გიგა ბოკერიას განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილის გზა ვიქტორ იანუკოვიჩამდე მიდის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ შეაფასა.
„გიგა ბოკერიას განცხადება ამბოხებისკენ მოწოდებაა პირდაპირ. ვერ მოინელეს, მათ შორის ბოკერიამაც, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პერიოდში ევროატლანტიკური სივრცე გახდა ჩვეულებრივი ჩვენი სახლი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.