ბატონი შალვა უნდა დარჩენილიყო ბოლომდე, თუ უნდოდა, სრული სურათი ჰქონოდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომელმაც კრისტიან დანიელსონის ჩართულობით მიმდინარე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა პროტესტის ნიშნად მალევე დატოვა.
„ბატონ ნათელაშვილს თუ უნდოდა, გაეგო მთელი შეხვედრის დროს რაზე იყო ლაპარაკი, მაშინ უნდა დარჩენილიყო. მე რისი თქმაც საჭიროდ ჩავთვალე, უკვე გითხარით. ყველა თემაზე ვისაუბრე და ვთქვი, რომ იყო უმძიმესი შეხვედრა. ამაზე მეტის არაფრის თქმას არ ვაპირებ“, – განაცხადა ბოკერიამ.