სამშაბათი, მარტი 11, 2025

გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„თანავინსტერების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

თანხის მითვისების ნაწილში ბაჩიაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბაჩიაშვილი აღკვეთის ღონისძიების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება და მართლმსაჯულებას თავი აარიდა, რაც აღკვეთის შეცვლის საფუძველი გახდა. მოსამართლის განმარტებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბაჩიაშვილის ნებისმიერი ფორმით სხდომაზე მონაწილეობის მიღება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს დაარღვევს.

დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. პროკურორის თქმით, ბაჩიაშვილი თავს არიდებს მართლმსაჯულების განხორციელებას.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნულ საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით მას შემდეგ შეეცვალა, რაც მან ქვეყანა დატოვა. გიორგი ბაშიაჩვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნანუკა სტამბოლიშვილმა საიდუმლო გაამხილა – რას ამბობს პოპულარული მსახიობი მის კარიერაზე

ქართველი მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალ Emanet-ში მთავარ როლს ასრულებს. მსახიობმა, რომელმაც არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ქართველ მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა, გადაცემაში „კულინარიული დუელი“ მისი თურქეთში სამსახიობო კარიერის დასაწყისზე ისაუბრა.„რეჟისორმა ინსტაგრამზე მიპოვა, აქედან მოხდა ჩვენი გაცნობა და შემდეგ უკვე მიმიწვიეს. თურქული ენა გადაღებების პროცესში ვისწავლე, პირველი სეზონის დასასრულს უკვე თავისუფლად ვლაპარაკობდი თურქულად.მანამდე კი ძალიან გამიჭირდა.. გადაღებების დროს ერთადერთი ვიყავი, ვინც თურქული არ იცოდა, არც თარჯიმანი მყავდა“, – ამბობს ნანუკა სტამბოლიშვილი.წამყვანის კითხვაზე, თურქეთში ყოფნისას გრძნობს თუ არა, რომ ვარსკვლავია, ნანუკა პასუხობს: „კი, თურქები ისეთივე თბილები არიან, როგორც ჩვენ, ქართველები“.

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ლუკა ჩხიტუნიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დასკვნით დღეს მედლები ხუთ წონით კატეგორიაში (61, 74, 86, 92 და 125 კგ) გათამაშდა.კონტინენტის პირველობის ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრების წევრმა, ლუკა ჩხიტუნიძემ (74 კგ) უკრაინელი ოლინიკი დაამარცხა და ჩვენს გუნდს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა. მესამე ადგილისთვის იჭიდავა სანდრო ყურაშვილმაც (92 კგ), მაგრამ იგი აზერბაიჯანელ ფალავანთან დამარცხდა.შეგახსენებთ, რომ დღემდე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს მოჭიდავეებს მხოლოდ ერთი მედალი ჰქონდათ მოპოვებული – ნიკა ზანგალაძე (57 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.ხვალიდან, 12 მარტიდან, ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოსვლას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.

„გამაგრდი, მატკო“ – რაგბის კავშირი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისში, ვაზისუბანში, მესამე მიკრო-რაიონში მომხდარ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 28 წლის ნიკა მატკავაა.როგორც ახლობლები ამბობენ, ის სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ახალგაზრდა, მორაგბე ლუკა მატკავას ძმაა.ნიკა მატკავას ტრაგიკულ დაღუპვას ეხმიანება რაგბის კავშირი და მორაგბე ლუკა მატკავას თანაუგრძნობს:„საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბორჯღალოსნებისა და „შავი ლომის“ წევრის, ლუკა მატკავას ძმის, ნიკა მატკავას ტრაგიკულად დაღუპვის გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს და ახლობლებს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში. 

ისლანდიაში 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ისლანდიაში 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.ნგრევის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა

ვიტალი ბორისოვმა ალა პუგაჩოვას მის მიმართ მკვლელობის მცდელობაში ბრალი დასდო და საგამოძიებო კომიტეტში საჩივარი შეიტანა

უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა მომღერალ ალა პუგაჩოვას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში. ის ამტკიცებს, რომ პრიმადონა მის მოკვლას ცდილობს და უკვე მოაწყო მკვლელობის მცდელობა. ამის შესახებ SHOT წერს.FPBC-ის ხელმძღვანელმა იუსტიციის გენერალ-მაიორს ანდრეი სტრიჟოვს მიმართა, რომ ეშინოდა მისი სიცოცხლის ხელყოფის გამო. მან შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობა მზადდებოდა და რომ ალა ბორისოვნა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი შემკვეთი. მისი თქმით, მომღერალი შურს იძიებს მისი მოწოდებებისთვის, ჩამოერთვას ტიტულები და სახელმწიფო ჯილდოები, გამოაცხადოს იგი უცხოურ აგენტად და დაისაჯოს ანტირუსული განცხადებებისთვის.ბოროდინმა გასულ წელს უკვე მიიღო მუქარის შეტყობინებები და პოლიციაში განცხადებები შეიტანა. ამჯერად, FPBC-ის ხელმძღვანელი ასევე სერიოზულად შეაშინა პუგაჩოვას მხრიდან შესაძლო ქმედებებმა და მოითხოვა მომღერლის პასუხისმგებლობის დაკისრება სტატიით "მკვლელობა".

ბოლო სიახლეები