ორშაბათი, დეკემბერი 8, 2025

გიორგი ვაშაძე – ტრამპის პრეზიდენტობა ნიშნავს ძლიერ ამერიკას და ძლიერ ევროპას, ტყუილად ელოდებიან „ქოცები“, არანაირი „ახალი გადანაწილება“ პუტინის სასარგებლოდ არ მოხდება

კობახიძის გუშინდელი განცხადებები აჩვენებს, რომ მოძალადე რეჟიმი პანიკაშია, ისინი თავის გადარჩენას ცდილობენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„მათი შეცვლილი რიტორიკა ტრამპზე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქოცები“ ცდილობენ, ახალ რეალობას მოერგონ და ცრუ პროპაგანდის გაძლიერებით შეინარჩუნონ გავლენა, მაგრამ მათი იზოლაცია და წნეხი მხოლოდ იზრდება. მოძალადე რეჟიმთან დასავლეთში ურთიერთობას აღარავინ იჭერს. მათთან ურთიერთობას თავს არიდებენ ელჩები, საერთაშორისო პარტნიორები და ფინანსური ინსტიტუტები.

სანქციები უკვე მოქმედებს. სავიზო შეზღუდვები რეალურია, „მეგობარი აქტიც“ აუცილებლად დამტკიცდება, რაც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისთვის მძიმე ფინანსურ დარტყმას ნიშნავს. მათი შიში განსაკუთრებით ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით გაიზარდა – ლონდონის ფინანსური სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია და ეს კარგად იციან.

ტრამპის პრეზიდენტობა ნიშნავს ძლიერ ამერიკას და ძლიერ ევროპას და არა ძლიერ რუსეთს და ძლიერ ჩინეთს. ტყუილად ელოდებიან „ქოცები“, არანაირი „ახალი გადანაწილება“ პუტინის სასარგებლოდ არ მოხდება. ამერიკა და ევროპა მხოლოდ გაძლიერდებიან, საქართველო კი გამარჯვებული გამოვა.

ქვეყნის შიგნით იზოლაცია იზრდება. რუსთაველი იკეტება, რეპრესიები „ქოცს“ ვეღარ შველის, ხალხი არ იღლება, პროტესტი არ ნელდება. რეჟიმის დრო იწურება – დასავლეთმა მათზე საბოლოო უარი თქვა, ქვეყნის შიგნით კი ვეღარაფერს აკონტროლებენ – ვეღარც ძალადობით, ვეღარც პროპაგანდით.

ვერც ძალადობა, ვერც პროპაგანდა ვერ შეაჩერებს ხალხის გამარჯვებას – საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული! დრო „ქოცების“ წინააღმდეგ მუშაობს!“ – აღნიშნულია გიორგი ვაშაძის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ტერორიზმის მიმართ არ არსებობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ტერორიზმის წამხალისებელი ან მის მიმართ ბუნდოვანი პოზიციის მქონე პარტიები თავად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის

უკვე ათი დღეა, რაც „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტული აქტის ჩადენის ფაქტზეა დაკავებული. მან თავად აღიარა დანაშაული და დაადასტურა მისი პოლიტიკური მოტივი. ასეთ ვითარებაში ტერორისტისგან გამიჯვნა არც მოწოდებას უნდა საჭიროებდეს და არც დამატებით ახსნას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილის თქმით, ტერორიზმი, როგორც საერთაშორისო განზომილების მქონე უმძიმესი დანაშაული არ ექვემდებარება პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს, პარტიულ სოლიდარობას ან იდეოლოგიურ გამართლებას.„ამ ფონზე, პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირის „თანამებრძოლად“ გამოცხადება, რომელიც ტერორისტულ დანაშაულშია მხილებული, ქმნის მძიმე სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემას. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ მორალური არჩევანი – ეს წარმოადგენს ტერორიზმის მიმართ არასათანადო დისტანცირებას, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველებს.განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „ლელო“ არის „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) წევრი. ევროპულ პოლიტიკური სივრცეში კი ტერორიზმის გამართლება, ირიბი მხარდაჭერა ან მისგან არასაკმარისი დისტანცირება შეუთავსებელია დემოკრატიული პარტიის სტატუსთან.ამ კონტექსტში, პასუხისმგებლობა აღარ ეკისრება მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას. პასუხისმგებლობა ავტომატურად ვრცელდება იმ საერთაშორისო პოლიტიკურ გაერთიანებაზეც, რომლის წევრიც ეს პარტიაა. შესაბამისად, ALDE-ს პოზიცია ამ საკითხზე არა პარტიული სიმპათიის, არამედ ევროპული სამართლებრივი და პოლიტიკური სტანდარტების ტესტია. ამასთან, მაშინ, როდესაც საუბარია იმ პოლიტიკურ ოჯახზე, რომლის ლიდერებს შორის არიან ევროკომისრები კაია კალასი და მარტა კოსი, ეს საკითხი სცდება შიდა ქართულ კონტექსტს და გადადის ევროპული პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონეზე.ევროკავშირის დირექტივა EU 2017/541 ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კრძალავს ტერორიზმის გამართლებას, ტერორიზმის იდეოლოგიურ მხარდაჭერას და ტერორისტული ქმედებისადმი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მინიჭებას. ამავე დირექტივის მიხედვით, ტერორიზმის წახალისება ან მისი ჩამდენი პირის მიმართ პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვა ქმნის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს.დასკვნა მარტივია: ტერორიზმის მიმართ არ არსებობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ტერორიზმის წამხალისებელი ან მის მიმართ ბუნდოვანი პოზიციის მქონე პარტიები კი თავად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

„ჩემს ცოლს ეუბნებოდნენ, სულელი ხარ, ამას რომ ხვდებიო” – ლეგენდარული დენი დევიტო,რომელმაც კარიერა სტილისტად მუშაობით დაიწყო

ეს დენი დევიტოს დღეს მთელი მსოფლიო იცნობს.  ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავია, რომელმაც საკუთარი სისუსტე სიძლიერად აქცია და უამრავ ადამიანს დაკარგული რწმენა დაუბრუნა.დენიელ მაიკლ დევიტოს გზა ნიუ ჯერსიდან იწყება.  დევიტო მენჯ-ბარძაყის დისპლაზიით დაიბადა. ეს პათოლოგიაა, რომლის დროსაც სახსრისა და მისი  შემადგენელი ელემენტების განვითარება სათანადოდ ვერ ხდება. მისი სიმაღლე 1 მეტრი და 52 სანტიმეტრია.  განსხვავებული გარეგნობის გამო ხშირად ეუბნებოდნენ, რომ მისნაირები წარმატებას ვერასდროს აღწევდნენ.  იტალიურ-ალბანური წარმომავლობის ოჯახში გაზრდილი პატარა ბიჭუნა მაშინ  ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მალე ცნობილი მსახიობი გახდებოდა - მის სახელს კი მსოფლიო ბევრჯერ გაიგონებდა.სკოლის დამთავრების შემდეგ,  ის დის სალონში, სტილისტად მუშაობდა. როგორც მსახიობმა მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, ეს საქმე ძალიან ართობდა - დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს უსმენდა, მათ ისტორიებს განიცდიდა და არც თანაგრძნობის გამოხატვა ავიწყდებოდა. დევიტოს თქმით, ეს გამოცდილება მოგვიანებით პროფესიულ საქმიანობაში ძალიან გამოადგა.  სტილისტად მუშაობის პარალელურად, დევიტომ გადაწყვიტა მაკიაჟის ტექნიკას დაუფლებოდა, რათა უფრო მეტი შემოსავალი ჰქონოდა. ჟურნალ-გაზეთებში საჭირო ინფორმაციის ძებნის დროს კი ერთ-ერთ განცხადებას გადააწყდა - დრამატული ხელოვნების აკადემია სტუდენტებს იწვევდა.მონდომებული ახალგაზრდა აკადემიაში მალევე მიიღეს - ასე აღმოჩნდა თეატრის სცენაზე. შემდეგ ეკრანზეც  გადაინაცვლა - თავიდან პატარა როლებით დაიწყო.  მოგვიანებით კი, ერთ-ერთ სანაპიროზე სეირნობისას, მაიკლ დუგლასი გაიცნო. მაშინ დუგლასი ფილმის, სახელწოდებით „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ პროდიუსერი იყო. აღმოჩნდა, რომ მაიკლს ის ამავე ნაწარმოების სასცენო დადგმაში უკვე ნანახი ჰყავდა.მის მიერ განსახიერებული მარტინის პერსონაჟი კი ძალიან მოსწონდა. ამიტომ, დუგლასმა დენის შესთავაზა, მარტინის როლი ფილმშიც ეთამაშა...  შემოთავაზებას მაშინვე დასთანხმდა, სწორედ ამ დროს გაიცნო ჯეკ ნიკოლსონიც, რომელიც დღემდე მისი საუკეთესო მეგობარია..  კინოსურათს უდიდესი წარმატება ხვდა წილად - დევიტო კი ჰოლივუდის წამყვანმა პროდიუსერებმა შეამჩნიეს.შემდეგ იყო ფილმები - „ქვის რომანი“. „ტყუპები“, სადაც მან არნოლდ შვარცნეგერთან ერთად ითამაშა და იყო კინოსურათი, სახელწოდებით  „ტაქსი“, რომელმაც დევიტოს ოქროს გლობუსი და სატელევიზიო ჯილდო „ემი მოუტანა“.1991 წელს დევიტომ კომპანია „ჯერსი ფილმსი“ დააარსა, რომელმაც ისეთი საკულტო ფილმები გადაიღო, როგორებიც  „Reality Bites“ და „Pulp Fiction“ არიან.კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის 2011 წელს დენი დევიტოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.დევიტოს ცხოვრების თანამგზავრი მსახიობი, რეა პერლმანია, რომელსაც პირველად ჯერ კიდევ 1971 წელს შეხვდა. წყვილს სამი შვილი ჰყავს:„ჩემს ცოლს ხშირად ეუბნებოდნენ, სულელი ხარ, ამას რომ ხვდებიო?  ბევრჯერ ეცადნენ, თუმცა, ჩვენი ურთიერთობა ვერცერთხელ ვერ გატეხეს“დღეს დენი დევიტო 81 წლისაა. ტკბება ცხოვრებით, ოჯახითა და  საყვარელი საქმით..  განსხვავებულობა, რომლის გამოც  ბავშვობაში თავს ხშირად დაბლა ხრიდა,  ახლა მისი სავიზიტო ბარათი და წარმატების მთავარი გასაღებია.. ის არის კაცი, რომელმაც თავისი ცხოვრებით სამყაროს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა - რომ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, ჯერ საკუთარი თავის თავად უნდა დაიჯეროთ... 

