სამშაბათი, მარტი 10, 2026

გია ვოლსკი – ფიშერთან შეხვედრები ეხება დღის წესრიგს, როგორმე საქართველოში შემოიტანონ გარკვეული რესურსი, რომელიც მოხმარდება ექსტრემიზმს, შანტაჟისთვის იყენებენ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას

ოპერაში ლეონკავალოს ახალი სპექტაკლი – „ჯამბაზები“ დაიდგა და არ მგონია, ნინო ლომჯარიასა და პეტერ ფიშერს ამაზე ესაუბრათ. ფიშერსა და ლომჯარიას აქვთ დღის წესრიგი, რომელიც ერთსა და იმავე თემებს ეხება. ამ დღის წესრიგის იქით, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, არანაირი ახალი თემა არ არის შეთავაზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ყოფილი სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიასა და გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პეტერ ფიშერთან შეხვედრები ეხება დღის წესრიგს, როგორმე საქართველოში შემოიტანონ გარკვეული რესურსი, რომელიც მოხმარდება ქვეყანაში ექსტრემიზმის განვითარებას და მოხდება საქართველოს დისკრედიტაციაც.

„უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იყენებენ შანტაჟისთვის. სხვა თემები არ განხილულა და არც განიხილება, რადგან სხვა რესურსი არ აქვთ. მათი მიზანია, როგორმე საქართველოში ბომბი ჩამოვარდეს, ეკონომიკური სანქცია დაწესდეს, ქუჩაში მეტი ხალხი გამოვიდეს და ა.შ. სხვა თემები არც არასოდეს განხილულა და არც განიხილება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

6 წლის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება

6 წლის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას მძიმე დიაგნოზი - ენცეფალიტი დაუდგინდა. მისი მდგომარეობა სერიოზულია და ექიმების რეკომენდაციით, საჭიროა მისი სასწრაფოდ გადაყვანა თურქეთში, სადაც უნდა გაგრძელდეს მკურნალობა. ამ დროისთვის ოჯახს სჭირდება 13 000 დოლარის შეგროვება, რათა შეძლონ ბავშვის გადაყვანა და მკურნალობის დაწყება.დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:"კრედო ბანკი": GE28CD0360000021630087 - მიმღები თ.მ (პირადი 08001033853)"თიბისი ბანკი": GE07TB7678745064300026 - მიმღები თ.მ პირადი ნომერი (08001033853)"საქართველოს ბანკი": GE30BG0000000528950970 - მიმღები თ.მ პირადი(08001033853)

ეტიბარ ემინოვი – საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად...

საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, – ამის შესახებ აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა, ეტიბარ ემინოვმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე განაცხადა.მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას.„სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად ეკიდება“, – აღნიშნა ეტიბარ ემინოვმა.

სტივ უიტკოფი – ტრამპი წარმატებით აგვარებს სხვადასხვა საკითხს, რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით მეტი დრო დასჭირდა, მაგრამ ვხედავთ ნიშნებს, რომ ორივე მხარე დაიღალა, იმედი მაქვს, გარდამტეხი მომენტის...

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ირანის ქმედებებს გმობს და აცხადებს, რომ არ არსებობს საერთო გეგმა, რომელიც მიმდინარე ომს დაასრულებს.მისივე თქმით, ირანი რეგიონის ქვეყნებს განურჩევლად ესხმის თავს.„განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ იმით, რომ, როგორც ჩანს, არ არსებობს საერთო გეგმა, როგორ მივიყვანოთ ეს ომი სწრაფ და დამაჯერებელ დასასრულამდე. ამასობაში, ჩვენ სახიფათო ესკალაციის მომსწრე ვართ. ირანი განურჩევლად ესხმის თავს რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის ჩვენს ახლო პარტნიორებსა და მოკავშირეებს. ჩვენ ამას უმკაცრესად ვგმობთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ გერმანიასა და ევროპას დაუსრულებელი ომი არ სურთ.„ჩვენ დაუსრულებელი ომის მიმართ ინტერესი არ გვაქვს. ასევე, არ გვაქვს ინტერესი ირანის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფოებრიობის ან ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის დარღვევის მიმართ. ისეთი სცენარი, როგორიც ლიბიაში, ერაყში ან რეგიონის სხვა ქვეყნებში ვნახეთ, ყველას დაგვაზარალებს. ეს გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე, ენერგომომარაგებაზე და შესაძლოა, მიგრაციასთან დაკავშირებულ ვითარებაზეც“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.ამასთან, მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებით ისარგებლოს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში უპირატესობა მოიპოვოს.„ჩვენ ვიცით, რომ კრემლი ყურადღებით აკვირდება, სად ხსნის შესაძლებლობებს ირანთან ომი. ირანის გარშემო დრამატული მოვლენები იზოლირებულად არ უნდა განვიხილოთ. ისინი განუყოფლად არის დაკავშირებული რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დამპყრობელ ომთან. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პარტნიორებს თავიანთი ძალები გაჰყავთ ნატო-ს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფლანგებიდან, ჩვენ ადგილზე ვრჩებით. ტვირთის გადანაწილება მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვს უკრაინისა და ევროპის დასუსტების შესაძლებლობას მივცემთ“, – აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძალოსნობაში გიორგი ლაცაბიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძალოსნობაში აკაკი ჯინჭარაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, გიორგი ლაცაბიძე კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.შეჯიბრება საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, რომელშიც 27 ქვეყნის 300-მდე პარაათლეტი და დელეგატი მონაწილეობს.ევროპის ჩემპიონატი 11 მარტს დასრულდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნაზე დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, აშშ ასეთ დათმობებზე არ წავა

ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, რომ აშშ ასეთ დათმობებზე არ წავა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.მისივე განცხადებით, ყველასთვის სწორი სტრატეგიაა, რუსეთს ეკონომიკური მხარდაჭერა არ გაუწიონ.„როგორ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა, თუ ის აგრესორია? ეს ნიშნავს, რომ ამის გაკეთება არა მხოლოდ მათ შეუძლიათ. პრინციპში, ეს არც ისე პოზიტიური მაგალითია სხვებისთვის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბოლო სიახლეები