ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026

გიორგი გაბიტაშვილი საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის კანდიდატად აირჩია

გიორგი გაბიტაშვილი საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად აირჩია. გენერალური პროკურორის მოადგილის კანდიდატურა პარლამენტს გადაეგზავნება.

არჩევანი საბჭოს წევრებმა, დღეს, 3 კანდიდატს შორის გააკეთეს.

“კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა მიიღო ყველაზე მეტი – 11 ხმა, რაც საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ზე მერია. შესაბამისად, დღევანდელი კენჭისყრის შედეგად, გამარჯვებულ კანდიდატად ცხადდება ბატონი გიორგი გაბიტაშვილი და ამ კანდიდატს საპროკურორო საბჭო, შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს”, – განაცხადა პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა.

გაბიტაშვილის გარდა, წარდგენილები იყვნენ დარეჯან ბუცხრიკიძე და ვიქტორ ახალბედაშვილი. მანამდე, სამივე მათგანი, საბჭოს წევრებმა 7 კანდიდატს შორის, გასაუბრების შედეგად, გუშინ ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს.ზურაბ პატარაძე პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინეს.ზურაბ პატარაძე ამ დრომდე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა.პატარაძე 2016-2018 წლებში უკვე იკავებდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას.აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე პატარაძე სულხან თამაზაშვილს შეცვლის, რომელიც 21 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

მიხეილ სააკაშვილი – არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ, არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ

არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ, რადგან ეს მეათეხარისხოვანი და სრულიად არარელევანტური საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„დღესდღეობით დიქტატორი საქართველოს ექცევა როგორც დაპყრობილ ქვეყანას, ართმევს მიწებს, ძარცვავს და ამცირებს, ამონებს ხალხს, იჭერს პატრიოტებს და ამ დამპყრობელთან სასტიკ და უკომპრომისო ბრძოლაში აღარ ვაპირებ, ვინმეს ენა მოვუჩლიქო და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადავუსვა.არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ. არც იმას ვაპირებ, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო.ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ ამას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილი – შეიძლება, უცხოელი კონსულტანტი გყავდეს, საუბარია, რამდენად კანონიერად ურთიერთობ მასთან, გვინახავს, „კანვასი“, თუ აკერმანი როგორ ამზადებდნენ ახალგაზრდებს რევოლუციისთვის

შეიძლება, უცხოელი კონსულტანტი გყავდეს, ამაში დანაშაული არაფერია. საუბარია, უცხოელ კონსულტანტთან რამდენად კანონიერი გზით ურთიერთობ. ასევე მნიშვნელოვანია კონსულტანტის საქმიანობის შინაარსი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის და მომავალი ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით, მოვა დრო და ძალოვანი უწყებები იტყვიან, რას გეგმავდა ოპოზიცია მასთან ერთად“.ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, გამოძიების მასალებს არ იცნობს და არ შეუძლია, რაიმე დააკონკრეტოს.„ფაქტია, ამ კონსულტანტთან ურთიერთობა არ არის კანონიერად გაფორმებული და ალბათ, ტრენინგების შინაარსიც არ არის პოლიტიკური კონსულტაციების ღია და დაშვებული სივრცე. გვინახავს, „კანვასი“, თუ აკერმანი საზოგადოების ნაწილს, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ჯგუფებს როგორ ამზადებდნენ რევოლუციური სცენარისთვის, სახელმწიფო უწყებებზე, პოლიციელებზე როგორ უნდა მიეტანათ იერიში. ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის, რომ ვინმეს კონსულტანტი ჰყავდეს. ოპოზიციის მიერ ამ ყველაფრისთვის თავის არიდება გვაფიქრებინებს, რომ არაკანონიერ ქმედებებთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი – არ შეიძლება, საქართველოს ამ ოპოზიციისგან რაიმე სიკეთის მოლოდინი ჰქონდეს, ხელისუფლებას ჰყავს არა სუსტი, არამედ დესტრუქციული ოპოზიცია

ეს ალიანსი და ლიდერები დაკავშირებულია საქართველოში დესტრუქციული დღის წესრიგის გატარებასთან, მათი საგარეო მფარველობაც ამ დესტრუქციის გატარებისთვისაა, მათი დღის წესრიგი იყო, არის და იქნება საქართველოში დესტრუქციული ქმედებების განხორციელება, მათ მიზნებშიც ზუსტად იგივე წერია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი იმიტომ არის შეტანილი, რომ „თავიდან ბოლომდე დესტრუქციაზე არიან აწყობილი“.„როგორც ჩანს, ალიანსში ვიღაცას უნდა მეტი პოზიცია ჰქონდეს, ვიღაცას სხვა მიზნები აწუხებს. მიხეილ სააკაშვილი არ დაუშვებს, რომ მის ხელში გამოზრდილი და გამობრძმედილი დექსტრუქვისტები მისი კონტროლის გარეშე გავიდნენ. ამიტომ, მათგან უპირობო აღიარებას ითხოვს და ამბობს, რომ მისი ამომრჩეველი ყველაზე დიდია. ვინც სააკაშვილს ეწინააღმდეგება, უნდათ, რომ პროგრესული სახე შეინარჩუნონ. ამიტომ, ფიქრობენ, რომ სააკაშვილი შემოქმედია მძიმე ცხრა წლის. ამ სახის შენარჩუნება ვიზუალის შეცვლით არ ხდება. შინაარსობრივად იმავეს აკეთებენ, რასაც დესტრუქცია ჰქვია. არ შეიძლება, საქართველოს ამ ოპოზიციისგან რაიმე სიკეთის მოლოდინი ჰქონდეს. ხელისუფლებას ჰყავს არა სუსტი, არამედ დესტრუქციული ოპოზიცია. ამიტომ, ეს ცნება უნდა გავყოთ. სახელმწიფოს წინააღმდეგ დესტრუქცია სხვაა. შეიძლება, ნორმალური ოპოზიციონერი იყო, მაგრამ სუსტი იყო. დესტრუქცია და სისუსტე კი სხვადასხვაა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ირაკლი კობახიძე – ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და გეგმას

ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და შესაბამისად, გეგმას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მოხდება მომავალი თვის დასაწყისშივე.„ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას. დასკვნა იქნება ყველაფერთან დაკავშირებით, რამდენად ჯანსაღია ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს მოცემული, როგორ შეიძლება, შეიცვალოს სურათი უკეთესობისკენ. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიარებთ დასკვნებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები