შაბათი, მარტი 15, 2025

გიორგი ბუტიკაშვილი – საინტერესო იყო აშშ-ის ელჩის მკაცრი სახე, დისტანცია, როგორ იდგა ბოჭორიშვილთან – გაჩნდა კითხვები, რადგან მან მოიხსენია, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა, მოლაპარაკებაზე როცა მიდიხარ, მსგავსი სახელდებები მისაღებია

 

„რა ტონითაც არის დაწერილი ეს ტექსტი, არის საკმაოდ მკაცრი, არადიპლომატიურად, პირდაპირ არის მოთხოვნები წაყენებული და ცხადია, ეს მოთხოვნები არ იქნება „ქართული ოცნებისთვის“ მარტივი გასაკეთებელი, ვინაიდან ჩვენ მანამდე პერიოდში რასაც ვხედავდით კონგრესმენების განცხადებებს, წითელი ხაზები არის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ გაფორმებული. იგივე არის ირანთან ურთიერთობები. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დაწერეს კონგრესმენებმა, მათ შორის, უილსონმაც, ირანული კავშირები – ბიზნესი, როგორ იზრდება საქართველოს ურთიერთობა ირანთან, ასევე ჩინეთთან და ანაკლიის პორტი, რომელიც ასევე არის ტრამპის ადმინისტრაციის წითელი ხაზები, შესაბამისად, საელჩოს განცხადებაც თითქოს ამას ამბობს, ანუ სხვა პირობა, ამერიკის სტრატეგიული კუთხიდან რომ შევაფასოთ, სხვა არაფერი იქნებოდა გარდა ამ ურთიერთობებისა.

ასევე, ძალიან საინტერესოა ის, რომ არ არის ურთიერთპატივისცემა დაფიქსირებული ამ ტექსტში, რაც დიპლომატიურ ტექსტს ყოველთვის მოჰყვება – ურთიერთპატივისცემას აფიქსირებს ორივე მხარე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექსტი ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც რეალურად დაწერა ამერიკის საელჩომ.

ძალიან საინტერესო იყო ასევე ელჩის მკაცრი სახე, დისტანცია, როგორ იდგა მაკა ბოჭორიშვილთან. გაჩნდა კითხვები, რადგან მან მოიხსენია, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა, მოლაპარაკებაზე როდესაც მიდიხარ და ეს ჰგავდა მოლაპარაკებით შეხვედრას, იქ მსგავსი სახელდებები მიღებული და მისაღებია“, – აღნიშნა ბუტიკაშვილმა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას, ევროპამ პატივი უნდა სცეს საკუთარ ხალხს, საკუთარ სუვერენიტეტს და ამერიკა ამას მათ ნაცვლად ვერ გააკეთებს – ჯეი...

ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ მას სურს აყვავებული ევროპის ხილვა, რომელიც პატივს სცემს თავის ხალხს.„მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ ევროპასთან ბევრი საერთო გვაქვს. დიახ, ევროპელები ხანდახან მაღიზიანებენ და მათთან გარკვეულ საკითხებზე არ ვთანხმდები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დასავლური ცივილიზაციის აკვანია. ქრისტიანული ცივილიზაციის მთელი იდეა, რამაც ამერიკის შეერთებული შტატების დაარსებამდე მიგვიყვანა, ევროპაში ჩამოყალიბდა. კულტურული კავშირები, რელიგიური კავშირები - ეს ყველაფერი პოლიტიკურ უთანხმოებებს მიღმა გაგრძელდება“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.„მაგრამ ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას. ისინი ვერ ახერხებენ ან არ სურთ თავიანთი საზღვრების კონტროლი. ხედავთ, რომ ისინი ამის წინააღმდეგ გამოდიან და ეს კარგია. ხედავთ, რომ ისინი იწყებენ საკუთარი მოქალაქეების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. მე მინდა, რომ ევროპა აყვავებული იყოს, მინდა, რომ ის იყოს მნიშვნელოვანი მოკავშირე, და ამის ნაწილი არის ის, რომ ევროპამ პატივი უნდა სცეს საკუთარ ხალხს, საკუთარ სუვერენიტეტს და ამერიკა ამას მათ ნაცვლად ვერ გააკეთებს“, - დასძინა ჯეი დი ვენსმა.

„მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, წინსვლა გვაქვს, ვნახოთ, რა გამოვა“ – პუტინი

"მე მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. შედგა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი კონტაქტები ამერიკელ კოლეგასთან. ზოგადად, წინსვლა გვაქვს. ვნახოთ, რა გამოვა", - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.მისი თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს და პირობა მისცა, რომ ალყაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც, პუტინის მტკიცებით, კურსკის ოლქში არიან, იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში, გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება."ჩვენ ვნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის, ბატონი ტრამპის დღევანდელი მიმართვა უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადასარჩენად, რომელთაგან ზოგიერთი ბლოკირებულია რუსული ჯარების მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის რეგიონში შეჭრის ზონაში. იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში მათ გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და რუსეთის ფედერაციის კანონებთან შესაბამისობაში. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრეზიდენტი ტრამპის მეთაურობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თუნდაც რამე აღდგეს იქიდან, რაც ნულამდე იყო დაყვანილი და განადგურებული წინა ადმინისტრაციის მიერ. როგორც ყველამ იცის, მე მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. შედგა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი კონტაქტები ამერიკელ კოლეგასთან. ზოგადად, წინსვლა გვაქვს. ვნახოთ, რა გამოვა", - ამბობს ვლადიმერ პუტინი.

„დოიჩე ველე“ – გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე ვლადიმირ პუტინის განცხადებები მოლაპარაკებების გაჭიანურებაა

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გაჭიანურების ტაქტიკას იყენებს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სკეპტიკურად უყურებენ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ ეს მოლაპარაკებების გაჭიანურებაა.გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, უნდა დაისვას კითხვა, „არსებობს თუ არა სერიოზული დაინტერესება, რომ მხარეებმა იმუშაონ მდგრადი ცეცხლის შეწყვეტისა და მოგვარების მიმართულებით“.მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ პუტინი შეგნებულად არ თანხმდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ბერბოკის თქმით, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულად არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, - ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყება მოქალაქეებს შესაბამის პასუხისმგებლობასაც ახსენებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულად არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ტყის მასივში კოცონის დანთებისგან, ასევე, არ დატოვონ უყურადღებოდ, თვითაალებადი საყოფაცხოვრებო ნარჩენები.აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა ცეცხლის უკონტროლო გავრცელება და გარემოს დაზიანება გამოიწვიოს.დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს", - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, როგორ მთავრდება, ვიცოდით ისიც, როდის აფენენ და იღებენ წითელ ხალიჩებს

ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, როგორ მთავრდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილი ამგვარად გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ნორმალური იქნებოდა, თუ ომი შეწყდებოდა და ევროპა როგორღაც ნაბიჯ-ნაბიჯ და ამერიკა ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგენდა ნორმალურ ურთიერთობებს რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ჯერ აბსოლუტურად არ ვართ იქ“.„ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, თუ როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, თუ როგორ მთავრდება. ისიც ვიცოდით, როდის აფენენ წითელ ხალიჩებს და როდის იღებენ. „რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება. არაფერია მზის ქვეშ ახალი“ (ეკლესიასტე 1:9)“, – წერს პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები