შაბათი, აპრილი 11, 2026

გიორგი გახარია აბაშაში – შრომა, რომელიც აქ, მიწის ყოველ გოჯზე ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობა ყოველთვის გვერდით დაუდგება გლეხს

მშრომელი ადამიანი, აქ, ყოველთვის იყო დიდი ღირებულება. ეს შრომა, რომელიც აქ, მიწის ყოველ გოჯზე ჩანს და ყოველთვის ჩანდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყველანაირად ხელი შეუწყოს მშრომელ ადამიანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აბაშაში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა შრომისმოყვარე მოქალაქეს ყოველთვის დაუდგება გვერდით.

„ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა, აქ, თქვენთან ერთად საუბარი საქართველოს მომავალზე, დიდი კონსტანტინეს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის სამშობლოში. ამ კუთხემ 90-იანებში ძალიან ბევრი სირთულე გამოიარა, ისე, როგორც მთლიანად სამეგრელომ და მთლიანად საქართველომ, მაგრამ მშრომელი ადამიანი, აქ, ყოველთვის იყო დიდი ღირებულება. ეს შრომა, რომელიც აქ, მიწის ყოველ გოჯზე ჩანს და ყოველთვის ჩანდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყველანაირად ხელი შეუწყოს მშრომელ ადამიანს, გლეხ აბაშელ ადამიანს, რომ გახდეს ძლიერი ფერმერი. მე ვიცი, რომ აქ ბევრი პროექტი კეთდება და კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. მე გპირდებით, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის, ჩვენს შრომისმოყვარე მოქალაქეს დაუდგება გვერდით, ყველა სახით – ცოდნის გაზიარებით, ფინანსური დახმარებით, სხვადასხვა პროგრამებით, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და უნდა გავაგრძელოთ ეს ყველაფერი ერთად“, – განაცხადა პრემიერ – მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, აბაშაში შეუძლებელია მომავალზე საუბარი სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე და ამიტომ, ის რესურსი, რომელიც აბაშაში არის სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, იქნება ყურადღების ცენტრში.

„ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა კიდევ ბევრი შესაძლებლობები გვაქვს იმისთვის, რომ თითოეულ ქალაქში ცხოვრება კიდევ უფრო კომფორტული გახდეს, გარემო გახდეს ისეთი, სადაც ღირსეულ ადამიანს შეეძლება ღირსეული შრომით, ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი და აქ, აბაშაში, ამის ბევრი შესაძლებლობაა. აბაშაში შეუძლებელია მომავალზე საუბარი სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე და ამიტომ, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ის რესურსი, რომელიც აბაშაში არის სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, იქნება ყურადღების ცენტრში, რათა ჩვენ ყველანაირად ხელი შეგიწყოთ იმისთვის, რომ თქვენ ეს ყველაფერი განავითაროთ. ჩათვალეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა გლეხს დაუდგება ყოველთვის გვერდით და ეს არ არის ფუჭი სიტყვები, დავუდგებით გვერდში იმიტომ, რომ გახდეს ძლიერი ფერმერი და დაასაქმოს თავისი ნათესავი, მეგობარი, მეზობელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში, საქართველოს მასშტაბით, დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი.

„რა თქმა უნდა, ელემენტარული სისტემური ინფრასტრუქტურა უნდა მოვიყვანოთ წესრიგში – გზები, წყალმომარაგება, რაც სერიოზული პრობლემაა აბაშის სოფლებში, გაზიფიცირება, რაც ასევე პრობლემაა და უნდა გავაგრძელოთ, სკოლები, ამბულატორიები, საბავშვო ბაღები.

