ორშაბათი, სექტემბერი 28, 2026

გიორგი ვაშაძე – უკომპრომისო და კოორდინირებულმა ბრძოლამ ჩვენ მოგვიტანა გამარჯვება

8 მარტს ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას და ეს არის ჩვენი მძლავრი, ერთიანი ძალისხმევის შედეგი, რასაც ვიღებთ ახლა, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით,  „ქართულ ოცნებას“ სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ მიიღოს ცვლილებები.

„8 მარტს ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას და ეს არის ჩვენი მძლავრი, ერთიანი ძალისხმევის შედეგი, რასაც ვიღებთ ახლა. „ქართულ ოცნებას“ სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ მიიღოს ცვლილებები. ამისათვის სრული მხარდაჭერა მივიღეთ დასავლეთისგან, რადგან ხალხი იყო მთავარი მომთხოვნი, რადგან ოპოზიცია იყო ერთიანი და ამ ერთიანობის ფორმულაშია ხვალ და ზეგ გამარჯვება. რაც მთავარია, მივდივართ ჩვენი სწორი სტრატეგიით და გამარჯვების გზით. რაც შეეხება იდევ ერთ საკითხს, რომელიც არის დარჩენილი 8 მარტის შეთანხმებაში, გიორგი რურუა აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს, ეს მოთხოვნა არც ერთ შემთხვევაში არ გაქრება და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყოველდღიური საუბრები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის სტრატეგია ხელისუფლების 31 ოქტომბერს შეცვლაა.

„ოპოზიციამ სწორი ნაბიჯი გადადგა, რომ პირველ მოსმენაზე თავი დავიზღვიეთ მათი მანიპულაციებისგან და სწორი იყო რაც გაკეთდა, ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს. მეორე მოსმენაზე რომ ეს ცვლილებები ჩავარდნილიყო, ისევ შემობრუნება შეიძლებოდა კანონპროექტის. მე მახსოვს, ნოემბერში მათი ყეყეჩი განცხადებები, რომ არაფერი შეიცვლებოდა და 73-77-ზე უნდა იყოს საარჩევო სისტემაო, მერე მახსოვს დეკემბერში მათი განცხადებები, 100-50-ზე არის ბოლო და მეტს არაფერს ვიზამთო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ მეტიც შესაძლებელი იყო. უკომპრომისო სამართლიანმა და კოორდინირებულმა სტრატეგიულმა ბრძოლამ ჩვენ მოგვიტანა ეს გამარჯვება და აიძულა „ქართული ოცნება“ თვითონ დატუქსული ბავშვივით მისულიყო და ხმა მიეცა ამ საარჩევნო ცვლილებებისთვის, ასე მოუწევთ მესამე მოსმენის ჩათვლით. რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიას, ჩვენი სტრატეგია 31 ოქტომბრამდე მიდის, როგორ ვცვლით ხელისუფლებას. 31 ოქტომბრის შემდეგ კი ნახავთ, როგორ ვაპირებთ აღმშენებლობას ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აბას არაღჩი – მზად ვართ საომარი მოქმედებების განახლებისთვის, ნებისმიერი ახალი აგრესიის წინაშე მტკიცედ ვიდგებით, თუნდაც საქმე აპოკალიფსურ ომამდე მივიდეს, ამავდროულად, მზად ვართ დიპლომატიისთვისაც

ირანი მზად არის როგორც დიპლომატიისთვის, ისე ომისთვის, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ NBC News-ის გადაცემაში Meet the Press განაცხადა.მისი თქმით, ირანი შეერთებულ შტატებთან ომის განახლებისთვის მზად არის, თუმცა დიპლომატიისთვის კარი კვლავ ღია რჩება.„ჩვენ სრულად მზად ვართ საომარი მოქმედებების განახლებისთვის. ნებისმიერი ახალი აგრესიის წინაშე მტკიცედ ვიდგებით. თუნდაც საქმე აპოკალიფსურ ომამდე მივიდეს. ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვისაც. არჩევანი პრეზიდენტ ტრამპზეა. წინა ომის დროს მას ორი დღის განმავლობაში უპირობო დანებება სურდა. ახლა კი უკვე რვა თვეა, რაც ისინი იბრძვიან და შედეგი არ აქვთ. ახალი აგრესიის შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, იგივე იქნება. ჩვენ ამისთვის სრულად მზად ვართ“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.ამასთან, დონალდ ტრამპის საჯარო განცხადებების მიუხედავად, არაღჩი აცხადებს, რომ შეთავაზების უარყოფის შესახებ ინფორმაცია ირანისთვის შუამავლების მეშვეობით ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გადაუციათ. მისივე თქმით, თუ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების მიღწევა ნამდვილად სურს, ამის შესაძლებლობა ახლა არსებობს.„თუ ისინი სერიოზულად ფიქრობენ, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმება სურთ, ახლა ამის შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ შვიდდღიანი გეგმა შევთავაზეთ. გვინდა, მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგან, რისი გაკეთებაც ოთხ-ხუთ დღეში შეუძლიათ. შემდეგ, მეექვსე დღეს, სრუტე გაიხსნება, ხოლო მეშვიდე დღეს საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს განვაახლებთ. მაგიდაზე დევს ძალიან გონივრული გეგმა. თუ ისინი მას ყოველგვარი მიზეზის გარეშე უარყოფენ, ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპისგან მოვისმინეთ შეთანხმების უარყოფა, ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ოფიციალურ პასუხს შუამავლების მეშვეობით“, – განაცხადა არაღჩიმ.ამასთან, მისივე თქმით, ირანი მზად არის, კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ჰორმუზის სრუტე გახსნას, თუმცა, სანაცვლოდ, მას ფულისა და აქტივების გათავისუფლება სურს, რათა ირანმა საკუთარი ნავთობის გაყიდვა შეძლოს.„უპირველეს ყოვლისა, გვინდა, ეს აგრესიული ომი დასრულდეს. მათ ეს ომი რვა თვის წინ დაიწყეს იმ იმედით, რომ მას ორ-სამ დღეში მოიგებდნენ. ახლა უკვე რვა თვე გავიდა და ჩვენ გვინდა, რომ ის დასრულდეს. გვინდა, ჩვენი ფული და აქტივები, რომლებიც უკანონოდ არის გაყინული, გათავისუფლდეს. გვინდა, რომ ჩვენი ნავთობის გაყიდვის შესაძლებლობა გვქონდეს. ასევე, გვინდა გარკვეული საკითხები, რომლებზეც აშშ-მა უკვე აიღო ვალდებულება წინა შეთანხმებებით“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.აბას არაღჩიმ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების შესახებ წარსული გამოცდილებაც გაიხსენა.„2025 წელს მათ მოლაპარაკებების დაწყება შემოგვთავაზეს (ბირთვულ პროგრამაზე). ჩვენ დავთანხმდით და მოლაპარაკებებში ჩავერთეთ, მაგრამ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას თავს დაგვესხნენ. რვა თვის შემდეგ, 2026 წლის თებერვალში, მათ კვლავ შემოგვთავაზეს მოლაპარაკებები. ჩვენ ისევ დავთანხმდით, მაგრამ ისინი კვლავ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას დაგვესხნენ თავს. ომის შემდეგ კი მათ შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების დაწყება შემოგვთავაზეს. ჩვენ დავთანხმდით. სამი თვის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, თუმცა მათ მიერ თავად ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევას მხოლოდ ორი კვირა დასჭირდა. ამიტომ, თუ ჩვენ გვკითხავთ, არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა დავუბრუნდეთ დიპლომატიას. თუმცა, მე მაინც ვცდილობ დიპლომატიური გზით მოქმედებას, რადგან ვფიქრობ, რომ მშვიდობისთვის არცერთი შესაძლებლობა არ უნდა გავუშვათ ხელიდან“, – განაცხადა არაღჩიმ.რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ შესაძლოა, ირანზე დაბომბვის განახლება მოითხოვოს, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანს აშშ-ის შუალედური არჩევნები არ აინტერესებს.„ჩვენ არ გვაინტერესებს აშშ-ის შუალედური არჩევნები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესები. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, ისევე როგორც მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევის წინაშე დასადგომად“, – აღნიშნა არაღჩიმ.გარდა ამისა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანის უზენაეს ლიდერზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, წინა უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი უკანონოდ მოკლეს, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ირანი საკუთარ ლიდერს იცავს.„არსებობს ბევრი მინიშნება, რომ მოჯტაბა ხამენეის ამერიკელების მხრიდან საფრთხე ემუქრება, თუმცა არსებობს სხვა მინიშნებებიც, რომ ის სრულად აკონტროლებს ვითარებას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სრული კონტროლი აქვს. ჩვენ მის კომენტარებს, მითითებებსა და მოსაზრებებს ვიღებთ და გადაწყვეტილებების მიღების საკითხზე ქვეყანაში ეროვნული კონსენსუსი არსებობს“, – აღნიშნა არაღჩიმ.

“რამდენიმე წუთის წინ შემატყობინეს” – რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს ეკა კუპატაძე?

