კვირა, მარტი 23, 2025

გიორგი გიორგანაშვილი: ვეცდები ეს ავადმყოფური სისტემა დავასრულო

ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული და ახალ ბრალდებაწაყენებული გიორგი გიორგანაშვილი აცხადებს, რომ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე თქვა.

“არანაირ კომპრომისზე არ ვაპირებ წასვლს, გულით მრცხვენია იმ პარლამენტარების და სისტემის, ვინც საზოგადოებრივი აზრის დისკრედიტაციას და ასევე პრეზიდენტის დისკრედიტაციას ცდილობს. ვეცდები დავასრულო ეს ავადმყოფური სისტემა”, – განაცხადა მსახიობმა გიორგი გიორგანაშვილმა.

წინასასამართლო სხდომა 21 მაისისთვის ჩაინიშნა.

გიორგანაშვილის სსკ-ის 262-ე და 260-ე მუხლების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მსახიობი 23 იანვარს, სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს.

გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.

30 მარტს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, ირაკლი ქორიძე, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ტრამპი მიგრანტებისთვის დროებითი იურიდიული სტატუსის გაუქმებას გეგმავს – ვის შეეხება პრეზიდენტის განკარგულება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 530 000-ზე მეტი მიგრანტისთვის დროებითი იურიდიული სტატუსის გაუქმებას გეგმავს. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.მედიის ცნობით, საუბარია აშშ-ში სპეციალური პროგრამის ფარგლებში შესულ მიგრანტებზე, პროგრამა კი ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს, 2023 წელს შემოიღეს.ინფორმაციის თანახმად, ტრამპის ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული მიგრანტების აშშ-ში დროებითი ყოფნის პროგრამების მოქმედების ვადა 24 აპრილს დასრულდება."ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს გააუქმოს დროებითი იურიდიული სტატუსი 530 000-ზე მეტი ადამიანისთვის, რომლებიც შეერთებულ შტატებში კუბადან, ჰაიტიდან, ნიკარაგუადან და ვენესუელიდან ჩავიდნენ", - ნათქვამია სტატიაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ ომს

საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ დარტყმებსა და ამ ომს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღამით რუსეთი უკრაინას 150 დრონით დაესხა თავს.„ამ დროისთვის ათი ადამიანია დაშავებული, მათ შორის ჩვილი. კიევში თავდასხმამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის მამის და მისი ხუთი წლის ქალიშვილის. გუშინ ზაპოროჟიეში სამი ადამიანი დაიღუპა, ოჯახი: მამა, დედა და მათი 17 წლის ქალიშვილი. ჩემი სამძიმარი ოჯახებსა და ახლობლებს. ეს თავდასხმები ყოველდღიური რეალობაა. მხოლოდ ამ კვირაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ გამოყენებული იყო 1 580-ზე მეტი ბომბი, თითქმის 1 100 დრონი და 15 სხვადასხვა ტიპის რაკეტა. ყველა ეს შეიარაღება შეიცავს, სულ მცირე, 102 000 უცხოურ კომპონენტს. ამიტომ რუსი ტერორისტების მიმართ სანქციები უფრო ეფექტური უნდა იყოს. ყველა შესაძლებლობა, რომელიც მათ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას აძლევს, უნდა აღმოიფხვრას. საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ დარტყმებსა და ამ ომს“, – განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება და აღნიშნა, რომ საჭიროა რეალური მხარდაჭერა საჰაერო თავდაცვის სისტემებით. 

გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით – ქართველების დიდი ერთი ნაწილი საერთოდ მოწყვეტილია ქართულ კულტურულ კოდს და შორეულ მენტალურ ემიგრაციაშია...

ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში NGO-ების მიერ დაორგანიზებულ აქციას ეხმიანება. როგორც ის აღნიშნავს, გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით - ქართველების დიდი ერთი ნაწილი საერთოდ მოწყვეტილია ქართულ კულტურულ კოდს და შორეულ მენტალურ ემიგრაციაშია.„გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით - ქართველების დიდი ერთი ნაწილი საერთოდ მოწყვეტილია ქართულ კულტურულ კოდს და შორეულ მენტალურ ემიგრაციაშია - აფრიალებს უცხო ქვეყნების დროშებს, ხოლო ქართველი სპორტსმენის, ხელოვანის თუ პოლიტიკოსის წარმატება მისთვის ღირებულია ამ უცხო ქვეყნისადმი ლოიალობის ხარისხის შესაბამისად, თუ მის წარმოსახვაში ასეთი ლოიალობა არ ფიქსირდება, წარმატება ანულირდება, ხოლო ადამიანი გადაეცემა ევროატლანტიკურ ანათემას. სხვათა შორის, ასეთები გახლდნენ სოციალ-დემოკრატი ტროცკისტებიც, რომელთა რაოდენობა არაპროპორციულად დიდი იყო საქართველოს მოსახლეობის რიცხვთან შედარებით. სწორედ ტროცკისტული სისხლი ყივის მათ შთამომავლებში-კვიცი გვარზე ხტისო-როგორც ნათქვამია", - წერს სოსო მანჯავიძე.

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: ჯერ მენშევიკების აგენტი ოჯახი იყო ამისი ოჯახი, მერე ბოლშევიკების, შემდგომში ნაცისტების და მგონი ბოლოს პაატა ზაქარეიშვილივით, ე.წ სამხრეთ ოსეთის კგბ...

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმიანება ექსპრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის, განცხადებას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის წევრების მიმართ, რომლის თქმითაც, სწორედ ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროის „თანამდებობის პირების“ აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიას, ვინ დაესმინათ და დაებრალებინათ მოღალატეობა.გამსახურდიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ოჯახი ჯერ მენშევიკების აგენტი ოჯახი იყო, მერე ბოლშევიკების, შემდგომში კი ნაცისტების და ბოლოს , სავარაუდოდ, პაატა ზაქარეიშვილივით, ე.წ სამხრეთ ოსეთის კგბ ამუშავებდა მას.„აბა ამას უყურეთ, ჯერ მენშევიკების აგენტი ოჯახი იყო ამისი ოჯახი, მერე ბოლშევიკების, შემდგომში ნაცისტების და მგონი ბოლოს პაატა ზაქარეიშვილივით, ე.წ სამხრეთ ოსეთის კგბ ამუშავებდა ამას. აი ამის ჭკუაზე რომელმა სახელმწიფო მოხელეებმაც გაიარეთ, თქვენ თავებში ჩამახედა, კი ვიცი ბევრის თავებში რაც დევს, მაგრამ მაინც, იქნებ გაიზარდა,“- წერს გიორგი გამსახურდია.

სტამბოლის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.ეკრემ იმამოღლუს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი.გამოძიების ფარგლებში სულ 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.დანარჩენ ეჭვმიტანილებზე სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.ცნობისთვის, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს.იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და ანკარაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ბოლო სიახლეები