ოთხშაბათი, ოქტომბერი 15, 2025

გიორგი გახარია აცხადებს, რომ გამოყოფილი ორი მილიარდი ლარი მიმართული იქნება როგორც სამუშაო ადგილების, ისე კომპანიების მიმდინარე წარმოების შესანარჩუნებლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს, მადლობას უხდის იმ გაგებისთვის, რომლითაც ისინი მოეკიდნენ განსაკუთრებით გუშინდელი დღის ღონისძიებებს, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით 21:00 საათის შემდგომ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ​კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ აქვთ მოქალაქეებს აღქმული საერთო პასუხისმგებლობა.

„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ აჩვენებს, თუ როგორ გვაქვს ჩვენ ერთობლივად აღქმული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში, ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ, ჩვენი მშობლების, ჩვენი უფროსი თაობის მიმართ. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენ შევძლებთ, სწრაფად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიღებულია ეკონომიკის მხარდასაჭერად.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეის მდგომარეობით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით ორი მილიარდი ლარი გამოიყო.

პრემიერის შეფასებით, ეს არის ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება, როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად, კომპანიების მიმდინარე წარმოების, მიმდინარე ბიზნესების შესანარჩუნებლად.

„პირველ რიგში, გვესმის, რომ ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ მიიღო პირდაპირი ეკონომიკური ზიანი იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც, მთავრობა იძულებულია, გაატაროს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. ეს ზიანი, ხშირ შემთხვევაში არის პირდაპირი და ხელშესახები. ხშირ შემთხვევაში, ადამიანებმა დაკარგეს შემოსავალი და სამუშაო ადგილები. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე და იმის გათვალისწინებით, რომ ეს კრიზისი, ყველა სხვა კრიზისისგან განსხვავდება იმით, რომ შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი, როგორც ხანგრძლივობის, ისევე, ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის სწორი შეფასების თვალსაზრისით, იძულებული ვართ და ყველა სხვა აქტორისგან განსხვავებით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმალურად ეფექტურად და რაციონალურად გამოვიყენოთ ჩვენი ეკონომიკის თუნდაც ის მწირი შესაძლებლობები, რომელიც დღეს გვაქვს“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა კრიზისის დაძლევის ფაზისთანავე, ქართული ეკონომიკა იყოს მზად, სწრაფად განვითარდეს და აღიდგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომელიც წლის დასაწყისში ჰქონდა.

„ამ მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პირობებში შევინარჩუნოთ მსხვილი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, ისევე, როგორც მხარი დავუჭიროთ და მივცეთ საშუალება სისტემურ წარმოებებს, გააგრძელონ მუშაობა და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სისტემურ დარგებს. ამ მიმართულებით, ჩვენ დღეის მდგომარეობით ბიუჯეტში მობილიზებული გვაქვს ორი მილიარდი ლარი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი და პირველი ეტაპი იმ მონაცემებით, რომელიც დღეს გვაქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გარკვეულ ეტაპზე, გარკვეული დროის შემდგომ, შესაძლებელია, ქვეყანა აღმოჩნდეს ისეთი გამოწვევების წინაშე, რომ ეს დახმარება იყოს კიდევ უფრო გასაზრდელი.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ორი მილიარდი არ მოიცავს ჯანდაცვის თვალსაზრისით ბიუჯეტიდან პირდაპირ მიმართულ და გამოყოფილ თანხას ახალი კორონავირუსის (Covid 19) წინააღმდეგ, რომელიც 351 მლნ ლარს შეადგენს.

„ეს არის თანხა, რომელიც კრიზისულ ბიუჯეტში არის რეზერვირებული იმისთვის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხელი შევუშალოთ ინფექციის როგორც მასშტაბის, ისე გეოგრაფიული გავრცელების სწრაფ ზრდას. ეს თანხა უნდა იყოს უაღრესად რაციონალურად გამოყენებული“, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ახერხებს მთავრობა თითოეული მოქალაქის პირდაპირ დახმარებას დღევანდელ ეტაპზე.

ამ მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადები სრულად დაუფინანსდება.

„აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება რომელზე გადაწყვეტილებაც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ, პირდაპირ არის მიმართული თითოეულ მოქალაქეზე. გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენს შემთხვევაში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რაციონალურად გამოვიყენოთ თითოეული ლარი, რომლის მობილიზებაც დღეის მდგომარეობით მოხერხდა ბიუჯეტში და ეს არის ორი მილიარდი ლარი ეკონომიკის, მოქალაქეების პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით, ხოლო 351 მლნ ლარი Covid 19-თან ჯანდაცვის თვალსაზრისით პირდაპირი ბრძოლის კონტექსტში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანია კრიზისული ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა დღეს მუშაობს და მთავარია, რომ თანხები მიმართულია, რათა მაქსიმალურად ეფექტური ბალანსი იყოს შენარჩუნებული როგორც ინფექციასთან ბრძოლის, ისე ეკონომიკური პოტენციალის თვალსაზრისით.