ბოლო წლების განმავლობაში, აბაშის მუნიციპალიტეტში, მე ვგულისხმობ 2012 წლის შემდგომ, სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, 100 მლნ ლარზე მეტია დახარჯული. თუმცა მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა – მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში, საქართველოს მასშტაბით, დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი, რა თქმა უნდა, აქ იქნება აბაშის წილიც საკმაოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, გავაკეთებთ და მივაღწევთ მიზანს, რომ 4 წლის თავზე საქართველოს და სამეგრელოს თითოეული ქალაქი კიდევ უფრო ახლოს იყოს ევროპული ქალაქის სტანდარტებთან, ელემენტარულად იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებს ჰქონდეთ ისეთი პირობები ადგილზე შრომის, განვითარების, ცხოვრების, როგორიც აქვთ თბილისში, ბათუმში და სხვაგან. არ უნდა იყოს აბაშელი ახალგაზრდა იძულებული, რომ განათლების მისაღებად, ელემენტარული სამედიცინო დახმარების მისაღებად მიდიოდეს სხვაგან. ამას ჩვენ ვუწოდებთ სისტემური ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანას, იმისთვის, რომ ყველანი ჩვენ, ჩვენს პატარა სამშობლოში ვცხოვრობდეთ კომფორტულად და ვვითარდებოდეთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, გამარჯვება 31 ოქტომბერს მათ შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე მოწერელიაზე საუბრისას განაცხადა, რომ ის იქნება ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

„თქვენი დეპუტატობის კანდიდატი იქნება თქვენი ხმის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ალექსანდრე მოწერელია ზედმიწევნით ზუსტად იცნობს თითოეულ პრობლემას, რომელიც თითოეულ ამ სოფელშია, რამეთუ ის წლების განმავლობაში აქ იყო გუბერნატორი და მინდა გითხრათ, რომ ყველაფერს დავამარცხებთ, პანდემიასაც დავამარცხებთ და ამ პირბადეებსაც მოვიხსნით მაშინ, როდესაც ეს საჭირო იქნება და ამის შესაძლებლობა იქნება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უნდა ვატაროთ, იმიტომ რომ ვერც ერთმა ქვეყანამ ვერაფერი უფრო ეფექტური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერ მოიფიქრა, ვიდრე პირბადეა. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, პატივი ვცეთ ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანამოქალაქეების, ღვაწლმოსილი მოხუცების ჯანმრთელობას და ეს პირბადე უნდა ვატაროთ, სანამ ეს საჭიროა და სანამ ექიმები ამის რეკომენდაციას გვაძლევენ. ეკონომიკურ კრიზისსაც გავუმკლავდებით და დავამარცხებთ და რა თქმა უნდა, ამ არჩევნებშიც გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ აბაშელებო!“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როგორი ამინდი იქნება ხვალ – განახლებული პროგნოზი

14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი ამინდი იქნება.მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. მთიან და მაღალმთიან რაიონებში იწვიმებს თოვლჭყაპი და თოვლი. ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს და საშუალოდ 10–15 გრადუსის ფარგლებში იქნება, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.12 აპრილს თბილისში ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი, ძირითადად ღამის საათებში. გაძლიერდება დასავლეთის ქარი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში.13 აპრილს კვლავ მოსალოდნელია წვიმა და დასავლეთის ძლიერი ქარი.

საიდან გაჩნდა სააღდგომოდ კვერცხების დარტყმის ტრადიცია

აღდგომა უდიდესი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც ხალხში ყოველთვის უამრავი ტრადიცია ახლდა, მათ შორის - კვერცხის წითლად შეღებვა და სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დარტყმა, რასაც დღემდე ყველა ქრისტიანულ ოჯახში ასრულებენ.გადმოცემის თანახმად, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ.მაცხოვრის მიმდევარი მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველ ტიბერიუსს წარუდგინეს. იმდროინდელი წესის თანახმად, იმპერატორთან წარდგენილს მისთვის ძღვენი უნდა მიეტანა. მარიამმა იმპერატორს კვერცხი უძღვნა და ახარა: ქრისტე აღსდგა! ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება, - უპასუხა იმპერატორმა, მაგრამ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხმა ფერი იცვალა და გაწითლდა.ეს მოვლენა გახდა იმის დასაბამი, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ.რაც შეეხება კვერცხების დარტყმას, ევროპელმა მეცნიერებმა სცადეს, გაერკვიათ, საიდან მოდის და რას გულისხმობს ეს ტრადიცია.მანამდე არსებობდა რამდენიმე ვერსია, მათ შორის:ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩვენს წინაპრებს სადღესასწაულო სუფრა ღმერთისთვის განკუთვნილ წმინდა ადგილად მიაჩნდათ, აქედან გამომდინარე, კვერცხების ერთმანეთზე მირტყმა, სიმბოლურად, ქრისტესთან მისალმებას უნდა ნიშნავდეს.კიდევ ერთი ვერსია გვამცნობს, რომ სანამ კვერცხებს მიარტყამდნენ, ადამიანები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, მზად იყო თუ არა მათი ოჯახები თესვის დასაწყებად. ოჯახის უფროსს, რომლის კვერცხიც ტყდებოდა, ახალს აძლევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მის ოჯახს გაძლიერება სჭირდება.ვერსიების შეგროვებისა და ძველი მითოლოგიის საკითხების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რიტუალი სრულიად სხვა, განსაკუთრებულ მოვლენას უკავშირდება.მოგეხსენებათ, რომ აღდგომა გაზაფხულის დღესასწაულია და სწორედ იმ დროს დგება, როცა ყინული ტყდება და მის ქვეშ მიწა გამოცოცხლებას იწყებს.მეცნიერების აზრით, კვერცხების მირტყმის ტრადიცია სწორედ ყინულის ტყდომას და ხანგრძლივი ძილისგან გამოღვიძებას ნიშნავს.კვერცხის გატეხით თითქოს სიცოცხლეს ვათავისუფლებთ ყინულის მარწუხებიდან.

