ხუთშაბათი, სექტემბერი 17, 2026

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: ჯერ მენშევიკების აგენტი ოჯახი იყო ამისი ოჯახი, მერე ბოლშევიკების, შემდგომში ნაცისტების და მგონი ბოლოს პაატა ზაქარეიშვილივით, ე.წ სამხრეთ ოსეთის კგბ ამუშავებდა

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმიანება ექსპრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის, განცხადებას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის წევრების მიმართ, რომლის თქმითაც, სწორედ ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროის „თანამდებობის პირების“ აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიას, ვინ დაესმინათ და დაებრალებინათ მოღალატეობა.

გამსახურდიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ოჯახი ჯერ მენშევიკების აგენტი ოჯახი იყო, მერე ბოლშევიკების, შემდგომში კი ნაცისტების და ბოლოს , სავარაუდოდ, პაატა ზაქარეიშვილივით, ე.წ სამხრეთ ოსეთის კგბ ამუშავებდა მას.

„აბა ამას უყურეთ, ჯერ მენშევიკების აგენტი ოჯახი იყო ამისი ოჯახი, მერე ბოლშევიკების, შემდგომში ნაცისტების და მგონი ბოლოს პაატა ზაქარეიშვილივით, ე.წ სამხრეთ ოსეთის კგბ ამუშავებდა ამას. აი ამის ჭკუაზე რომელმა სახელმწიფო მოხელეებმაც გაიარეთ, თქვენ თავებში ჩამახედა, კი ვიცი ბევრის თავებში რაც დევს, მაგრამ მაინც, იქნებ გაიზარდა,“- წერს გიორგი გამსახურდია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველ მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველ მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია

გაირკვა იმ ქართველი ძიუდოისტების ვინაობა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას. პლანეტის პირველობას 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს.ტურნირზე საქართველოს ღირსებას 13 სპორტსმენი დაიცავს – ცხრა კაცი და ოთხი ქალი.სანაკრებო განაცხადი ასე გამოიყურება:კაცები:60 კგ: გიორგი სარდალაშვილი66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი81 კგ: ტატო გრიგალაშვილი90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე100 კგ: ილია სულამანიძე+100 კგ: გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილიქალები:57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე70 კგ: ნინო გულბანი+78 კგ: სოფიო სომხიშვილი2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) დაისაკუთრა, ვიცე-ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლუკა მაისურაძე (90 კგ) დაეუფლა.

კახა კალაძე – ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან

ოპოზიცია გაუბედურებულია, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა.მისივე განმარტებით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ქვეყნის საწინააღმდეგო დავალებების შესრულებით არიან დაკავებულები.„ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან. საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცის, ვინ ვინ არის. იცის ის, რომ ოპოზიცია ჩართულია ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში. ცდილობენ, შეასრულონ გარედან მისული დავალებები. ცხადია, არა სამშობლოს სასიკეთოდ, რადგან გარე პატრონებს თავიანთი ინტერესები აქვთ. სურთ, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად, საქართველო, უკრაინა საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ. ამას რომ ჩვენი ქვეყანა შეეწიროს, არ დავუშვებთ”,- განაცხადა კახა კალაძემ.

