სასწავლო გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია, სასკოლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონების გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი წესი შემუშავდება.
„შემუშავდება შესაბამისი წესი, რომელიც შესაბამისი სტანდარტით დაინერგება. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაცული იქნება ბალანსი, რათა არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და ბავშვს მშობელთან ან მისთვის საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ დაერღვეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

