ოთხშაბათი, ოქტომბერი 15, 2025

გიორგი გახარია: როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, შეგვეძლება გახსნის გეგმა დავაჩქაროთ

როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა.

„კარგი შედეგები გვაქვს აჭარაში და რამდენიმე მსხვილი ქალაქის გარდა სადაც დადებითობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, დანარჩენ ქალაქებში ყველაფერი გავხსენით. ვაჭრობა მათ შორის, განათლება მათ შორის და გავხსენით მუნიციპალური ტრანსპორტიც. თუ არ ვიქნებით მსგავსად თანმიმდევრულები და ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ სურვილებზე, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დავაზიანებთ ეკონომიკას და სხვა შედეგს ვერ მივიღებთ, ეს უნდა გვესმოდეს ყველას, მაშინ როდესაც გადაწყვეტილებასაც ვიღებთ. რა არის ჩვენთვის დადებითობის მაჩვენებელი – როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს. ასე რომ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

13.7 მილიონი ადამიანი, საერთაშორისო დახმარების შემცირების გამო, უკიდურესი შიმშილის რისკის ქვეშაა

გაერო-ს სურსათის მსოფლიო პროგრამა (WFP) 15 ოქტომბერს გამოვიდა გაფრთხილებით, რომლის თანახმად, ავღანეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ჰაიტიში, სომალიში, სამხრეთ სუდანსა და სუდანში მცხოვრები თითქმის 14 მილიონი ადამიანი, გლობალური ჰუმანიტარული დახმარების შემცირების გამო, უკიდურესი დონის შიმშილის რისკის ქვეშ იმყოფება.სურსათის მსოფლიო პროგრამის უმსხვილესმა დონორმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება შეამცირა. ჰუმანიტარული დახმარება შეამცირეს ან ამის შესახებ გამოაცხადეს სხვა დიდმა სახელმწიფოებმაც. სააგენტო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მის სასურსათო პროგრამაზე დაწესებულმა შემცირებებმა, შესაძლოა, 13.7 მილიონი ადამიანი შიმშილის „კრიზისული“ დონიდან „საგანგებო“ დონემდე მიიყვანოს, რაც შიმშილის საერთაშორისო ხუთსაფეხურიან შკალაზე კიდევ უფრო დაბალი საფეხურია.„სხვაობა იმას შორის, რასაც WFP-ი უნდა აკეთებდეს და რის გაკეთების შესაძლებლობაც გვაქვს, არასდროს ყოფილა ასეთი დიდი. ჩვენ შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაში ათწლეულების პროგრესის დაკარგვის რისკის წინაშე ვდგავართ“, - აცხადებს WFP-ის აღმასრულებელი დირექტორი, სინდი მაკკეინი.

გიორგი ვოლსკი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე: მისი მანდატი ნამდვილად არ ითვალისწინებდა არც ქუჩაში გავარდნას და არც იმ განცხადებების გაკეთებას, რომელიც გააკეთა ფინეთის სახელით

სერიოზულად დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური საქმიანობის და ურთიერთობის გარკვეულ წესებს ადგენს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც კანონსაწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდა.მისი თქმით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს თავმჯდომარის მანდატით იმყოფებოდა საქართველოში და მას ფინეთის სახელით არ უნდა ესაუბრა.„მისი მანდატი ნამდვილად არ ითვალისწინებდა არც ქუჩაში გავარდნას და არც იმ განცხადებების გაკეთებას, რომელიც გააკეთა მან ფინეთის სახელით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.მისი თქმით, იმდენად პოზიტიური იყო ფინეთის წარმომადგენლის გაცხადება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ამას მოჰყვა ისტერია და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მისვლით დააფიქსირა ფინეთის პოზიცია.„ამან გამოიწვია ისტერიკა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან. ამის დაბალანსება იყო მისი ამოცანა. რა ძალა აქვს?! ის ძალა აქვს, რომ გამოხატა ფინეთის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. ძალა, როგორც ასეთი ამ გადაწყვეტილებას არ აქვს, სიახლე ამაში არაფერი არ არის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის პლატფორმებზე ქვეყნების გარკვეული რაოდენობა, გარკვეულ რაოდენობას, რომ ვამბობ ეს ნიშნავს, რომ ყველა ამ პოზიციაზე არ არის არც ევროპარლამენტში, არც ევროსტრუქტურებში. საკმაოდ აქტიურად და ხისტად გამოდიან საქართველოს პოზიციების მხარდასაჭერად მაგრამ უმრავლესობას მაინც „სახალხო პარტიის“ მიერ მართული პოლიტიკური ძალები წარმოადგენენ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ლოცვა, რომელიც მილიონობით ადამიანს დაეხმარა და დღემდე ეხმარება