მოკ­ლუ­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის ეკა კუ­პა­ტა­ძის თქმით, გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას ად­ვო­კატ­მა მისი ჩვე­ნე­ბა უდა­ვოდ ცნო.რო­გორც ეკა კუ­პა­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ხვა­ლინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, არც ერთ მის სი­ტყვას იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ ექ­ნე­ბა."რო­გორც რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ შე­მა­ტყო­ბი­ნეს, გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას ად­ვო­კატ­მა ჩემი ჩვე­ნე­ბა(ც) უდა­ვოდ ცნო!რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ხვა­ლინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, არც ერთ ჩემს სი­ტყვას იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ ექ­ნე­ბა!ეში­ნი­ათ ჩემი სი­ტყვის იუ­რი­დი­უ­ლი ძა­ლის!ამას ვე­ლო­დი კი­დეც!თუმ­ცა პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბი­სას მა­ინც მო­უ­წევთ ჩემი მოს­მე­ნა!" - წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.

ნიკა გვარამია – ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა და ვერ დაველოდებით, ვის ვინ შეუყვარდება, უნდა დაგვჭირდეს ერთმანეთი ისე, რომ ერთმანეთის გარეშე მომავალი თაობები...

არ შეიძლება, ჩვენი სახელმწიფოებრივი საჭიროებები დავამყაროთ სიყვარულსა და არსიყვარულს, ვინმეს მოვაწონებთ თავს თუ ვერ მოვაწონებთ, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.გვარამიას კითხვა დაუსვეს მის მიერ 20 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც გვარამიამ განაცხადა, რომ „აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“.„მე რაც ვთქვი მაშინ, იმას გავიმეორებ კვლავ და თუ ვინმემ ვერ გაიგო მმართველ გუნდში, ეჭვი მეპარება, მაგრამ შეეცადოს, რომ გაიგოს. ჩვენ არ შეიძლება, ჩვენი სახელმწიფოებრივი საჭიროებები დავამყაროთ სიყვარულსა და არსიყვარულს, ვინმეს მოვაწონებთ თავს თუ ვერ მოვაწონებთ, არა. ჩვენ გვაქვს ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ვერ დაველოდებით იმას, ვის ვინ შეუყვარდება, ვის ვინ შესძულდება და ა.შ. ჩვენ უნდა დაგვჭირდეს ერთმანეთი ისე, რომ ერთმანეთის გარეშე ჩვენი მომავალი თაობები ვერ ცხოვრობდნენ კარგ და დაცულ, მდიდარ სახელმწიფოში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.მისივე თქმით, ევროკავშირის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის სერიოზული შანსი არსებობს.„მერწმუნეთ, ჩვენ აფხაზების გარეშე ეს შეგვიძლია, აფზაზებს ჩვენ გარეშე ეს არ შეუძლიათ. ამიტომ, ძალიან სერიოზული შანსი არსებობს ევროკავშირის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის. კიდევ ვუბრუნდები თქვენ მიერ დასმულ საკითხს – ვის ვინ შეუყვარდება, ამაზე მე როგორ გელაპარაკოთ, შევუყვარდებით ვინმეს თუ არა. ხალხს შეუყვარდება აფხაზები თუ არა?! ეს არ არის ის, რაზეც შეიძლება, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსმა და სახელმწიფო ჩინოვნიკმა იმუშაოს და შედეგს მიაღწიოს. სიყვარული არ ხდება დაკვეთით და მუშაობით. თავისთავადაც აღმოცენდება ხოლმე, როცა ადამიანები მშვიდობიანად, ერთად თანაცხოვრობენ. აქამდე უნდა მივიდეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, ქვეყანა უნდა გაძლიერდეს და ამისთვის ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, უნდა ავიტანოთ და მოგვიწევს, რომ ავიტანოთ და იქნება ეს ქვეყანა ერთიანი, ოღონდ ბიძინას გარეშე, ისე არ გამოვა არაფერი“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ვიქტორ ყიფიანი – დღევანდელი დღე ტრაგიკულია, ვინაიდან, საუბარია ომში ჩვენს სამხედრო წარუმატებლობაზე, დღეს ისტორიის გადაწერა ხდება – უნდა გამოვხატოთ სურვილი, რომ აფხაზებთან და ოსებთან...

