ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

გიგა ბოკერია პრემიერზე: შენი ქვეყნის ინტერესებისთვის საერთაშორისო დონის ტრიბუნის არგამოყენებას ჰქვია ღალატი

სხვა არაფერს ჰქვია ღალატი, თუ არა შენი ქვეყნის ინტერესებისთვის საერთაშორისო დონის ტრიბუნის არგამოყენებას – ასე გამოეხმაურა  “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას.

„ყველა ნორმალური ხელისუფლება ამ დონის საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაყენებლად და გზავნილის მისატანად პარტნიორებისადმი, მსოფლიოსადმი. ამის ნაცვლად, ჩვენ მოვისმინეთ ცუდი კომენტატორის გზავნილები. არცერთი გზავნილი, რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის, არ გაგვიგია. მოვისმინეთ გზავნილები მოპუტინისტო კომენტატორის. სხვა არაფერს ჰქვია ღალატი, თუ არა ასეთი ტრიბუნის არგამოყენებას შენი ქვეყნის ინტერესებისთვის, – ამბობს ბოკერია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება, მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართული არიან მყვინთავთა ჯგუფი.„თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა რამდენიმე მგზავრი გადავარდა მდინარე მტკვარში. შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა. ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკა. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის, მიმდებარე ტერიტორიაზე“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა-საბერძნეთში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კუნძულ კასოსთან მოხდა.საბერძნეთის საგანგებო სამსახურებმა მოსახლეობას სანაპიროს დატოვებისკენ მოუწოდეს.კუნძული კასოსი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 1000 ადამიანია, ეგეოსის ზღვაში მდებარეობს კრეტასა და როდოსს შორის.მიწისძვრა იგრძნეს ეგვიპტეში, ისრაელსა და თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიც.

ვოლოდიმირ ზელენსკი – მე თუ პუტინს შევხვდები, ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკური გამარჯვება, ცეცხლის შეწყვეტა, ყველა ტყვის გაცვლა ან რაიმე მსგავსი

ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინთან ვლადიმერ შეხვედრის შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტასა და ტყვეების გაცვლაზე საუბარს გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „Liberation“-თან ინტერვიუში ისაუბრა.მისი თქმით, შეხვედრას სიმბოლური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.„მე თუ მას შევხვდები, ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკური გამარჯვება, ცეცხლის შეწყვეტა, ყველა ტყვის გაცვლა ან რაიმე მსგავსი“,- განაცხადა ზელენსკიმ.ზელენსკის თქმით, „რუსები არ ენდობიან“ უკრაინელებს და უკრაინელები არ ენდობიან რუსებს“. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ გარე შუამავლებს შეუძლიათ ნებისმიერი შეთანხმების დაცვის გარანტირება.ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის სტამბოლში ჩასვლამ, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს იქ ჩასვლისკენ უბიძგოს.„პუტინი თუ არ ჩამოვა, ეს მისთვის სრული დამარცხების შთაბეჭდილებას დატოვებს“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკი აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. კონფლიქტის შესაძლო ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ თქვა: „არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ არა ათი წელი. უკრაინა ვერ გაუძლებს. ეს ყველას ძვირად უჯდება და არა მხოლოდ მეგობრებს, არამედ მტრებსაც“.ამასთან, ზელენსკის თქმით, შესაძლოა, კვირას რომის პაპს შეხვდეს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთთან მოლაპარაკებებზე.„შესაძლოა, კვირას, თუ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს კვირა“, ​​​​​​​​​​​​​​​​- განაცხადა ზელენსკიმ.

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა – ამოყვანილია ერთი მგზავრი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ავტომობილში კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა

თბილისში, გვიან ღამით, მანქანა მტკვარში გადავარდა - მაშველებმა მტკვრიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ავტომობილში რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა.

მტკვარში მანქანა გადავარდა – ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს

თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში მანქანა გადავარდა.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იმყოფება ავტომობილში. დეტალები დგინდება.

ბოლო სიახლეები