ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025

გიორგი გვარაკიძე – საჯარო და კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

საჯარო და კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა ცალკე პრიორიტეტად მინდა გამოვყო, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, გასაზრდელია პროკურატურის საგამოძიებო მიმართულების ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგიანობა, მათ შორის ყურადღება უნდა გამახვილდეს სახელმწიფო პროგრამული დაფინანსების ხარჯვის მართლზომიერების საკითხებზე და სახელმწიფო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე“, – აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ

გენერალური პროკურორობის კანდიდატის განცხადებით, გასაძლიერებელია სამოხელეო და კორუფციულ დანაშაულებზე პარალელური ფინანსური გამოძიების არსებული პრაქტიკა, მაღალი რისკების სფეროების იდენტიფიცირების და დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის მაჩვენებელი.

როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, დანაშაულში თანამონაწილეთა იდენტიფიცირების, სამართალწარმოების დაჩქარებისა და ქონების ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, დანაშაულში ჩართული და მოთანამშრომლე პირების მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საპროცესო შეთანხმების გზით სამართლებრივი შეღავათების გავრცელების პრაქტიკა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.

გიორგი გვარაკიძის გამოსვლას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს

„ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ გამარჯვებას“ - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც ოპერაცია „აღმავალი ლომის“ შეჯამებას ეხებოდა.ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისტორიული მოვლენა - აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმები ისრაელის მხარდასაჭერად - იმ დიპლომატიური კამპანიის ნაყოფია, რომელსაც ის მინისტრ რონ დერმერთან ერთად ხელმძღვანელობდა.„ისრაელს არ ჰყოლია ტრამპზე უკეთესი მეგობარი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის“ - აცხადებს ნეთანიაჰუ.ამასთან, ნეთანიაჰუმ მკაცრად გააფრთხილა ირანი:„თუ ვინმე, ვინც არ უნდა იყოს ირანში, შეეცდება ამ პროგრამის აღდგენას, ჩვენ იმავე სიმტკიცით და ძალით ვიმოქმედებთ, რათა აღვკვეთოთ ნებისმიერი მცდელობა. ვიმეორებ, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი“.

მარტა კოსი – ოპოზიციური ხმების დაპატიმრება საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე თავდასხმაა, მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი ქართული საზოგადოებისთვის

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და ის ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებული, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.„ოპოზიციური ხმების დაპატიმრება საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე თავდასხმაა, რომელიც დღითიდღე ირღვევა. მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი და პლურალისტური ქართული საზოგადოებისთვის და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და ის ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებული“, – წერს მარტა კოსი. 

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელის საჰაერო სივრცის გახსნასთან დაკავშირებით, ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობის განცხადებას ავრცელებს.„ისრაელის საჰაერო სივრცის გახსნასთან დაკავშირებით, გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობის მიერ გაცემული თანხმობის შედეგად, ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობა აცხადებს:ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები უბრუნდებიან სრული დატვირთვით ფუნქციონირებას!მოხსნილია ყველა შეზღუდვა ფრენებისა და მგზავრების რაოდენობაზეშეზღუდვა მოხსნილია აეროპორტში მგზავრებისა და თანმხლები პირების რაოდენობაზე ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაცია და ბენ გურიონის აეროპორტი მჭიდრო კონტაქტში არიან ყველა ავიაკომპანიასთან, რათა განაახლონ ფრენების განრიგი და მაქსიმალურად დააჩქარონ ჩვეულ რუტინაში დაბრუნება.საზოგადოებას ვურჩევთ, თვალი ადევნონ ავიაკომპანიების განცხადებებს ფრენების განრიგის თაობაზე უახლესი ინფორმაციის მისაღებად“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ირანის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ პატივს სცემს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ისრაელიც იმავეს გააკეთებს.„სიონისტური რეჟიმი თუ არ დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ირანიც არ დაარღვევს“, – განაცხადა ფეზეშქიანმა მალაიზიის პრემიერ-მინისტრთან, ანვარ იბრაჰიმთან სატელეფონო საუბრისას.დონალდ ტრამპმა დღეს დაწერა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა და მოუწოდა ირანსა და ისრაელს, არ დაარღვიონ შეთანხმება.ამასთან, ტრამპის თქმით, „ისრაელი ირანზე თავდასხმას არ აპირებს, ყველა თვითმფრინავი უკან დაბრუნდება, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია“.

ტრამპი: მივემგზავრები ნატოს სამიტზე, სადაც, უარეს შემთხვევაში, გაცილებით მშვიდი პერიოდი მექნება, ვიდრე ის, რაც ახლახან გამოვიარე ისრაელთან და ირანთან დაკავშირებით

მივემგზავრები ნატოს სამიტზე, სადაც, უარეს შემთხვევაში, გაცილებით მშვიდი პერიოდი მექნება, ვიდრე ის, რაც ახლახან გამოვიარე ისრაელთან და ირანთან დაკავშირებით, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.„მოუთმენლად ველი შეხვედრას ჩემს ძალიან კარგ ევროპელ მეგობრებთან და სხვებთან. იმედია, ბევრს მივაღწევთ!“ - დასძინა დონალდ ტრამპმა. 

ბოლო სიახლეები