შაბათი, აგვისტო 2, 2025

გია ვოლსკი – შეიძლება, პოლიტიკური კორუფცია დავარქვათ, როცა ელჩი პოლიტიკური ლიდერისგან ქირაობს სახლს, თანაც ხელშეკრულების გარეშე

ჩვენ არ ვიცით, რას გულისხმობს გერმანიის კანონი, მაგრამ ყველანაირი წესი დარღვეულია, როდესაც ელჩი ხელშეკრულებას არ აფორმებს გამქირავებელთან, მით უმეტეს, თუ გამქირავებელი პოლიტიკური პარტიის ლიდერად არის ცნობილი. ამას შეიძლება დავარქვათ პოლიტიკური კორუფცია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საშემოსავლო გადასახადის დამალვის გარდა, ეს სერიოზული პოლიტიკური თემაა.

„თუ კი ეს ასეა, ჩვენ, მაგალითად, არ ვიცით, რას გულისხმობს გერმანიის კანონი, მაგრამ ყველანაირი წესი და ნორმა დარღვეულია, როდესაც ელჩი ხელშეკრულებას არ აფორმებს გამქირავებელთან. მით უმეტეს, თუ გამქირავებელი პოლიტიკური პარტიის ლიდერად არის ცნობილი. შესაბამისად, ეს ელჩიც მის პოზიციას უჭერს მხარს, მათ შორის საკმაოდ აგრესიულად. ამას შეიძლება, დავარქვათ პოლიტიკური კორუფცია.

სამართლებრივად ეს რამდენად ითარგმნება კონკრეტულ დარღვევაში საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის ფაქტთან დაკავშირებით, რა შეიძლება, ითქვას, ალბათ კომპეტენტური ორგანოები იტყვიან. დარწმუნებული ვარ, გერმანიაში არანაირი ისეთი კანონი არ არსებობს, რომელიც ასეთ უმსგავსობას უშვებს, რომ ელჩი პოლიტიკური ლიდერისგან ქირაობს სახლს, თანაც ხელშეკრულების გარეშე. არავინ იცის, ვინ რას იხდის და ანგარიშს ბერლინში აგზავნის. იქ რას მიუთითებს, რომ პოლიტიკურ ლიდერს ქეშით უხდის? ეს რა რაკურსით შეიძლება განხილული იყოს, ჩემთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, პოლიტიკური კორუფცია სახეზეა. თავი რომ დავანებოთ, რომ შეთანხმების დოკუმენტი არ არსებობს, პოლიტიკური ლიდერისგან სახლის დაქირავება ელჩის მხრიდან და შემდეგ ამ პოლიტიკური ლიდერის იდეების და პოზიციის გაზიარება, თან ასე აგრესიულად, ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ეს პოლიტიკური კორუფციაა. უფრო მეტიც, ეს კონკრეტულ ელჩი საქართველოს არ იხილავს იმ სახელმწიფოდ, სადაც წესები უნდა დაიცვან. არ იხილავს იმ სახელმწიფოდ, რომელსაც გარკვეული ტრადიცია, კულტურა აქვს. ამით შეურაცხყოფს თუ არა მასპინძელ ქვეყანას და საზოგადოებას, მისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ „საინტერესო არ არის, გერმანიის ელჩი რას ამბობს“. კობახიძის თქმით, ელჩი, მას შემდეგ, რაც დაბინავდა მამუკა ხაზარაძის პირად საკუთრებაში, ემსახურება რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ხელწერაა, თუმცა ეს მცდელობები როგორც წარსულში იყო წარუმატებელი, მომავალშიც ასე იქნება

სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა არის ერთ-ერთი მთავარი ხელწერა, რაც ახასიათებს რადიკალურ ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა არის პირდაპირი დავალება, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის წარმოება.„ეს ყველაფერი არის გარე დავალებები, თუმცა არსებობს სოციოლოგიური კვლევები, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ უკლებლივ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის რეიტინგი აჭარბებს 50%-ს. მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან მყარად ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად აჭარბებს 60%-იან მაჩვენებელს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციურ კამპანიებს არ აქვს შედეგი.ეს არის უცხოური აგენტურა. უცხოურ აგენტურას აქვს ერთადერთი მისია, სცადონ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, ცესკო-ს დაკნინება. როგორც წარსულში იყო ეს მცდელობები წარუმატებელი, ასევე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა კობახიძემ.

გურამ მაჭარაშვილი – მნიშვნელობა არ აქვს ალეკო ელისაშვილი დასახელდება თუ სხვა პიროვნება, კახა კალაძეს თბილისში კონკურენტი ვერ ეყოლება, ბუნებაში არ არსებობს ასეთი კანდიდატი

