სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

გიორგი ვაშაძე: ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია სააკაშვილის სწრაფი გათავისუფლება

ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის პირდაპირი პარალელია – ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სწრაფი და დროული გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნავალნის მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაანახა მთელ ცივილიზებულ სამყაროს, პუტინის რეჟიმმა როგორ დაასამარა დემოკრატია და როგორ გათელა ფეხქვეშ ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოხატულება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში და მთელ მსოფლიოში დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს გაცილებით დიდი მხარდაჭერა და დაფასება ექნებათ მთელ ცივილიზებულ სამყაროში.

კითხვის ნიშანსაც არავინ დასვამს, რომ პირდაპირი პარალელია ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის. ამას არ ვამბობ მე, ამ საკითხზე აჭრელებულია მთელი საერთაშორისო მედია. ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სწრაფი და დროული გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან.

და ბოლოს: ივანიშვილის პარტიას განზრახული აქვს, რომ საქართველოში დემოკრატია დაასამაროს ბოლომდე, სწორედ ამიტომ არ უნდა ევროკავშირი. ჩვენი თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველების, პატრიოტების ამოცანაა, ხელისუფლებიდან გავუშვათ ანტიდემოკრატიული ძალა, ივანიშვილის პარტია; ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება და დემოკრატიული განვითარებით, დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი, რომ საქართველოში პოლიტიკური ოპონენტები არასდროს იმ სტილში არ ისჯებოდნენ, როგორც ამას რუსეთის ფედერაციაში აკეთებენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ადარებს და ამბობს, რომ ამაზე საუბრობს მთელი საერთაშორისო საზოგადოება.

„რატომ იყო დაპატიმრებული ნავალნი? – იმიტომ, რომ ის იბრძოდა დემოკრატიული, თავისუფალი რუსეთისთვის. რატომაა საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი? – იმიტომ, რომ ივანიშვილის პარტიას ასე უნდა. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ, თუ მიშა საპატიმრო დაწესებულებაში არ ეყოლებათ. ამას მე კი არა, საერთაშორისო საზოგადოება ამბობს. ბევრი საუბარია ამაზე და კიდევ უფრო მეტი იქნება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა. ბიძგები რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტამბოლშიც, იგრძნობოდა. ამ დროისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.

გაფრთხილება მათ, ვინც სამგზავრო ბარათით სარგებლობს – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და ამით თაღლითური სქემის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.„ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი სუხიტაშვილი-იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა… ეს “მხარეები” აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება…

,,საუბედუროდ ამ ქვეყანაში, სიკვდილით სასჯის მომხრე ბევრია (მათთვის სასურველია წამებით მოხდეს ეს), უბრალოდ ბერ ბედავენ ამის თქმას რადგან არ იციან "ვისიანი"აღასრულებს ამას...იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა...ეს "მხარეები" აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება...''-წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს

უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„რამდენიმე სწრაფი პუნქტი – როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტის გეგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო კვირაში ან 10 დღეში“, – განუცხადა ზელენსკიმ Axios-ს.Axios-სი ასევე წერს, რომ ზელენსკის ამ განცხადევის მიზეზია, ტრამპის მოწოდება, რომ ომი არსებულ საბრძოლო ხაზებზე შეჩერდეს.უკრაინის ლიდერმა ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ რუსეთზე ნაწილობრივი ზეწოლის ფარგლებში შეერთებული შტატების ადმინისტრაციას სთხოვს არა მხოლოდ „ტომაჰავკების“ რაკეტებს, არამედ „მსგავს საშუალებებს”, რომლებიც არ საჭიროებენ ხანგრძლივ სწავლებას გამოყენებისთვის.

კახა კალაძე : ,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო”

,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო პირადად ჩემთვის და “ქართული ოცნების” დიდ ოჯახისთვის. ლაშა ბასლანძის სახით ქვეყანამ დაკარგა პატრიოტი კაცი, საზოგადოებამ კი სიმართლისთვის მებრძოლი, უკომპრომისო მოქალაქე. სამძიმარს ვუცხადებ ლაშას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს!''-წერს კახა კალაძე.

ბოლო სიახლეები