სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

გია ხუხაშვილი „ქართულ ოცნებაზე“: შეიძლება ბევრი ადამიანი დააჯერონ, რომ რაღაცას ებრძვიან

იქნება კორუფციასთან ბრძოლის იმიტაციები, ასევე იქნება დაჭერებიც, არა კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით, არამედ კორუფციის კონტროლირებად სქემაში დაბრუნების ეგიდით, – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა.

„კორუფციასთან ბრძოლა ამ ხელისუფლების პირობებში აბსურდია. ირაკლი კობახიძე არ არის მხედართმთავარი და არც ოფიცერი, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს არის მონოთეისტური რელიგიური ორგანიზაცია, სადაც თამაშის წესებს ერთი ადამიანი კარნახობს. იმ ადამიანისთვის კორუფციასთან ბრძოლა მხოლოდ იმიტაციაა. მისთვის სახელმწიფოს მართვაში კორუფციის მექანიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია, თუმცა მას უნდა რუსული მოდელის კორუფცია, როდესაც ეს ყველაფერი კონტროლირებადია და, ფაქტობრივად, ერთ სალაროზე მუშაობს. ადამიანს რომ ეტყვიან, შენ მილიონის მოპარვის უფლება გაქვს, მან უნდა მოიპაროს მილიონი და არა 10 მილიონი.

აქედან გამომდინარე, იქნება იმიტაციები, ასევე იქნება დაჭერებიც, არა კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით, არამედ კორუფციის კონტროლირებად სქემაში დაბრუნების ეგიდით და მეორეს მხრივ, საარჩევნოდაც გარკვეული ბონუსია იმიტომ, რომ შეიძლება ბევრი ადამიანი დააჯერონ, რომ რაღაცას ებრძვიან. ეს არის ამოცანა, თორემ ბიძინასთვის კორუფცია ჩვეულებრივი ამბავია“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა. ბიძგები რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტამბოლშიც, იგრძნობოდა. ამ დროისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.

გაფრთხილება მათ, ვინც სამგზავრო ბარათით სარგებლობს – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და ამით თაღლითური სქემის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.„ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი სუხიტაშვილი-იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა… ეს “მხარეები” აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება…

,,საუბედუროდ ამ ქვეყანაში, სიკვდილით სასჯის მომხრე ბევრია (მათთვის სასურველია წამებით მოხდეს ეს), უბრალოდ ბერ ბედავენ ამის თქმას რადგან არ იციან "ვისიანი"აღასრულებს ამას...იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა...ეს "მხარეები" აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება...''-წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს

უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„რამდენიმე სწრაფი პუნქტი – როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტის გეგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო კვირაში ან 10 დღეში“, – განუცხადა ზელენსკიმ Axios-ს.Axios-სი ასევე წერს, რომ ზელენსკის ამ განცხადევის მიზეზია, ტრამპის მოწოდება, რომ ომი არსებულ საბრძოლო ხაზებზე შეჩერდეს.უკრაინის ლიდერმა ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ რუსეთზე ნაწილობრივი ზეწოლის ფარგლებში შეერთებული შტატების ადმინისტრაციას სთხოვს არა მხოლოდ „ტომაჰავკების“ რაკეტებს, არამედ „მსგავს საშუალებებს”, რომლებიც არ საჭიროებენ ხანგრძლივ სწავლებას გამოყენებისთვის.

კახა კალაძე : ,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო”

,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო პირადად ჩემთვის და “ქართული ოცნების” დიდ ოჯახისთვის. ლაშა ბასლანძის სახით ქვეყანამ დაკარგა პატრიოტი კაცი, საზოგადოებამ კი სიმართლისთვის მებრძოლი, უკომპრომისო მოქალაქე. სამძიმარს ვუცხადებ ლაშას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს!''-წერს კახა კალაძე.

ბოლო სიახლეები