სასულიერო პირი ასახელებს ლოცვას, რომელიც მილიონობით ადამიანს დაეხმარა და დღემდე ეხმარება.„არსებობს ერთი პატარა ლოცვა, რომელიც მილიონობით ადამიანს დაეხმარა და ეხმარება დღემდე: სულიერ ბრძოლებში, ცოდვასთან ბრძოლაში, სასოწარკვეთილების დროს, პრობლემების დროს, რომელმაც უამრავი ადამიანი აცხონა და უამრავი წმინდანი მისცა ეკლესიას. ეს არის ძალიან მოკლე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იესოს ლოცვა ორი ვერსიით:უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე

ირაკლი კობახიძე – თანამშრომლობა არსებობდა გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო, კონკრეტულად, თანხის მიმღები

თანამშრომლობა არსებობდა გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო, კონკრეტულად, თანხის მიმღები, რასაც ჩვენ ვამბობდით, ზოგადად, ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ის დაადასტურეს ხაბეიშვილმა, ბურჭულაძემ და სოფო ჯაფარიძემ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებითაც კი ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა თანხას იღებდა ხაბეიშვილი და ამ თანხის სანაცვლოდ რას აკეთებდა.„მე არ მინდა, გვარებში შევიდე, მაგრამ რასაც ჩვენ ვამბობდით, ზოგადად, ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ის დაადასტურეს ხაბეიშვილმა, ბურჭულაძემ, სოფო ჯაფარიძემ, ეს სამი გვარი მახსენდება, შეიძლება სხვებიც იყვნენ. რასაც ვამბობდით, ის დაადასტურეს, რომ იყო კონკრეტული სუბიექტი, ყოფილი გუნდის წევრი, რომელიც თანამშრომლობდა ამ ადამიანებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან. ეს დადასტურდა მათი მხრიდან. შეგულიანებულები იყვნენ ეს ადამიანები კონკრეტული მინიშნებებით, მითითებებით, თანხებით. ასეთი თანამშრომლობა არსებობდა კონკრეტულ პირს, გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო კონკრეტულად თანხის მიმღები. ამ დონეზე გვაქვს ინფორმაცია – რამდენს იღებდა, რა თანხას იღებდა და ამ თანხის სანაცვლოდ რას აკეთებდა,”- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში

ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა მაკა ბოჭორიშვილს, სადაც ყველა თემაზე იყო საუბარი და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა კითხვებზე პასუხების მოსმენის საშუალება ყველაფერთან დაკავშირებით.„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იყო დაგეგმილი ორი შეხვედრა, გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრთან და დღეს – ჩემთან. გუშინ შედგა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, სადაც ყველა თემაზე იყო საუბარი და მას ჰქონდა კითხვებზე პასუხების მოსმენის საშუალება ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის, მას შეეძლო იმ შეხვედრის შემდეგი ნათელი წარმოდგენა შეჰქმნოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ადამიანი მივიდოდა საღამოს კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. აქციის ბუნებასთან დაკავშირებითაც შეეძლო მიეღო ინფორმაცია, მაგრამ რა აზრი აქვს. როცა დავალებას იღებენ, ზუსტად იგივე ტიპის სტატუსი აქვთ ამ ადამიანებს, რეალური სტატუსი, რაც აქვს მაგალითად საქართველოში ბაია პატარაიას. არაფრით არ განსხვავდება. ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მომყავს.ამიტომ, აზრი არ აქვს. ელაპარაკა მაკა ბოჭორიშვილი, რაც გინდა ელაპარაკე,  გავიდა საღამოს აქციაზე 51-ე აკაცუკად. თუ კითხვები ჰქონდა, თუ რამე აინტერესებდა მოსულიყო შეხვედრაზე და გვექნებოდა დისკუსია, მაგრამ ეს არის საბჭოური მიდგომა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ – არა შეხვედრა, არა დისკუსია, არა ჯანსაღი მსჯელობა, უნდა გავიდეს კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე 51-ე მონაწილედ. ეს არის საბჭოური მიდგომა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ასეთ დროს, ვხედავთ, რომ არავითარი აზრი არ აქვს საუბარს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები