პარასკევი, მაისი 2, 2025

გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ტოვებს

გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ტოვებს.

აღნიშნულის შესახებ გია ხუბუა სოციალურ ქსელში წერს.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე. უფრო მეტი დრო მინდა, დავუთმო ჩემს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას. ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია. წარმატებებს ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში“, – წერს გია ხუბუა.

გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად 2024 წლის ივლისში დაინიშნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკო რუბიომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას შენიღბული ტირანია უწოდა – ეს დემოკრატია არ არის, გერმანიამ კურსი უნდა შეცვალოს

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მკაცრად აკრიტიკებს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ. ამის შესახებ რუბიომ მიკრობლოგ „იქსზე“ დაწერა.„გერმანიამ ახლახან თავის სადაზვერვო სააგენტოს ოპოზიციის თვალთვალის ახალი უფლებამოსილებები მისცა. ეს დემოკრატია არ არის – ეს შენიღბული ტირანიაა. ნამდვილად ექსტრემისტული პოპულარული AfD („ალტერნატივა გერმანიისთვის“) კი არაა, რომელმაც ბოლო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, არამედ ისტებლიშმენტის მომაკვდინებელი ღია საზღვრის საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელსაც AfD ეწინააღმდეგება. გერმანიამ კურსი უნდა შეცვალოს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა მიიღო, რომელიც პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.

ინტერპოლით ძებნილ აზერბაიჯანის მოქალაქეს, რომელიც სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ინტერპოლით ძებნილი და ქართველი სამართალდამცველების მიერ რუსთავში დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა დაასრულა - მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აზერბაიჯანის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.41 წლის კაცს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედება ბრალი. მას კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია - ინტერპოლი ეძებდა.თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ ჯავედ ხუდამოვი, 2022 წელს, საქართველოში თურქეთიდან, სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით, სხვისი პასპორტით შემოვიდა. დაცვის მხარე ხაზს უსვამს, რომ, საქართველოში ყოფნის 3 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის მოქალაქეს კანონი ერთხელაც არ დაურღვევია. ადვოკატი აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმაც - მისი თქმით, ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანების გაყიდვითაა დაკავებული.აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ჩაინიშნა წინასასამართლო სხდომა - პროცესი 24 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ხუდამოვი 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანდა."კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი.ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

თამარ ჩერგოლეიშვილი – „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეალურად ერთი გარეცხვაღა არიან დარჩენილები, გზა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს, არის სალომე ზურაბიშვილის შემოთავაზებული გზა

გზა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს, არის გზა, რომელიც დღეს გთავაზობს სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.ჩერგოლეიშვილის თქმით, გამოარჩევს სალომე ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლატფორმას“, რადგან „ამ ჯიუტმა ქალმა გაარღვია მოჯადოებული წრე“.„სამუშაო ზუსტად ის, რომ უნდა ენდოს ხალხი. ეს არის ჩვენი გამოწვევა, რადგან ნდობა პოლიტიკურ სპექტრს შორის არის დაბლა დასული. სწორედ ამით გამოვარჩევ სალომე ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლატფორმას“, რომ გაარღვია მოჯადოებული წრე ამ ჯიუტმა ქალმა, რომლის ინსტრუმენტალიზებაც ძალიან გაუჭირდათ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს.დღეს დასახული ამოცანები არის სრულიად რეალისტური იმ შემთხვევაში, თუ ამ ამოცანების მიხედვით ვივლით და პოლიტიკური სპექტრიდან, იქ შემავალი პარტიებიდან ეგო არავის გაუსხავს. ეს არის სამუშაოზე, საქმეზე ორიენტირებული პროცესი. აქ უბრალოდ ვერ იჩხუბებ ვერაფერზე“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.მისივე თქმით, ოპოზიცია დღეს უკეთეს ფორმაშია.„ეს პასუხი მიიღეს შეხვედრაზე ელჩებმაც. ჩვენ უამრავი განსახვავების მიუხედავად, ვართ მრავალპარტიული კოალიცია, რომელსაც აქვს განსხვავებები და ამ განსხვავებებზე კამპანიას ეწევა. ჩვენ არ გაგვიჩერებია ჩვენი კამპანია. ფაქტია, რომ ჩვენი პარტია არ ეყოფა მხოლოდ იმას, რომ ქვეყანა კრიზისიდან ამოიყვანოს, არ ვართ იმხელა პარტია და საჭიროა სხვა პარტიებთან თანამშრომლობა. ჩვენ ვემსახურებით იმ ამოცანებს, რაც პროტესტს აქვს და ამ ამოცანით ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფები“, – აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

„სასწრაფოდ გადააზიარეთ…“ – ბათუმში, 4 წლის ბიჭი მშობლებს ეძებს

ბათუმში, 4 წლის ბიჭი მშობლებს ეძებს.ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.„ბათუმში 26 მაისის 53 ნომერთან ვიპოვეთ პატარა ბიჭი, სასწრაფოდ გადააზიაროთ ! დაახლოებით 4 წლის ! არ საუბრობს. გთხოვთ განიცდის  ბავშვი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გთხოვთ გაავრცელოთ-სურამში 15 წლის ბიჭს ეძებენ

სურამში 15 წლის ბიჭს ეძებენ - ინფორმაციას მოზარდის მამიდა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე ცნობით, მოზარდი სკოლაში მივიდა, ჩანთა დატოვა, შენობიდან გავიდა და მას შემდეგ ვეღარ პოულობენ. ჩემი ძმისშვილი სურამის მეორე სკოლიდან დაიკარგა. არის 15 წლის. სკოლაში მივიდა ,დატოვა ჩანთა და გავიდა. შუადღის 2 საათის შემდეგ ვეძებთ. გთხოვთ გადააზიარეთ - იქნებ ვინმემ დაინახა. აცვია შავი ჯინსის შარვალი, შავი ზედა თეთრი ზოლით. ახურავს ნაცრისფერი კეპი. დაგვირეკეთ თუ რამეს შეიტყობთ. 599106802 ნინო. 599802711 გადამიზიარეთ ყველგან გთხოვთ", - წერს მოქალაქე, ნინო გიგაშვილი.

ბოლო სიახლეები