რაც უფრო მეტი გაშარჟებული და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი კომიკური ფიგურა იქნება წარმოდგენილი მერობის კანდიდატად, ქართული საზოგადოებისთვის უკეთესია, დაინახავენ, რამდენად არასერიოზულად ეკიდებიან რადიკალურ ოპოზიციაში ამ არჩევნებს, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ალეკო ელისაშვილი დასახელდება კანდიდატად თუ სხვა პიროვნება, თბილისში კახა კალაძეს კონკურენტი ვერ ეყოლება, ბუნებაში არ არსებობს ასეთი კანდიდატი.„თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში კახა კალაძეს რეალური კონკურენტი ვერ ეყოლება, ბუნებაში არ არსებობს ასეთი კანდიდატი. რაც უფრო მეტი გაშარჟებული და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი კომიკური ფიგურა იქნება, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება ქართული საზოგადოებისთვის, დაინახავენ, რამდენად არასერიოზულად ეკიდებიან რადიკალურ ოპოზიციაში ამ არჩევნებს. კონკრეტულ გვარებს და სახელებს არ ვიტყვი, ამას ქართული საზოგადოება შეაფასებს. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ელისაშვილი იქნება თუ ნებისმიერი გვარის სხვა პიროვნება. მნიშვნელობა იმას ექნება, რაც უფრო მეტად გაშარჟებული და გაშიფრული აგენტი იქნება წარმოდგენილი, მით უფრო უკეთ დაინახავს ქართული საზოგადოება, რატომ უნდა მისცეს ხმა იმ კანდიდატებს, ვისაც ასახელებს „ქართული ოცნება““, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა მათი პოზიციის ნაწილი კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა

შემაშფოთებელია შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება, რაც ეწინააღმდეგება გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას.„შემაშფოთებელია შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება, რაც ეწინააღმდეგება გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს.იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ერთ წევრსაც შეუძლია კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაბლოკვა, მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტენსონმა უკრაინელ LGBTQI ვეტერანებთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა: „უკრაინაში ერთნაირსქესიან წყვილებს არ შეუძლიათ ქორწინება, LGBTQI თემის სრული სამართლებრივი დაცვა მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის, შვედეთი ყურადღებით დააკვირდება, რომ ეს ვალდებულება შესრულდეს“.

ალეკო ელისაშვილი – მზად ვარ, მერობის კანდიდატი ვიყო, არსად დავზოგავ თავს, თუ იქნება სხვა, უფრო მაგარი, მებრძოლი კანდიდატი, მხარში დავუდგები, სანაცვლოდ არანაირი პოზიცია არ...

მზად ვარ, მერობის კანდიდატი ვიყო, არსად თავს არ დავზოგავ. თუ იქნება სხვა უფრო მაგარი, მებრძოლი კანდიდატი, მხარში დავუდგები, სანაცვლოდ არანაირი პოზიცია არ მაინტერესებს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.მისი თქმით, კახა კალაძეზე ათასჯერ უკეთესი მერი იქნებოდა.„მარტივი ბრძოლა არ გველის. ძალიან უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ. კი, ჩვენ საარჩევნო ბრძოლაში შევდივართ. რაც შემეხება მე, თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მზად ვარ, მერობის კანდიდატი ვიყო. არსად თავს არ დავზოგავ. კახა კალაძეზე ათასჯერ უკეთესი მერი ვიქნებოდი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.რაც შეეხება მისი კანდიდატურის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ პოზიციას, რომ შეთანხმება ნეიტრალურ კანდიდატზე უნდა მოხდეს, ალეკო ელისაშვილის თქმით, ამ მოსაზრებას მხარს უჭერს.„არანაირი პოლიტიკური და თანამდებობრივი ამბიცია არ მაქვს. მერობის კანდიდატი ვინც არ უნდა იყოს, მასთან საათობით ვიჯდები და კვალიფიციურ ადამიანებთან ერთად დავუსაბუთებ, რომ ერთ წელიწადშია შესაძლებელი, თბილისში საცობები საერთოდ არ იყოს. ჩემი კანდიდატურა განიხილება, მაგრამ ასევე განიხილება სხვა კანდიდატებიც. სხვა, უფრო მაგარი, უფრო მებრძოლი კანდიდატი თუ იქნება, ერთმნიშვნელოვნად დავუდგები მხარში. მხარში დგომის სანაცვლოდ არანაირი პოზიცია არ მაინტერესებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვლადიმერ პუტინი – უკრაინის მცდელობები, აღიდგინოს საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი, სწორია

უკრაინის მცდელობები, აღიდგინოს საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი, სწორია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის გაუქმების მცდელობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათ მხოლოდ თავი შეირცხვინეს.პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ინსტიტუტების ეფექტურობა უკრაინაში მათი არსებობის 10 წლის განმავლობაში ნულის ტოლი იყო.„მათ სცადეს იქ რაღაცის შეცვლა, როგორმე სუვერენიტეტის ნაწილი მაინც დაებრუნებინათ. თუ ზემოდან არ მოსწონდათ, უსტვენდნენ, აწკაპუნებდნენ და მაშინვე ყველაფერს უკან აბრუნებდნენ. უკეთესი იქნებოდა, არაფერი გაეკეთებინათ, უბრალოდ, ერთ ადგილას დამსხდარიყვნენ და ყველაფერი მოწესრიგებული იქნებოდა. უბრალოდ, თავი შეირცხვინეს – და სულ ესაა. როდის შეიქმნა ეს ინსტიტუტები  უკრაინაში? 2015 წელს. და დღეს რომელი წელია? 2025 წელი. შეხედეთ, ისინი, 10 წელია, არსებობენ და მთელ მსოფლიოში ყველა მთელი გულით ყვირის: „დამეხმარეთ, კორუფცია უკრაინაში ყველას მოიცავს“. დიახ, ეს მართალია, მაგრამ გარედან შემოყვანილი ინსტიტუტების ეფექტურობა ნულის ტოლია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ბოლო სიახლეები