“უკვე დავიწყეთ მუშაობა, რომ გამყოფ ხაზებთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული და უფრო ეფექტური იყოს. ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv-ი ავრცელებს.
„ამ ფუნქციას ორივე გამყოფ ხაზთან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ასრულებს. სახელმწიფოს ძირითადი ბერკეტი საერთაშორისო ფორმატებია, რომლებიც აქტიურად და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ. რა თქმა უნდა, ჩვენი ბერკეტია უსაფრთხოების ზომები, რომელიც გამყოფ ხაზთან უნდა მივიღოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.