პარასკევი, იანვარი 23, 2026

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

პოლიტიკური გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან შემაფრთებით, ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„მინდა, მივესალმო საქართველოს. მჯერა, აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან გვინდა, ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში. ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს, გვინდა თავისუფლება, სამართლიან გარემოში ცხოვრება, გვინდა, დავადგეთ განვითარების გზას, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ადამიანებს არ იჭერდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ მომწონხარ, გვინდა, წინ წავიდეთ, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით, ვიყოთ წარმოდგენილი დავოსში, სადაც განვითარებული ქვეყნების ჯგუფია. არ გვინდა, ამ პროცესების მიღმა ვიყოთ. როცა მიზანი ამხელა და ერთიანია, ჩვენ გვჭირდება მეტი ორგანიზებულობა, სისტემურობა, შეკავშირება, ამიტომაც გვინდა ერთიანობა.

ზურა ჯაფარიძის და ჩემი ხედვები დიდი ხანია, ემთხვევა. კარგია, რომ გზა გაკაფა, ვიდრე გამოვედი. ვიცი, ბევრ ადამიანს შეხვდა, მეც ვაპირებ, პირველ რიგში, ზურას დაველაპარაკო, სხვებსაც. პარტიების გაერთიანება ეს ერთია, შემდეგია საზოგადოების ჯგუფები. უამრავი ახალი, საინტერესო, კვალიფიციური პროფესიონალია, რომელიც ჩანს. ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, რომ, მათ  შორის, ამ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, უფრო წინ წავიდნენ, მეტი გააკეთონ, სიახლე შემოიტანონ ამ პროცესში. პარტიული ნიშნით ვერავის განვასხვავებ. ყველას უნდა დაველაპარაკოთ და ერთიანი ძალებით გავიმარჯვოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.

გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაშაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ამასთან, პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძეს ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად წარუდგინა ბრალდება. ვაშაძესთან ერთად სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს – „როდის მივხვდებით, რომ მტერი შიგნით არის? ჩინეთი და რუსეთი შესაშინებლად გამოიყენება, რეალური საფრთხეა გაერო და ნატო“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა პოსტი, რომელშიც კრიტიკული პოზიციაა გამოხატული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ნატო-სა და გაერო-ს მიმართ.„როდის მივხვდებით, რომ მტერი შიგნით არის? ჩინეთი და რუსეთი შესაშინებლად გამოიყენება, როდესაც რეალური საფრთხე გაერო, ნატო და ეს „რელიგიაა“. „რელიგიას“ ბრჭყალებში ვწერ, რადგან ეს რელიგია არ არის, ეს კულტია“, – აღნიშნულია პოსტში, რომელსაც დონალდ ტრამპი აზიარებს.

The Wall Street Journal: ილონ მასკი ამერიკულ პოლიტიკაში ბრუნდება

მილიარდერი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ამერიკულ პოლიტიკაში ბრუნდება და მზადაა 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე „რესპუბლიკელების“ კამპანია დააფინანსოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან სენატორობის კანდიდატს უკვე გამოუყო 10 მილიონი დოლარი, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მისი დაძაბული ურთიერთობები გამოსწორდა.The Wall Street Journal-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ კვირებში მასკის პოლიტიკურმა გუნდმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა პოტენციურ ქვეკონტრაქტორებთან, რომლებიც ციფრული პროექტების განვითარებისა და შეტყობინებების გაგზავნის პროგრამებზე იმუშავებენ.როგორც გამოცემა იუწყება, 2024 წელს მასკმა თითქმის 300 მილიონი დოლარი დახარჯა ტრამპისა და „რესპუბლიკელების“ მხარდასაჭერად, რის გამოც ის აშშ-ის უმსხვილეს პოლიტიკურ დონორად იქცა. ახლანდელი დაახლოება, როგორც გამოცემა წერს, განიხილება, როგორც პრაგმატული ალიანსი, რომელიც მასკს შესაძლებლობას მისცემს შეინარჩუნოს გავლენის არხი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, ხოლო თეთრ სახლს - ჰქონდეს წვდომა მის რესურსებსა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე.აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვრიდან მაისამდე მასკი აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ტრამპისა და მასკის ურთიერთობები გაფუჭდა.

საფრანგეთის მთავრობამ უნდობლობის ორი ვოტუმი დაძლია

საფრანგეთის მთავრობამ უნდობლობის ორი ვოტუმი დაძლია. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების მიზეზი მთავრობის მიერ 2026 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარლამენტის თანხმობის გარეშე გატარება იყო.პირველ ვოტუმს 269 დეპუტატმა დაუჭირა მხარი , თუმცა საჭირო 288 ხმა იყო. მეორე ვოტუმს, რომელიც ულტრამემარჯვენეებმა წარადგინეს, კიდევ უფრო ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა.როგორც მედია წერს, რამდენიმე თვის განმავლობაში ბიუჯეტთან დაკავშირებულმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. პარლამენტში არცერთ პარტიას არ აქვს უმრავლესობა, ამიტომ ქვეყანა ჯერ კიდევ გასული წლის ბიუჯეტით მუშაობს.მედიის ცნობით, საფრანგეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ თებერვლის პირველ ნახევარში ბიუჯეტი საბოლოოდ იქნება დამტკიცებული.

კახა კალაძე – მისასალმებელია პოლემიკა, დებატები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა

შეიძლება, ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ და ზუსტად დებატების გზით საზოგადოება გაიგებს რომელი მიმართულებაა სწორი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური დისკუსიები რომ არ უნდა გამართულიყო, ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა.„ყოველთვის მისასალმებელია პოლემიკა, დებატები. ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა. ჩვენთან დამკვიდრებულია ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ეს გარკვეული პოლიტიკური პარტიების ყოველდღიური პრაქტიკაა. აქამდეც არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია. გავიხსენოთ წინასაარჩევნო კამპანია მუნიციპალიტეტის დონეზე. არავის, ერთი-ორის გამოკლებით, არ უსაუბრია დედაქალაქის გამოწვევებზე, მხოლოდ უაზრო თემები იყო გამოგონილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ტელეკომპანია „პირველის“ კითხვაზე, რატომ არ მონაწილეობს მათ სატელევიზიო დებატებში, განაცხადა, რომ აქამდე აღნიშნული ტელევიზია მხოლოდ სიცრუის გავრცელებით შემოიფარგლებოდა.„ტელეკომპანია „პირველი“ დაკავშირებულია სიცრუესთან, სიყალბესთან. როდესაც დებატებზე ვსაუბრობთ, საუბარია ჯანსაღ საზოგადოებაზე. თქვენი ტელევიზია შემოიფარგლებოდა სიცრუით. ეს ჩემს პირად მაგალითზეც შემიძლია ვთქვა. თქვენ სასამართლოც გაქვთ წაგებული სიცრუის გამო. მოგიწევთ, დაფიქრდეთ თქვენს ყოველდღურობაზე, რა გადაცემებსაც აკეთებთ. მოგიწევთ ამ ყველაფრის გამოსწორება, თუ გინდათ, საზოგადოებას უთხრათ სიმართლე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.კახი კალაძის კომენტარს თბილისის მერია ავრცელებს. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის – ვინ რა შემთხვევაში დაჯარიმდება

2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად, მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან.კერძოდ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ის ნორმა ამოქმედდა, რომლის მიხედვით, ღამის საათებში, კერძოდ, 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს.აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობას შსს-ს უფლებამოსილი პირი დაკალიბრებული/ სერტიფიცირებული პორტატული აპარატით შეამოწმებს.

ბოლო სიახლეები