![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/03/giorgi-vashadze_w_h.jpeg)
გიორგი ვაშაძე: რუსული კანონს მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ეს ამოცანას არ ცვლის, ხელისუფლება შესაცვლელია
რუსული კანონს მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ეს ამოცანას არ ცვლის, ხელისუფლება შესაცვლელია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„პირადად მე არათუ მხარს ვუჭერ საერთო ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებას, არამედ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამის რეალიზება როგორმე მოხდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რუსული კანონი გავა პარლამენტიდან, მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ეს ამოცანას არ ცვლის. ხელისუფლება შესაცვლელია და ხელისუფლება ყველამ ერთად, ერთიანი ძალით, დიდმა თუ პატარამ, პარტიულმა თუ უპარტიომ, საზოგადო მოღვაწემ, კულტურისა თუ სპორტის სფეროს წარმომადგენელმა ერთად უნდა შევცვალოთ. ამიტომ ყველამ ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელები და წინ დიდი გამარჯვებისკენ ვიაროთ, ეს არის საზოგადოების დაკვეთა დღეს“, – განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მისივე თქმით, ერთიანობა, პირველ რიგში, არჩევნებზე საერთო ოპოზიციურ სიას ნიშნავს
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პრემიერი: არ შეიძლება ერთი მხრივ, თუნდაც ფორმალურად გერქვას მიუკერძოებელი დამკვირვებელი და მეორე მხრივ, პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში
არ შეიძლება ერთი მხრივ, თუნდაც ფორმალურად გერქვას მიუკერძოებელი დამკვირვებელი და მეორე მხრივ, პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში, - ამის...
გიორგი ვაშაძე: ემიგრანტებო, მერწმუნეთ, რომ 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი დღე როცა თქვენ შეგიძლიათ შეატრიალოთ ეს ბედუკუღმართობა
"ემიგრანტებო, ჩემო ძვირფასებო, თქვენ უმძიმესი პირობებიდან მოგიწიათ ქვეყნიდან წასვლა. იმიტომ, რომ აქ არ არის სამუშაო ადგილები, ფასები მაღალია და რთულია...
სახელმწიფოს პოზიციაა, ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული სტაბილურობა, არავის მიეცეს უფლება და საშუალება იმისა, რომ საქართველოში გაიმეოროს ის, რაც მოხდა ფიცოს და ტრამპის შემთხვევაში – დიმიტრი ხუნდაძე
პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეს ეხმაურება. დეპუტატის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვალდებულებაა ქვეყანაში აღკვეთოს...
ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. სახელმწიფოებისა...
დღეს, როდესაც არჩევნებია და მათ ასე თუ ისე მოუწევთ ამომრჩეველთან გასვლა, მხოლოდ „რუსული კანონია“-თი ამომრჩეველს ვერ დააპურებენ – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე
დღეს, როდესაც არჩევნებია და მათ ასე თუ ისე მოუწევთ ამომრჩეველთან გასვლა, მხოლოდ „რუსული კანონია“-თი ამომრჩეველს ვერ დააპურებენ, - განაცხადა ოპოზიციის...
პრემიერმინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილი ლევილში ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა...