პარასკევი, ნოემბერი 20, 2026

გიორგი ვოლსკი: საქართველოსგან რაღაც სხვა მოთხოვნა იყო და ამ მოთხოვნის აქტუალობა დღეს იცვლება

მსოფლიოში პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება, საქართველოს გარშემო ცეცხლია დანთებული და ბევრი გარემოებებია, რომლებიც მნიშვნელოვანი რესურსის მობილიზებას მოითხოვს ხელისუფლებისაგან, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, პატარა კენჭების სროლა, რომელიც საქართველოში ჩანს მსოფლიო მასშტაბით ბალისტიკური რაკეტების ომის ფონზე მიმდინარეობს.

„გამოყენებულია უახლოესი რაკეტები რუსეთის მხრიდან, შეჭრილები არიან უკრაინაში, სისხლშია უკრაინა დღეს, რასაკვირველია, ჩვენ პოლიტიკურად მხარს ვუჭერთ, ყოველთვის ვუჭერდით, არავინ დაგვიფასა და ეს ორმაგი სტანდარტიც უკვე იმას უნდა გვეუბნებოდეს თქვენც და ვინც გვიყურებს მთელს საზოგადოებას, რომ საქართველოსგან რაღაც სხვა მოთხოვნა იყო და ამ მოთხოვნის აქტუალობა დღეს იცვლება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მან აღნიშნა ის სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები, რომელშიც დღეს მსოფლიოა გახვეული.

„უკრაინას მძიმე მდგომარეობა აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც მის წინააღმდეგ ისეთ რაკეტას იყენებენ, რომელსაც საჰაერო თავდაცვის სისტემა ვერ ანეიტრალებს. აი, წარმოიდგინეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესი, ჩვენ გარშემო დანთებული ცეცხლი და სრულიად უნამუსო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რა გეგმები ჰქონია თურმე ოპოზიციას, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე, ეკონომიკური ნგრევა, თურმე ისეთი განცხადებაც გააკეთეს, რომ ამ მდგომარეობას, ამ არჩევნების შედეგებს მოჰყვება ჩვენი ჩამოქცევა ეკონომიკურად და რომ გადავრჩეთ თურმე ეკონომიკური სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს და საომარი მოქმედებებიც გამოუცხადოთ თუ წავალთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ამას მე ხომ არ ვიგონებ არა? ხომ თქვენც იცით და რეალურად ყველამ იცის, რომ ეს არის მოთხოვნა ჩვენს მიმართ, რომ რუსეთის ძალების დივერსიფიცირება მოხდეს სამხრეთ კავკასიის მიმართულებით“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მეც თაიას ტოლი შვილი მყავს, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო როდესაც ის ხელში დავიჭირე და ჩავიხუტე თითქოს საკუთარ შვილს ვიხუტებდი“ – მეხანძრე-მაშველი, შალვა გათენდაშვილი

მეხანძრე-მაშველი შალვა გათენდაშვილი იხსენებს იმ ემოციურ წუთებს, როდესაც სამაშველო ოპერაციის დროს პატარა თაია გადაარჩინა.„როდესაც ცოცხალ ადამიანს გადაარჩენ და მითუმეტეს პატარა ბავშვს მთელი შენი კარიერის განმავლობაში მოგყვება, რომ სიკეთე გაქვს გაკეთებული. გუშინდელი განსაკუთრებული შემთხვევა იყო, მეც თაის ტოლი შვილი მყავს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო როდესაც ის ხელში დავიჭირე და ჩავიხუტე თითქოს საკუთარ შვილს ვიხუტებდი, ამაზე დიდი ბედნიერება მეხანძრე-მაშველისთვის, როდესაც პატარა სიცოცხლეს გადაარჩენ არაფერი არ არის.“, - ამბობს მეხანძრე-მაშველი, შალვა გათენდაშვილი.შეგახსენებთ, რომ ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო 19 ნოემბერს, დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მიხეილ ყაველაშვილი – ფონიჭალაში მომხდარმა თითოეული ჩვენგანი შეძრა, თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მთელი საქართველო გლოვობს დიდ დანაკარგს

გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ფონიჭალაში დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეძრა. განსაკუთრებით მიმძიმს, რომ აფეთქებას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აცხადებს პრეზიდენტი.ამასთან, ყაველაშვილი სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს მადლობას უხდის.„მადლობა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს პროფესიული პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის – მათ მიერ გადარჩენილი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლისთვის. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის სამსახურებს და ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში. მადლობა ექიმებს, რომლებიც დაშავებულთა სრულ გამოჯანმრთელებაზე ზრუნავენ. ჩვენი ქვეყნისთვის ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო გლოვობს დიდ დანაკარგს“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ირაკლი კობახიძე – გუშინდელმა ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს

გუშინდელმა ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.ამასთან, პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა სამსახურს, რომლებიც საძმებრო-სამაშველო სამუშაოებში იყვნენ ჩართული.„გუშინდელ დღესთან დაკავშირებით მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობას გადავუხდი, მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ასევე მერიის სამსახურებს. მაქსიმუმი გააკეთეს და მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ლაშა ხუციშვილი ფონიჭალაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 19 ნოემბერს, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ამ მძიმე წუთებში სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს.თანავუგრძნობ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ თითოეულ ოჯახს. დაშავებულებს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – წერს ხუციშვილი სოციალურ ქსელში.ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩემი კუსუნა… “ – ფონიჭალაში დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან

ფონიჭალაში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას ვერონიკა ვანიშვილი და მისი მცირეწლოვანი შვილი, არიანა ემსხვერპლნენ. დედა-შვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ახლობლები და მეგობრები ემოციური პოსტებით ეხმაურებიან.„რა გინდა, სიკვდილოოო, რაააა… რატომ წამართვი უკვე მეორე მეგობარი?  რატომ არ გვინდობ ადამიანებს? თანაც ასე, შვილთან ერთად…ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩემი კუსუნა…“ცნობისთვის, 19 ნოემბერს, საქართველო უმძიმესმა ამბავმა შეძრა. ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

ბოლო სიახლეები