სააღდგომო კვერცხის ჯადოსნური შესაძლებლობები – გადმოცემები წინაპრებისგან

სააღდგომო კვერცხები დღესასწაულის მთავარი ატრიბუტია.  მაგალითად, ახალგაზრდა მარტოხელა გოგონას  უნდა აჩუქოთ საქორწინო ბეჭდების ნიმუშით მოხატული კვერცხი, რომელიც უახლოეს მომავალში მოუტანს მას სიყვარულს და ოჯახურ ბედნიერებას.ადამიანების სურვილებს დიდი ძალა აქვს, მით უმეტეს, თუ მათ სურთ რაღაც საყვარელი ადამიანისთვის და არა პირადად საკუთარი თავისთვის. მაგალითად, წყვილს, რომელიც ბავშვზე ოცნებობს, დასახმარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შეღებილი სააღდგომო კვერცხი. ძნელი არ იქნება სწორად შერჩეული ნახატის ყიდვა და უბრალოდ შეღებილ კვერცხზე დაწებება, მაგრამ მაინც ჯობია საკუთარი ხელით დახატოთ, რითაც ამ ატრიბუტს დადებითი ენერგიით, სიყვარულით და სითბოთი დამუხტავთ.სააღდგომო კვერცხი იქნება გზავნილი უფლისადმი, რომელზედაც დახატული იქნება სურვილი. ამისთვის არაფერი გრანდიოზული არ არის საჭირო, მხოლოდ ფუნჯები, საღებავები, კვერცხი და უმაღლესი ძალების რწმენა. არსებობს მოსაზრება, რომ შვილზე მეოცნებე ქალმა უნდა დახატოს სააღდგომო კვერცხი და აჩუქოს ნებისმიერ ბავშვს და მალე ის შეძლებს დედობით ტკბობას.

საქართველოს ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებეს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში მეოთხედფინალური მატჩი უკრაინის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.მატჩი ქართველი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა ოთხივე მეოთხედი მოიგო (3:2, 5:4, 5:1, 7:2). საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ბურთი ვატო დადვანმა (5) გაიტანა.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი (2 გოლი), ვატო დადვანი (5), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ბითაძე (1), იოვან სარიჩი (1), ხვიჩა ჯახაია (1), ბესარიონ ახვლედიანი (1), გიორგი მესხი (2), ველიკო ტანკოსიჩი (2), ლუკა ჩიქოვანი (1), სტეფან პიეშივაცი (1), ანდრია ვლაჰოვიჩი (1).ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე მოგვიანებით, ავსტრალიისა და გერმანიის ნაკრებების მატჩში გაირკვევა.მერე დივიზიონის ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის სუპერფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 2026 წლის 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი – სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.უნივერსიტეტის ქუჩაზე გამომსვლელი ქუჩებიდან ავტომანქანები გადაადგილებას თამარაშვილის გამზირის მიმართულებით შეძლებენ.ასევე, კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა იქნება ცალმხრივი. გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგ ქუჩებზე: ჩიტაიას (საბჭოს) მოედანი, მამარდაშვილის ქუჩა, ნორიოს აღმართი, ცაიშის ქუჩა, მახათას აღმართი. ჩამოსვლა შესაძლებელი იქნება ხუდადოვის ქუჩით ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით“, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები