“ქართულ ოცნებას” უნდა, გადაგვამტეროს აშშ-ს, ევროკავშირს, უკრაინას და პირისპირ დაგვტოვოს რუსეთთან _ ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
“ჩვენ ბეწვის ხიდზე ვართ, ერთის მხრივ უკრაინასთან ერთად უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე იმოტომ, რომ საბჭოთა კავშირი ახლა ინგრევა. მეორე მხრივ ხელისუფლება მიგვაქანებს უკან საბჭოთა კავშირისკენ. ფაქტობრივად უნდა, რომ რუსეთთან პირისპირ დაგვტოვოს. მიზან მომართულად “ქართულ ოცნებას” უნდა, რომ გადაგვამტეროს აშშ-ს , ევროკავშირს, უკრაინას და პირისპირ დაგვტოვოს რუსეთთან” _ აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.