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95 წელი შეუსრულდებოდა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობამ იცოდეს იმ მეცნიერთა ღვაწლი, რომლებმაც ქართული მეცნიერებისა და ტექნიკური განათლების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც მხოლოდ წარსულის გახსენება კი არა, მომავალი თაობებისთვის ცოდნის, გამოცდილებისა და სამეცნიერო ღირებულებების გაზიარებას და ახალი თაობის მკვლევართა აღზრდას ემსახურება“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48 და ცენტრის დამაარსებლის დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი, ზურაბ ლომსაძე, ცენტრის თანამშრომლები, უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი პროფესორი თამარ ლომინაძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, დარგის სპეციალისტები და სტუდენტები.ზურაბ ლომსაძის განცხადებით, ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრის მთავარი ამოცანა საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და საწარმოო პოტენციალის კვლევაა და ამ მიმართულებით დაგროვილი სამეცნიერო გამოცდილების თანამედროვე კვლევებთან დაკავშირება.„ცენტრისთვის ეს თარიღი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი 48-წლიანი ისტორიის, არამედ იმ სამეცნიერო მიმართულებებისა და კვლევითი გამოცდილების გამო, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში დაგროვდა. ირაკლი ჟორდანიას სახელთან დაკავშირებული ცენტრის საქმიანობა წლების განმავლობაში საქართველოს ბუნებრივი რესურსების, საწარმოო ძალებისა და ქვეყნის რეგიონული პოტენციალის შესწავლას უკავშირდებოდა. დღეს ჩვენი ამოცანაა, ეს გამოცდილება თანამედროვე კვლევით დღის წესრიგს დავუკავშიროთ. ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, გარემოსდაცვითი გამოწვევები, რეგიონების განვითარების შესაძლებლობები და ქვეყნის საწარმოო პოტენციალის შეფასება კვლავ აქტუალური საკითხებია. ამ მიმართულებით ცენტრი აგრძელებს კვლევით საქმიანობას და ცდილობს, მიღებული შედეგები თანამედროვე სამეცნიერო მოთხოვნებთან და ქვეყნის საჭიროებებთან იყოს შესაბამისობაში. ირაკლი ჟორდანიას 95 წლის იუბილე კი კარგი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი წვლილი ქართული მეცნიერების განვითარებაში და ამავე დროს, დავინახოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მისი სახელობის სამეცნიერო ცენტრს დღეს აკისრია“, - განაცხადა ზურაბ ლომსაძემ.სტუ-ის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე წლისთავი და ცენტრის 48 წლის იუბილე კარგი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ წარმოჩნდეს ის სამეცნიერო მემკვიდრეობა, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა და რომლის გაგრძელებაც თანამედროვე კვლევითი პროცესის ნაწილია.„დღეს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, ქვეყნის საწარმოო პოტენციალის შესწავლა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობების განსაზღვრა კიდევ უფრო აქტუალურია. ამ მიმართულებით ცენტრის კვლევებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან თანამედროვე სამეცნიერო კვლევა მხოლოდ არსებული რეალობის შესწავლას არ გულისხმობს, მისი მიზანია იმ ცოდნის შექმნა, რომელიც ქვეყნის განვითარების პროცესს დაეხმარება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები აქტიურად განაგრძობდნენ კვლევით საქმიანობას, თანამშრომლობდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებთან და მიღებული შედეგები კიდევ უფრო ფართო სამეცნიერო სივრცეში წარმოაჩინონ. ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრის ისტორია და მისი დღევანდელი საქმიანობა სწორედ იმ სამეცნიერო ტრადიციის გაგრძელებაა, რომლის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.სტუ-ის ინფორმაციით, ცენტრის თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას „სამეცნიერო ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 5-წლიანი (2022-2026 წწ.) პროექტის - „საქართველოს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და რეგიონების (მხარეების) საწარმოო ძალების მდგრადი განვითარების პრობლემების კვლევა“ - ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო კვლევების შედეგების შესახებ, ანგარიში წარუდგინეს.

ირაკლი კობახიძე გრიგოლ ლილუაშვილზე – ილაპარაკოს, რაც უნდა, ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა – ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი...

ილაპარაკოს გრიგოლ ლილუაშვილმა რაც უნდა, ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა, საქართველოში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია - ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ელის თუ არა სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის „ალაპარაკებას“.კობახიძემ აღნიშნა, რომ საუბრის უფლება ყველა პატიმარს აქვს, რაც დემოკრატიის ნაწილია.„თუ რაიმე გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაელოდოთ. იყო არაერთი შემთხვევა, როცა სხვადასხვა ბრალდებით და ძირითადად ეს კორუფციული ბრალდებები იყო, კონკრეტული თანამდებობის პირები საპატიმროში აღმოჩნდნენ, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მათ რაღაცების ლაპარაკი სცადეს, თუმცა ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ამ ლაპარაკს არასდროს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. იმდენად სუფთაა ჩვენი საქმიანობა და წესები, რომ ხელისუფლებაზე ვერაფერი ვერ თქვეს. აქ მათ შორის ვგულისხმობ ირაკლი ღარიბაშვილს და არა მარტო მას - წარსულშიც გახსოვთ მათ შორის სუს-ის სისტემის წარმომადგენელი, რომელმაც რაღაცების ლაპარაკი დაიწყო, თუმცა ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ დასმული კითხვის პასუხად.

ბოლო სიახლეები