იმერეთში, 14 წლის გოგო დედა გახდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

იმერეთში 14 წლის გოგო დედა გახდა. ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს. სააგენტოს განმარტებით, ფაქტი რამდენიმე შესაბამის უწყებაში დაუდასტურეს.ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია, აღნიშნული ინფორმაცია განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს.მომხდარზე დაწყებულია გამოძიებაც.სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ჩართულია არასრულწლოვანის საქმეში შეტყობინებისთანავე.

ევროკავშირის შვიდი ქვეყანა ბრიუსელს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე იმოქმედოს გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით

ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყანა ბრიუსელს მოუწოდებს, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს, რათა უკრაინის ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა შეძლონ, – ამის შესახებ აღნიშნულია ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერების მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ ერთობლივ წერილში.როგორც წერილშია აღნიშნული, „უკრაინის მხარდაჭერა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში არ არის მხოლოდ მორალური ვალდებულება, ის ასევე არის ჩვენი საკუთარი ინტერესიც“.„ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად კომისიის წინადადებასთან დაკავშირებით, რათა რუსული გაყინული აქტივებიდან გამოვიყენოთ თანხა უკრაინის რეპარაციული სესხისთვის“, – ნათქვამია ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერების ერთობლივ წერილში.

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტში სხვა ქვეყნებში რუსეთის გავლენასთან ბრძოლის განყოფილება შეიქმნება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სხვა ქვეყნებში რუსეთის გავლენასთან ბრძოლის განყოფილება შეიქმნება. როგორც აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, ახალი განყოფილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს სტრუქტურას დაემატება და მისი მიზანი რუსეთის გავლენასთან ბრძოლა იქნება.აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ მიხედვით, კონგრესი დაავალდებულებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, შექმნას განყოფილება, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის გავლენას სხვა სუვერენულ ქვეყნებზე და რუსეთის სხვა „მავნებლურ ქმედებებს „იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან აშშ-ის მოკავშირეები ან პარტნიორები“.საუბარია ქმედებებზე, რომლებიც „ეხება, ემუქრება ან ძირს უთხრის აშშ-ის ინტერესებს“.პროექტის მიხედვით, ამ განყოფილების ხელმძღვანელობა თვეში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. კანონპროექტში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ომის მდივანი და ეროვნული დაზვერვის დირექტორი რეგულარულად გააგზავნიან კონგრესში ანგარიშს „რუსეთის და ჩინეთის მავნებლური ოპერაციებისა და კამპანიების შესახებ, რომლებსაც ისინი აწარმოებენ ბალკანეთის ქვეყნებში“.ცნობისთვის, აღნიშნული ინიციატივა შევიდა აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“, რომელიც რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა უკვე შეათანხმეს და ის უახლოეს ხანში იქნება მიღებული.

ბოლო სიახლეები