ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025

გიორგი გახარია – ყველა ვთანხმდებით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მდგრადობის შენარჩუნებისთვის გარკვეული ცვლილებები და აუცილებელი იყო

გასაგებია, რომ ადამიანები ერთი სტილით მუშაობას არიან მიჩვეული და ცოტა დისკომფორტს ქმნის წესების ცვლა, თუმცა ყველა შევთანხმდით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მდგრადობის შენარჩუნებისთვის გარკვეული ცვლილებები და რეფორმები აუცილებელი იყო, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც კერძო კლინიკებთან პრემიერის შეხვედრისას განხილულ საკითხებს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, რომელზეც შედგა საკმაოდ ღია, გულწრფელი დიალოგი და იყო კრიტიკაც.

„ორი ძირითადი დაპირება გავეცი – სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის გადახდების დაგვიანება იყო ზოგ შემთხვევაში ხუთი-ექვსი თვე, ეს თემა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დეტალურად შევისწავლეთ და გარწმუნებთ, რომ იქ იყო განსხვავებული მიდგომები სხვადასხვა კომპანიასთან. ზოგს ორი თვე ჰქონდა, ზოგს – ექვსი თვე. ამას დრო სჭირდებოდა. წელს იქნება პირველი წელი, როდესაც ჯანდაცვის სისტემა, ყველა ეს ჰოსპიტალი, 12 თვის განმავლობაში 13 თვის ანაზღაურებას მიიღებს. პროგრესი უკვე მიმდინარეობს, სამი თუ ოთხი თვეა იქ უკვე დარჩენილი, ერთი თვე უკვე შევამცირეთ და წლის ბოლომდე, მაშინ, როდესაც ეს ხალხი გულწრფელად მხარში გვიდგას კოვიდ-19-თან ბრძოლის ნაწილში, ეს საკითხი მოგვარდება. შეიძლება არის ცალკეული დისკომფორტის შემქმნელი წუხილები, მაგრამ ამასაც ვუპასუხებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მეორე თემა, რომელზეც შეთანხმება ვერ შედგა, იყო ტარიფების ნაწილი და ფასი დეფიბრილატორებზე. „იმისთვის, რომ ეს პრობლემა გვერდზე გაგვეწია და არ გამხდარიყო სამინისტროსა და ბიზნესს შორის კონფლიქტის საგანი, შევთანხმდით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო შესყიდვების მექანიზმით საუკეთესო დეფიბრილატორებს თვითონ შეიძენს და ეს რომ დავის საგანი არ გახდეს, სტაციონარებსა და კარდიოლოგიურ კლინიკებს დაურიგებს, რაც უნდა გახდეს გარკვეული კომპრომისული ვარიანტი. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მოახდინა ამ დეფიბრილატორების იდენტიფიცირება, ახლა გადაუდებელი წესით მიმდინარეობს შესყიდვები. შესაძლოა, ეს დროში გაიჭიმა, მაგრამ სისტემური რეფორმაა, რომელმაც უნდა შეგვინარჩუნოს საყოველთაო ჯანდაცვის მიღწევები. ეს იქნება მტკივნეული, არ იქნება მარტივი, ცოტა კერძო სექტორმა უნდა დათმოს, ცოტა – სახელმწიფომ და ასე საბოლოო შედეგამდე მივალთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ მარჯანიშვილის თეატრი წერს.„გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი.მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი აკაკის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.4. მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 19:49 წუთზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჯერ დაკონკრეტებული არ არის.

გოგა ჯაჯვანი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე სამ ოქროს მედალს დაეუფლა

ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 94 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჯაჯვანმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა.ატაცში ქართველმა ძალოსანმა 166 კგ დასძლია, აკვრაში 197 კგ-ს გაუმკლავდა, ხოლო მესამე ოქროს მედალს ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 363 კგ-ით დაეუფლა. გოგა ჯაჯვანი ასევე გახდა ევროპის რეკორდსმენი.იმავე წონით კატეგორიაში იასპარეზა გერვასი თაბაგარმა და აკვრის დისციპლინაში დაფიქსირებული 196 კგ-ით ვერცხლის მედალს დაეუფლა.ქართველი ძალოსნები ალბანეთში ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობენ.

ირაკლი კობახიძე – ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანისთვის შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ ანაზღაურება

თეორიულად შეუძლებელია, ადამიანებმა რვა საათი იმუშაონ სხვადასხვა სამსახურში, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გაეზარდოთ შესაბამის პირებს ანაზღაურება.„მიზანი არის ხარჯების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო საწარმოებში, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ უკვე დავზოგეთ 60 მლნ ლარზე მეტი.  არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები ერთდროულად, სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ ორგან და ზოგჯერ სამგანაც, თეორიულად შეუძლებელია, რვა საათი იმუშაონ ორგან და სამგან სხვადასხვა სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. აქაც მოხდება ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური. ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება. არის დეფიციტური პროფესიები და არის შემთხვევები, როდესაც საჯარო სამსახურში ანაზღაურება ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს. ასეთ პირობებში ჩვენ ფიქტიურად ან ხელოვნურად კი არ უნდა დავასაქმოთ ორგან და სამგან, უნდა შევთავაზოთ ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი ანაზღაურება. ეს იქნება სწორი პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძე – გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილი

ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია: გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქართველოში საქმიანობის შესახებ და გერმანიის მთავრობის განმარტებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.მისი თქმით, ყველაფერი, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გარედან არის თავს მოხვეული და დაფინანსებული.„ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი და ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია – ის, რომ გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი და მთავარი წამხალისებელი. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი, რასაც დედაქალაქის ქუჩებში ვხედავთ, არის გარედან თავს მოხვეული, დაფინანსებული. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, უცხოელების სახით, ქვეყნის შიგნით აქ, საქართველოში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან და მენეჯმენტს უწევენ აღნიშნულ ქმედებებს. ძალიან მძიმე და სამწუხაროა ეს ყველაფერი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ბოლო სიახლეები