ფაქტობრივად, ჩიხში ვართ. საქართველოს დიდი ნაწილი დღეს ქუჩაში დგას და ამბობს, რომ ჩვენს ნებას ეს შედეგები არ ასახავს, მოგვატყუეს, შესაბამისად, ხალხს ტყუილში ცხოვრება არ უნდა – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
„მთავარი მოთხოვნა არის თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ქვეყანას მიეხმარება ევროპულ გზაზე გაწევრიანებაში და არა ხელს შეუშლის. არჩევნები კი არ არის თვითმიზანი, თვითმიზანია სამართლიანობა და ევროპული მომავალი. თვითონ ხომ გააფუჭეს?! თვითონ ხომ შეიყვანეს ქვეყანა ამ ჩიხში?! ფაქტობრივად, ჩიხში ვართ. საქართველოს დიდი ნაწილი დღეს ქუჩაში დგას და ამბობს, რომ ჩვენს ნებას ეს შედეგები არ ასახავს, მოგვატყუეს, შესაბამისად, ხალხს ტყუილში ცხოვრება არ უნდა. ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე როგორ უნდა იცხოვრონ?! დაცვის გარეშე ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ. ხვალ და ზეგ, როდესაც ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნებათ როგორ უნდა იარონ? იცხოვრონ? ქვეყანა როგორ უნდა მართონ?!“ – აღნიშნა გახარიამ.