ორშაბათი, სექტემბერი 7, 2026

გიორგი გახარიას ადვოკატი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

მოვითხოვთ ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაკითხვას, ყველაზე მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ოკუპაციასთან დაკავშირებით. თავადაც ადასტურებს იმას, რომ 2012 წლის მერე არანაირი წინსვლა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე არ ჰქონიათ, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ ე.წ ჩორჩანას საქმის არსებით განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში აგორებულ „ტყუილს და პროპაგანდას“ თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე აღმართული საგუშაგოს გამო საქართველომ მილიონობით კვადრატული მეტრის მიწა დაკარგა, თავად ირაკლი კობახიძის განცხადება ჰფენს ნათელს და ადასტურებს, რომ ტყუილია.

„დღეს ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით არსებითი განხილვა მიმდინარეობს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენი ინფორმაციით, ბრალდების მხარეს არ ეყოლება წარმოდგენილი მოწმე და მხოლოდ ფორმალურად იმსჯელებს სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე. თუმცა, დაცვის მხარე დღეს დავაყენებთ შუამდგომლობას დამატებითი მტკიცებულების დართვის თაობაზე და ამასთან დაკავშირებით ასევე, მოვითხოვთ ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაკითხვას. საქმე შეეხება იმ გარემოებას, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა და დეზინფორმატორები „ქართული ოცნების“ პარლამენტში აცხადებდნენ, რომ მილიონი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი დაკარგა ქვეყანამ გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, როდესაც ჩორჩანაში ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღიმართა საპოლიციო საგუშაგო და ამას თავად ტირაჟირებდნენ ირაკლი კობახიძე და მდინარაძის ხელქვეითი დეპუტატები პარლამენტში.

მინდა გაგახსენოთ, რომ 2026 წლის 11 აგვისტოს განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ, სადაც რეალური ინფორმაცია წამოსცდა. შინდისის მემორიალთან აკეთებს ირაკლი კობახიძე განცხადებას, რომ რუსეთს 2012 წლის შემდეგ ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია. ფაქტობრივად, ამით პირდაპირ აღიარა, რომ ჩორჩანასთან დაკავშირებული ნარატივი, თითქოს ქვეყანას ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს აღმართვა ტერიტორიულ ოკუპაციად დაუჯდა იყო მტკნარი სიცრუე პროპაგანდისტული გზავნილი და ზუსტად ემთხვეოდა ერთი-ერთში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გზავნილებს. როდის იტყუება ეს ადამიანი?როგორც ამბობენ, მატყუარას მეხსიერება და სინდისი არ აქვს და ფაქტია, რომ მას მეხსიერება და სინდისი არ აქვს. დაავიწყდა რა საქმე ჰქონდა გაშლილი გიორგი გახარიას წინააღმდეგ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ სასამართლო დაუშვებს ირაკლი კობახიძეს ამ გამოსვლას, როგორც მტკიცებულებას და გამოვიძახებთ მას სასამართლოში, რადგან ამ ადამიანს, რომელიც მთავრობის მეთაურად და საქართველოს პრემიერ მინისტრად იწოდება ყველაზე მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ოკუპაციასთან დაკავშირებით. თავადაც ადასტურებს იმას, რომ 2012 წლის მერე არანაირი წინსვლა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე არ ჰქონიათ და ის ნარატივი, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს აგებით თითქოს დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა არის მტკნარი სიცრუე ,პირიქით გიორგი გახარიამ ჩორჩანაში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე 16 მილიონი კვადრატული მეტრი შეუნარჩუნა ჩვენ ქვეყანას. ვნახოთ სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიღებს და იმედი მაქვს არ იტყვის, რომ საქართველოს მოქმედი პრემიერ -მინისტრის სიტყვები არაფერს არ ნიშნავს“ , – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა ვითარებაა ამ წუთებში კურორტ გომისმთის გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია.კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში.გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ვიდეო: ბათუმელები

ვიქტორ ორბანი – ვულოცავ ალისა ვეიდელს და მთელ AfD-ს საქსონია-ანჰალტში დამაჯერებელ გამარჯვებას, შეიკარით ღვედები, ეს მხოლოდ დასაწყისია

უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და პარტიის ლიდერ ალის ვაიდელს საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.Fidesz-ის ლიდერის თქმით, ულტრამემარჯვენე პარტიის გუშინდელი გამარჯვება გერმანიისთვის და ევროპისთვის უდიდესი ღამე იყო.„ვულოცავ ალისა ვეიდელს, ულრიხ ზიგმუნდს და მთელ AfD-ს საქსონია-ანჰალტში დამაჯერებელ გამარჯვებას! შეიკარით ღვედები. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს ვიქტორ ორბანი.ცნობისთვის, გუშინ გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – ხმების 43.8%-ით დაიკავა. მათ 83 მანდატიან პარლამენტში 39 ადგილი მოიპოვეს, რაც აბსოლუტური უმრავლესობისთვის საკმარისი არ არის. 

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისიაში მიგრაციულ კრიზისებთან ბრძოლის ახალ ზომებზე მუშაობენ

ევროკომისიაში მიგრაციულ კრიზისებთან ბრძოლის ახალ ზომებზე მუშაობენ. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ინიციატივა გამონაკლის შემთხვევაში მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების წესების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.„პოლიტიკოს“ მიხედვით, ევროკომისია მიგრაციულ კრიზისებზე რეაგირებისთვის ზომების პაკეტზე მუშაობს. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ივლისის ბოლოს მაროკოდან ესპანეთის ქალაქ სეუტაში ათიათასობით მიგრანტი ჩავიდა.გამოცემის ცნობით, მიგრაციული ნაკადების კონტროლის საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპარლამენტში გამოსვლის მთავარი თემაც იქნება.ცნობისთვის, ივლისის ბოლოს ათიათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში ზღვით ჩავიდა. კრიზისის ფონზე მადრიდმა ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამხედროების ჩართვა გადაწყვიტა. ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში ჩასული მიგრანტების რაოდენობა 80 ათასს შეადგენდა, თუმცა აღნიშნული მიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე რამდენიმე დღეში დააბრუნეს მაროკოში.ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, სეუტაში ხუთი ათასამდე მიგრანტი რჩება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტია.

ირაკლი კობახიძე – ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია, მათთვის მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია

ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს.„შუა დერეფნის წარმატება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტიანად ვაკავშირებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას და სატრანსპორტო სისტემებს. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და ივნისიდან სრულად შევიდა ექსპლუატაციაში.ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება.ამ ძალისხმევის ცენტრში დგას ადამიანური კაპიტალი. ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია და მათთვის თანამედროვე განათლებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია. მზად ვართ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც აქტიური წვლილი შევიტანოთ შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების გაძლიერებაში.განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შავ ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობას, რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას. საქართველო რჩება საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საზღვაო წესრიგის ერთგული. საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს. მჯერა, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაძლიერებას, რეგიონული კავშირების შემდგომ განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას საქართველოსთვის, შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად შუა დერეფნისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წინასწარი შედეგებით, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43.8% მოიპოვა, ხოლო ფრიდრიხ მერცის პარტიამ – 17.2%

წინასწარი შედეგები მიხედვით, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაიმარჯვა, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა.ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43.8% მიიღო და რეგიონულ პარლამენტში 83-დან 39 მანდატი მოიპოვა, პარტიას აბსოლუტური უმრავლესობისთვის სამი მანდატი დააკლდა.გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტიამ, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ (CDU) ხმების 17.2% მიიღო და 15 მანდატი მოიპოვა.ცენტრისტულ-მემარცხენე „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (SPD) ხმების 9.3% მიიღო, „მწვანეებმა“ – 8.9%, ხოლო „მემარცხენეებმა“ – 8.6%. თითოეულმა მათგანმა პარლამენტში რვა მანდატი მოიპოვა.პარტია „ბსვ“-მ (BSW) ხმების 5.3% მიიღო და პარლამენტში ხუთი ადგილი დაიკავა.არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა განსაკუთრებით მაღალი იყო და 77.8% შეადგინა.

ბოლო სიახლეები