრომლობის მიღწევის პროცესში.

ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე – საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში და სამხედრო შეიარაღების მიმართულებით თანამშრომლობაზე.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ნატოს მომავალ სამიტზე. აღინიშნა, რომ აშშ-ის პოზიცია, საქართველოს ნატოში წევრობასთან დაკავშირებით, ურყევია და ამერიკა მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს და ქართველი სამხედროების როლს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაში და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანია, როგორც აშშ-თვის, ისე – გლობალური უსაფრთხოებისთვის.

შეხვედრისას, ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში განხორციელებული წარმატებული ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ხელს უწყობს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ქვეყანას აძლიერებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ფლორიდის შტატის სკოლაში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ში ხუთდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რას იხსენებს ლანჩხუთის ,,გურიის” ყოფილი მწვრთნელი თემურ ჩხაიძე გიორგი ნემსაძეზე

,,გავიხსენებ ისტორიას გიორგი ნემსაძესთან დაკავშირებით. იმ პერიოდში ლანჩხუთის ,,გურიას" გუნდის უფროსი ვიყავი. თბილისში ჩამოვედი ფეხბურთელების დასამატებლად. რადგან რეზო ძოძუაშვილი ახლობელი იყო, მასთან მივედი. ,,გურიას" გასაძლიერებლად ორი ფეხბურთელი გვჭირდება მეთქი. ბატ. რეზომ მითხრა გიო ნემსაძეს და კახი გოგიჩაიშვილს დაელაპარაკეო. ეს დაუჯერებლად ჩავთვალე, მაგრამ მაინც ვცადე. ორივეს ლანჩხუთიდან აქვს ფესვები.( გიორგის დღესაც აქვს სახლი) შევთანხმდით, მაგრამ ლანჩხუთში ეს დაუჯერებლად ჩათვალეს. ( იმ პერიოდისთვის ეს ნიშნავდა, დღეს პედრის და იამალს რომ ეთქვა, საქართველოს მოქალაქეობას მივიღებ და თქვენთან ვითამაშებო) გიომ ,,გურიაში" ერთი სეზონი ითამაშა.,,დინამოს" 2:1 მოვუგეთ. გოლი ნემსომ გაიტანა. წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, გიორგის ასე ახალგაზრდულ ასაკში გარდაცვალება. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. ვუსამძიმრებ ოჯახს და მთელ საქართველოს''-ამის შესახებ ლანჩხუთის გურიის ყოფილი მწვრთნელ თემურ ჩხაიძე წერს.

შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან ზედაპირული განცხადებები უსაფუძვლო იყო, დღემდე ვალად აქვთ ბოდიში მრავალი საქმის გამო

შემაშფოთებელია ბოლო დღეებში ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა.„შემაშფოთებელია ბოლო დღეებში ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით. ყველას შევახსენებ, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ხალხის წარმომადგენლების მიერ ამ უფლების განხორციელების გამო უცხო ხელისუფლებების მხრიდან მუქარის ტონით განცხადებების კეთება დემოკრატიის ნორმების გაუაზრებლობაზე მეტყველებს და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს არღვევს. ამასთან, ასეთი განცხადები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის და მუქარის მცდელობაა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა. იმ უცხოელმა მმართველებმა, რომლებიც კომენტარებს აკეთებენ საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, ისე, რომ მათში საერთოდ ვერ ერკვევიან, უნდა გამოიჩინონ ელემენტარული თავშეკავება და პატივისცემა კანონის უზენაესობის მიმართ. ყველას შევახსენებ, არაერთხელ დადასტურებულა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული ზედაპირული და მიკერძოებული განცხადებები უსაფუძვლო იყო. ამ უცხოელ ოფიციალურ პირებს დღემდე ვალად აქვთ საქართველოსა და ქართული სასამართლოს წინაშე ბოდიშის მოხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, „რუსთავი 2“-ის და კიდევ მრავალ სხვა საქმეზე უსაფუძვლო თავდასხმების გამო. ამიტომ ყველამ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება, რათა ძველ, ჯერაც გაუსტუმრებელ ვალს ახალი საბოდიშო არ დაემატოს“, – წერს პაპუაშვილი.  

ხატია დეკანოიძე – გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა ის საფრთხეები, რომლებიც ჩადებულია ამ ე.წ. სარჩელში – პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ არჩევნებსა და პოლიტიკურ წარმომადგენლობას აზრს უკარგავს

