ხმის ფარულობა საარჩევნო პროცესის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, თუმცა არჩევნებში ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არცერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეს გაეპროტესტებინოს, რომ მისი ხმის ფარულობა დაცული არ იყო. ამის თაობაზე არჩევნების დღეს არცერთი საჩივარი არ დაწერილა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია დარწმუნდა, რომ მათ არჩევნები წააგეს, ბიულეტენების გადათვლის დროს აღმოაჩინეს, თითქოს, ბიულეტენის მეორე მხარეს ფლომასტერი გამოჟონილი იყო და ხმის ფარულობის დარღვევაზე საუბარი სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს.
„ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ არჩევნებში ხმის ფარულობა არ დარღვეულა. ხმის ფარულობა სამართლებრივი თვალსაზრისით იმას გულისხმობს, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაშია და მისთვის სასურველ კანდიდატს აფერადებს, ამ მომენტში მას არავინ უნდა აკვირდებოდეს და ვერავინ უნდა ხედავდეს, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს. მე არცერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ არ მსმენია. მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა იყო და როგორც გაირკვა, იქაც ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აკვირდებოდა. არჩევნები არ არსებობს, სადაც ხარვეზი არ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ასეთ ხარვეზებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. პირველ რიგში, მოსამართლეს ერთი ფაქტი მაინც უნდა დაედგინა, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაში იმყოფებოდა და რომელიმე პარტიას ხმას აძლევდა, მის გადაწყვეტილებას ვინმე აკვირდებოდა. მოსამართლეს ასეთი ფაქტების თაობაზე საერთოდ არ უმსჯელია. ვნახოთ, ხმის ფარულობის თაობაზე როგორ მტკიცებულებას წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო. მოსამართლის ოჯახის წევრი აქტიური ოპოზიციონერია. დასაფიქრებელია და შესაბამისს მიკვლევას საჭიროებს, თუ დადასტურდა, რომ ალეკო ელისაშვილმა წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. მძიმე დარღვევაა, თუ ვინმემ წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე“, – განაცხადა კახიანმა.კახიკახკაკ