დღევანდელი დღე ყოველთვის ტრაგიკულია, ვინაიდან, საუბარია კონკრეტულ ომში ჩვენს სამხედრო წარუმატებლობაზე , - ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა "ჯერ საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, სოხუმის დაცემის დღისთვის მიძღვნილი მარშის დაწყებამდე.მისივე თქმით, დღეს “ისტორიის გადაწერა“ ხდება. ამ ფონზე, ყიფიანის თქმით, დღეს უნდა გამოვხატოთ არამარტო ისტორიული მეხსიერების პატივისცემა, არამედ სურვილი, რომ მზად ვართ აფხაზებთან და ოსებთან პრაქტიკულ შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობების წარმოებისთვის."დღევანდელი დღე ყოველთვის ტრაგიკულია, ვინაიდან, საუბარია კონკრეტულ ომში ჩვენს სამხედრო წარუმატებლობაზე. ამას მეტად გაფერადება და სიტყვების მოძებნა არ სჭირდება, მაგრამ ახლა კიდევ სხვა დატვირთვა შეიძინა ამ დღემ, რადგან ისტორიის გადაწერა ხდება. როცა ჩვენ აქ შევიკრიბებით ჩვენი მთავარი სათქმელი ყველაფერთან ერთად იქნება, რომ ისტორიას ვცეთ პატივი შედეგის მიუხედავად. იმ მებრძოლებს ვცეთ პატივი, რომლებმაც თავი არ დაზოგეს. რითაც გარკვეულწილად საქართველოს გეოპოლიტიკურ შედეგსაც, ჯერჯერობით პოტენციურს, რომელიც რეალიზებული არ არის, ჩაუყარეს საფუძველი. მე ხშირად ვამბობ, რომ ვიდრე თბილისში არ შეიცვლება პოლიტიკური კონფიგურაცია ქვეყნის გარეთ დალაგება შეუძლებლად მიმაჩნია მსხვილ თემებზე, მით უმეტეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, მხოლოდ შიდა ქართული თემა არ არის.ჩვენ დღეს უნდა გამოვხატოთ არამარტო ისტორიული მეხსიერების მიმართ პატივისცემა, არამედ სურვილი, რომ აფხაზებთან და ოსებთან ჩვენ პრაქტიკულ შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობების წარმოებისთვის მზად ვართ, რომლებიც არ იქნება მხოლოდ სენტიმენტებით გაჯერებული. სურვილი მაქვს, რომ ამას დღეს ხაზი გავუსვათ", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

დონალდ ტრამპი – ველოდები ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას, მათ სურთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ეს არ არის ის შეთანხმება, რომლის დადებაც მე მინდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ კვირაში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებას ელოდება.როგორც „აქსიოსი“ წერს, კატარი და რეგიონის სხვა შუამავლები აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების განახლებას ცდილობენ, თუმცა საკვანძო საკითხებზე მხარეთა პოზიციები კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავდება. ირანს სურს, ნებისმიერი მოლაპარაკება ჰორმუზის სრუტესა და აშშ-ის საზღვაო ბლოკადაზე იყოს ფოკუსირებული, მაშინ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ირანისგან ბირთვულ საკითხზე დათმობებზე წასვლას მოითხოვს.„ველოდები ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას (მომავალ კვირაში). მათ სურთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ეს არ არის ის შეთანხმება, რომლის დადებაც მე მინდა. ეს ის შეთანხმებაა, რომელსაც, შესაძლოა, ერთი წლის წინ დავთანხმებულიყავით. მათ საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.კითხვაზე, განიხილავს თუ არა ირანზე დარტყმების განახლებას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამაზე ყოველთვის ფიქრობს. ამასთან, ტრამპის განმარტებით, ამერიკელი სამხედროები ჰორმუზის სრუტიდან დიდი რაოდენობით ნავთობის გატანას უწყობენ ხელს. მისივე თქმით, შაბათ-კვირას სრუტის გავლით ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ყველაზე დიდი მოცულობა, 20 მილიონ ბარელზე მეტი გადაიტანეს.მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ტელეკომპანია NBC-ს განუცხადა, რომ ტრამპის მიერ ირანის შეთავაზების უარყოფის მიუხედავად, ირანი კვლავ კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის მიღწევას ცდილობს.როგორც მედია წერს, რეგიონის ორმა წყარომ დაადასტურა ტრამპის განცხადება, რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირაში გაგრძელდება. მათი თქმით, ისინი აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი დიალოგის მორიგ რაუნდს უკვე ორშაბათს ელოდებიან. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა მხარეები არსებული უთანხმოებების დაძლევას.ცნობისთვის, ირანმა აშშ-ს შესთავაზა ჰორმუზის სრუტის გახსნა და ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების ერთი კვირის შემდეგ განახლება, იმ შემთხვევაში, თუ აშშ მოხსნის საზღვაო ბლოკადას, გააუქმებს ნავთობის გაყიდვებზე დაწესებულ სანქციებს და მთელ რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აღადგენს. როგორც ერთ-ერთმა წყარომ „აქსიოსს“ განუცხადა, სამშაბათს გამართული მოლაპარაკებების დროს ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ირანულ მხარეს განუმარტეს, რომ ირანი სრუტეს არ აკონტროლებს და, შესაბამისად, მასთან დაკავშირებით მოთხოვნების დაყენება არ შეუძლია.ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უარყო ირანის უახლესი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს ნიუ იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებებისას გადასცა.

ბოლო სიახლეები