„საბოლოო ჯამში ყველას გვესმის, რომ ჩვენი მიზანია, გავუმკლავდეთ ვირუსს ისე, რომ ჩვენს ეკონომიკას დარჩეს სწრაფი ზრდის პოტენციალი და გავუმკლავდეთ ვირუსს ისე, რომ ჩვენი ეკონომიკის ზიანი იყოს მინიმალური და სამუშაო ადგილების დანაკარგი იყოს მინიმალური. მინდა, თითოეულ უწყებას მოგიწოდოთ, ის რესურსები, რომლებიც დღეს არის მობილიზებული კრიზისულ ბიუჯეტში თქვენი უწყებების მიმართულებით, მაქსიმალურად რაციონალურად იყოს გამოყენებული. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ მიმდინარე ხარჯების რადიკალურ შემცირებაზე, რასაც ითვალისწინებს ასევე კრიზისული ბიუჯეტი და აქ ასობით მილიონზეა საუბარი. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ძირითადი გამოწვევა მდგომარეობს შემდგომში, რომ რთულია კონკრეტული და ძალზედ მაღალი ხარისხის პროგნოზების გაკეთება. ამიტომ, ფაქტობრივად ყოველდღიურად ახალი გამოწვევების წინაშე გვიწევს ფუნქციონირება და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა გახლდეთ რაციონალური, ეფექტური მოქმედება მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში და ასევე, ეფექტური მოქმედება ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვილი სანიოლი-საქართველოს ნაკრებში საფეხბურთო ქიმია გამქრალია — დროა ისტორიის ღირსეული დასრულების

მატჩის შემდეგ, ცხელი ემოციების დროს რთულია ყველაფრის სწორად აღქმა და გადმოცემა, თუმცა ამ დროსაც კი გვაქვს კითხვები, რომლებზეც პასუხი აუცილებლად მისაღებია.ახალ ციკლში ნათლად ჩანდა, რომ ჩვენი ნაკრების თამაში ბევრ კითხვას აჩენდა, თუმცა ბოლო მატჩის შემდეგ, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი აღარაა, კითხვები კონკრეტულად ბოლო მატჩიდან.1. ბოლო წლების ყველაზე შემტევი პოტენციალის საქართველოს ნაკრები გააზრებულ შეტევას ვერ აკეთებს2. 173 სმ სიმაღლის ოთარ კიტეიშვილს სტანდარტულებზე 190 სმ მერიჰ დემირალის აყვანა დაავალეს. 3 მცდელობიდან თურქმა სამივეჯერ კარში დაარტყა, ორჯერ გაიტანა3. როგორც გუშინ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვიკითხე, ბოლო მატჩებში ვილიმ მარცხენა მცველის პოზიციაზე პოზიციით მარცხენა მცველის გარდა რამდენიმე სხვა პოზიციის მოთამაშე გამოიყენა. განაცხადში ერთადერთი მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი იყო, რომელსაც 1 წუთიც არ მიეცა.არ ვსაუბრობთ კონკრეტულ ფეხბურთელებზე, ვისაც რა პოზიციაზე დააყენებენ, ისინი მაქსიმალურის გაღებას ცდილობენ, თუმცა მარცხენა მცველის არყოფნაში ხვიჩა კვარაცხელიას შემტევ პოტენციალს ვანახევრებთ.4. ახალ ციკლში საფეხბურთო ქიმია გუნდსა და მწვრთნელს შორის გამქრალია. ცეცხლოვანი მუხტი ჩვენს თამაშსა და შეტევებში გაქრა.მადლობელი ვართ იმ ისტორიისთვის, რომელიც ამ სამწვრთნელო შტაბმა ჩვენი ქვეყნისთვის დაწერა, თუმცა ამ დაკარგული საფეხბურთო ენის ფონზე, ვფიქრობთ, ორივე მხარისთვის აჯობებს ისტორიის დასრულება. ისტორიის, რომელიც ოდესღაც ყველგან სრულდება.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მხარს უჭერს პენტაგონის ახალ წესებს, რომლებიც მედიის მუშაობის შეზღუდვას ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს პენტაგონის ახალ წესებს, რომლებიც ჟურნალისტების მუშაობას ზღუდავს.„მედია ძალიან არაკეთილსინდისიერია“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა პიტ ჰეგსეტს და აღნიშნა, რომ მას ასევე შეუძლია, მედიის წარმომადგენლების თეთრი სახლიდან გაყვანა, თუ ამას მოისურვებს.აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ წესები საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად და ჟურნალისტების პენტაგონში „ხეტიალის” თავიდან ასაცილებლად მიიღეს. საუბარია ომის დეპარტამენტის ახალ მოთხოვნებზე, რომლებიც ჟურნალისტებს სექტემბრის ბოლოს გაუგზავნეს. ახალი წესები ჟურნალისტებს უკრძალავს თანმხლები პირისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე პენგატონის შენობის დიდ ნაწილში გადაადგილებას. ამასთან, თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს უფლება ეძლევა, ჩამოართვას ჟურნალისტებს აკრედიტაცია, თუ ისინი საიდუმლო ინფორმაციას მოითხოვენ, რომლის გამოქვეყნებაც არ არის ნებადართული.

„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან

რწმენით განკურნება რომ შესაძლებელია, ეს მორწმუნემ იცის. მრავალი წელი იტანჯებოდა ქალი სისხლდენით, მაგრამ მაცხოვარს, კალთაზე, რწმენით შეეხეო თუ არა, მაშინვე განიკურნა. შენმა რწმენამ განგკურნაო, ეუბნება მას იესო. ამდენად რწმენით მიღებული ნაკურთხი წყალი, წასმული ზეთი და წმინდა ნაწილებთან მიახლება - გვკურნავს.ამონარიდი სქიმარქიმანდრიტი ვიტალის (სიდორენკო) წერილიდან, სადაც იგი განკურნების ასეთ მეთოდს იძლევა:„დილით ადგომის დროს ერთხელ თქვას – „მამაო ჩვენო“ და ერთხელ – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ,“ ერთი მეტანია, ჩაის კოვზით ნაკურთხი წყალი მიიღოს. საღამოს ძილის წინ: ერთხელ – „მამაო ჩვენო“, ერთხელ – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ“, ერთი მეტანია, ნაკურთხი ზეთი იცხოს მტკივნეულ მკერდზე, თან თქვას: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ.“ ასე გააკეთოს 40 დღის განმავლობაში და კარგად იქნება.ეს ყველა ავადმყოფობის წამალია, – ამბობდა იოანე კიეველი, როდესაც ადამიანებს ასწავლიდა, როგორ უნდა შეენარჩუნებინათ ჯანმრთელობა.“

„ახალი სისტემა სრულად 2026 წლის 10 აპრილს ამოქმედდება…“ – სიახლე ევროკავშირის ტერიტორიაზე არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის

ევროკავშირის ტერიტორიაზე არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების შესვლისა და გასვლის ახალი სისტემის (EES) ეტაპობრივი დანერგვა დაიწყო. ახალი რეგულაცია ელექტრონულ რეგისტრაციას ითვალისწინებს, რაც მიზნად უსაფრთხოების გაუმჯობესებას და დანაშაულთან ბრძოლის გააქტიურებას ისახავს.სისტემა პასპორტში შტამპების ჩარტყმის ჩანაცვლებას ბიომეტრიული მონაცემების გულისხმობს, მაგალითად, თითის ანაბეჭდის, სახის გამოსახულებისა და სხვა სამოგზაურო ინფორმაციის ციფრულ ფორმატში შენახვით.ახალი სისტემა სრულად 2026 წლის 10 აპრილს ამოქმედდება.

ელინა ვალტონენი – თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება, ბევრი ადამიანი მოდის, აფრიალებს ევროკავშირის, ნატო-ს დროშებს, ფინეთის დროშასაც, რაც მთავარია, საქართველოს დროშას

მე ვარ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. აქ მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება, – ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს.ელინა ვალტონენის თქმით, აქციაზე იქ მყოფი ხალხის მხარდასაჭერად მივიდა.„ბევრი ადამიანი მოდის, აფრიალებს ევროკავშირის, ნატო-ს დროშებს, როგორც ჩანს, ფინეთის დროშასაც, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს დროშას. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ მიმართულებით, რომლითაც ეს ქვეყანა მიდის, რომელიც ართმევს ადამიანებს ძირითად თავისუფლებებს, დაწყებული გამოხატვის თავისუფლებითა და შეკრების თავისუფლებით. ცხადია, ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ“, – აცხადებს ელინა ვალტონენი.ეუთო-ს თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოსთან აქციაზე მივიდა და შეკრებილებს გაესაუბრა.საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს საგარეო უწყებაში იმყოფებოდა, სადაც მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ ელინა ვალტონენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს უპასუხა.ელინა ვალტონენი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა და საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება. 

ბოლო სიახლეები