მძიმე პროცესია და ამ პროცესის არსებობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში არის დემოკრატიისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. მილიონზე მეტი ადამიანი რჩება პოლიტიკური წარმომადგენლობის გარეშე - პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ არჩევნებსა და პოლიტიკურ წარმომადგენლობას აზრს უკარგავს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში საფრთხეები იკვეთება, ერთ-ერთი კი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებია.„გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა ის საფრთხეები, რომლებიც ჩადებულია ამ ე.წ. სარჩელში და ის მცდელობები, რომლებიც „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფოსა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ხორციელდება. არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ამიტომ რთულია და ზედმეტიც კია, რომ რაიმე სამართლებრივ ჭრილზე ვისაუბროთ, რადგან არსობრივად არ მსჯელობს სასამართლო არცერთ შუამდგომლობაზე.დავაყენეთ შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის მოწმედ გამოძახებას, რადგან სარჩელი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ეხება. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და სასამართლოსთვის იმ კითხვებზე პასუხის გაცემა იქნებოდა მნიშვნელოვანი და გაუგებარია, თუ სარჩელი მას ეხება, რატომ არ არის წარმოდგენილი ის. ეს შიშია, რომლის გაგებაც არ უნდა სასამართლოს.ასევე, დავაყენეთ შუამდგომლობა მოწმეებად იმ მაღალჩინოსნების გამოძახებაზე, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ ჩვენი ხელისუფლების პირობებში და როგორც ხედავთ, დღესაც „ქართულ ოცნებაში“ არიან. გაუგებარია, თუ სისტემაზეა საუბარი, მათი გამოძახება მოწმეებად რატომ არ უნდა მომხდარიყო, რადგან მაშინ თუ არ ჰქონდათ პრეტენზიები, დღეს რა პრეტენზიები აქვთ, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს? შუამდგომლობები ეხებოდა მოსამართლეების აცილებასაც, მაგრამ სამართლებრივი მხარე აქ, როგორც დომინანტი მხარე, არ შეიძლება ჩაითვალოს.მძიმე პროცესია და ამ პროცესის არსებობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში არის დემოკრატიისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. მილიონზე მეტი ადამიანი რჩება პოლიტიკური წარმომადგენლობის გარეშე. პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ არჩევნებსა და პოლიტიკურ წარმომადგენლობას აზრს უკარგავს.საფრთხეები თავად სარჩელში დიდია და მთავარი საფრთხე არის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ამას დაემთხვა კობახიძის მიერ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და მოლაპარაკებებში. ეს ფაქტობრივად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ნიშნავს. არავითარი სტატუს-კვოს შეცვლის აუცილებლობა არ იყო. შესაბამისად, ვთვლით, რომ რუსეთის საფრთხეა ყველაზე მთავარი, რაც სარჩელში იკვეთება, ასევე ის, რომ ჰააგასა და სტრასბურგში მოგებული სარჩელები, ბათუმში წაშალოს.სწორედ წულუკიანის კომისიას, რომელიც ასევე ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყო, ეყრდნობა სარჩელი. სწორედ იმისთვის იყო შექმნილი ეს კომისია, რომ გაგრძელებულიყო და დაგვირგვინებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელში, საქართველო პროვოკატორ-აგრესორად არის მოხსენიებული, ეს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული და ღალატია, რომელიც მძიმე შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა.ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".

„პოლიტიკო“ – ევროკავშირის დიპლომატები და ოფიციალური პირები ჯერ ისევ ვერ შეთანხმდნენ, ვინ წარმოადგენს ევროკავშირს პუტინთან მოლაპარაკებებზე

ევროკავშირის დიპლომატები და ოფიციალური პირები ჯერ ისევ ვერ შეთანხმდნენ, ვინ წარმოადგენს ევროკავშირს ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.საკითხი მიმდინარე კვირას მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში სამმხრივი შეხვედრის შესათავაზებლად გაემგზავრა.ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ პუტინი ევროკავშირს ავტორიტეტად არ აღიქვამს და ურსულა ფონ დერ ლაიენთან, კაია კალასთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის ემანუელ მაკრონთან საუბარზე უარს ამბობს. პაველის აზრით, ევროპამ უნდა დაასახელოს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც დანარჩენები მოლაპარაკების მანდატს მისცემენ.„პოლიტიკო“ წერს, რომ დიპლომატები ვერ თანხმდებიან, ვინ უნდა იყოს ევროპის წარმომადგენელი. ერთ-ერთი ვერსია ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბია. მას ტრამპთან ევროკავშირის ლიდერებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ურთიერთობა აქვს, ხოლო ფინეთს რუსეთთან დიდი გამოცდილება აქვს. სტუბი ოსლოში ზელენსკისა და უიტკოფთან გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდა.„არჩევანი იმის თაობაზე, ვინ წარმოადგენს საბოლოოდ ევროკავშირს, დაფუძნებული იქნება იმაზე, რა მოიტანს ყველაზე დიდ სარგებელს, და არა პირადი ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე ან ნარცისულ მიკერძოებებზე“, – განუცხადა გამოცემას ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.ევროპელი დიპლომატი ასევე მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა პუტინთან დალაპარაკებას უნდა შეეცადოს. მისი თქმით, ფონ დერ ლაიენი და კალასი უკრაინის მხარესთან ზედმეტად დაკავშირებულად აღიქმებიან, კოშტა კი უფრო მიუკერძოებელ შუამავლად გამოიყურება.

ბოლო სიახლეები