საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ყველა სტანდარტით წინ არის ევროპულ ქვეყნებზეც, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვევია.
„ძალიან ბევრ საკითხს ნათელი მოეფინა, რომელიც ადრე დაფარული და საკამათო იყო. სად დგას საქართველო? – საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ყველა სტანდარტით წინ არის ევროპულ ქვეყნებზეც (არამარტო კანდიდატ ქვეყნებზე). ჩვენ გზისთვის არ გადაგვიხვევია და საგარეო პოლიტიკის ეს თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომელზედაც საუბარი ენება დღეს პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება.

