ორშაბათი, ივნისი 29, 2026

გიორგი ვაშაძე – ტრამპის პრეზიდენტობა ნიშნავს ძლიერ ამერიკას და ძლიერ ევროპას, ტყუილად ელოდებიან „ქოცები“, არანაირი „ახალი გადანაწილება“ პუტინის სასარგებლოდ არ მოხდება

კობახიძის გუშინდელი განცხადებები აჩვენებს, რომ მოძალადე რეჟიმი პანიკაშია, ისინი თავის გადარჩენას ცდილობენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„მათი შეცვლილი რიტორიკა ტრამპზე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქოცები“ ცდილობენ, ახალ რეალობას მოერგონ და ცრუ პროპაგანდის გაძლიერებით შეინარჩუნონ გავლენა, მაგრამ მათი იზოლაცია და წნეხი მხოლოდ იზრდება. მოძალადე რეჟიმთან დასავლეთში ურთიერთობას აღარავინ იჭერს. მათთან ურთიერთობას თავს არიდებენ ელჩები, საერთაშორისო პარტნიორები და ფინანსური ინსტიტუტები.

სანქციები უკვე მოქმედებს. სავიზო შეზღუდვები რეალურია, „მეგობარი აქტიც“ აუცილებლად დამტკიცდება, რაც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისთვის მძიმე ფინანსურ დარტყმას ნიშნავს. მათი შიში განსაკუთრებით ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით გაიზარდა – ლონდონის ფინანსური სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია და ეს კარგად იციან.

ტრამპის პრეზიდენტობა ნიშნავს ძლიერ ამერიკას და ძლიერ ევროპას და არა ძლიერ რუსეთს და ძლიერ ჩინეთს. ტყუილად ელოდებიან „ქოცები“, არანაირი „ახალი გადანაწილება“ პუტინის სასარგებლოდ არ მოხდება. ამერიკა და ევროპა მხოლოდ გაძლიერდებიან, საქართველო კი გამარჯვებული გამოვა.

ქვეყნის შიგნით იზოლაცია იზრდება. რუსთაველი იკეტება, რეპრესიები „ქოცს“ ვეღარ შველის, ხალხი არ იღლება, პროტესტი არ ნელდება. რეჟიმის დრო იწურება – დასავლეთმა მათზე საბოლოო უარი თქვა, ქვეყნის შიგნით კი ვეღარაფერს აკონტროლებენ – ვეღარც ძალადობით, ვეღარც პროპაგანდით.

ვერც ძალადობა, ვერც პროპაგანდა ვერ შეაჩერებს ხალხის გამარჯვებას – საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული! დრო „ქოცების“ წინააღმდეგ მუშაობს!“ – აღნიშნულია გიორგი ვაშაძის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კეროლაინ ლევიტი – დოჰაში დაგეგმილ აშშ-ირანის შეხვედრაში მონაწილეობას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიიღებენ

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დოჰაში დაგეგმილ მოლაპარაკებებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მისი მრჩეველი, ჯარედ კუშნერი დაესწრებიან. შეხვედრა 30 ივნისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება.„დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიმდინარე კვირაში დოჰაში გაემგზავრებიან მაღალი დონის შეხვედრებზე დასასწრებად, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთგაგების მემორანდუმის განხილვას. ამ მაღალი დონის მოლაპარაკებების პარალელურად, ტექნიკური მოლაპარაკებებიც გაგრძელდება“, – განაცხადა ლევიტმა.მისივე თქმით, ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს.„რაც ჩვენ გვეხება, ჩვენ ვასრულებთ ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. ძალადობას ძალადობით უპასუხებენ. იყო თავდასხმები კომერციულ გემებზე, რასაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, უპასუხა და ეს გაგრძელდება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამის საჭიროება აღარ იქნება. პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, სურს, რომ სამშვიდობო პროცესი გაგრძელდეს. ირანელებისთვის საუკეთესო იქნება, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რადგან პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომ არ ეშინია ჩვენი სამხედრო ძალის გამოყენების“, – განაცხადა ლევიტმა.

ნიკოლ ფაშინიანი – ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე რეაგირების აუცილებლობას ვერ ვხედავთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით რეაგირების აუცილებლობას ვერ ხედავს.„ჩვენ ვერ ვხედავთ რეაგირების აუცილებლობას, რადგან მიგვაჩნია, რომ სომეხთა გენოციდის თემის იარაღად გამოყენებაში მონაწილეობის არმიღება სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა ფაშინიანმა.ცნობისთვის, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის განცხადებით, ისრაელის მთავრობამ ერთხმად დაუჭირა მხარი სომეხთა გენოციდის ოფიციალურ აღიარებას. კანონპროექტი ქნესეთის პლენარული სხდომის დღის წესრიგში იქნება შეტანილი, სადაც მას კენჭს უყრიან.

ცოტნე ივანიშვილი – საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, ამას უნდა ვაკეთებდეთ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა მათი დათმობის ხარჯზე

საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რასაც შეგვიძლია, ევროპის დეფინიციაც მივაბათ, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველო იმ ევროკავშირისკენ უნდა მიდიოდეს, რომელზეც ევროპა აშენდა.„საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რასაც შეგვიძლია, ევროპის დეფინიციაც მივაბათ, ქრისტიანული მორალი, ადამიანის უფლებები და ა.შ. ამას უნდა ვაკეთებდეთ ქართული ადათ-წესების, ტრადიციების და რასაც ღირსებას ვუწოდებთ, იმის შენარჩუნებით და არა მის ხარჯზე. ჩემი პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს ევროპისკენ სვლა ჩვენი ღირებულებების ხარჯზე, არამედ იმ ღირებულებებით, რომელზეც ევროკავშირი დგას და აშენდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ცოტნე ივანიშვილი – არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის

საკმაოდ გადაჭრით ვიტყვი, არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის,  – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ხატავს ძალიან ბევრს, აკადემიური მიმართულებით კი, იკვლევს ფილოსოფიასა და ხელოვნების ისტორიას.„ეს არის ორი სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებს. გარდა ამისა, ვესწრები ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრებს, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს. ნებისმიერი საქმე მოითხოვს დაუღალავ შრომას. ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო ამ ორ მიმართულებაში. საქართველოს მოქალაქე ვარ. ჩემი აზრის დაფიქსირება, დიალოგში შესვლა ნებისმიერ თემაზე არ მიმაჩნია არაკომფორტულად ან ურთიერთგამომრიცხავად სხვა პროფესიაში საქმიანობასთან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ცოტნე ივანიშვილი – დიდი ნაკლებობა იყო კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებული აზრების გაცვლის, მიხარია, რომ ნელ-ნელა ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი არის

ყოველთვის ვიყავი მეტი დიალოგის მომხრე და აქედან გამომდინარე, ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ფორმატს, დღეს იყო დასკვნითი ღონისძიება, ვესაუბრე ბორდის წარმომადგენლებს და აპირებენ, რომ დიალოგი განაგრძონ ახალგაზრდებთან, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა დღეს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიების შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებთან დიალოგი გაგრძელდეს.„მე პირადად ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ნაკლებობა იყო დიალოგის, ამ მიმართულებით მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც არის. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში მოხერხდება ფორმატის გააუმჯობესონ. სხვა მხრივაც თუ წამოვა ინიციატივები, რომ მეტი დიალოგი დაინერგოს, კარგი იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბოლო სიახლეები