პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025

გია ვოლსკი: საქართველოს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ აშშ-ის ინტერესები დაზიანებულიყო

საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ზედმიწევნით შეესაბამება იმ ინტერესებს, პოლიტიკას, სტრატეგიას და ხედვას, რომელიც ამერიკის ახალ ადმინისტრაციას აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა ამერიკელი სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლო ნაბიჯები, ვიდრე ურთიერთობის გადახედვაზე გადაწყვეტილებას მიიღებს“.

გია ვოლსკის თქმით, საქართველოს ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ საქართველოში აშშ-ის ინტერესები დაზიანებულიყო.

„ახალი ადმინისტრაცია რომც არ მოსულიყო, საქართველოს ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული არც ერთი ნიშნით არ შეესაბამება იმ დახასიათებას, რომელიც ზოგიერთი სენატორისგან გავიგეთ. საქართველოს ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ საქართველოში აშშ-ის ინტერესები დაზიანებულიყო. რასაკვირველია, რუსეთს არანაირი ნაბიჯი გადმოუდგამს იმისთვის, რომ საქართველოსთვის რაიმე უპირატესობა მიეცა მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. ეს არის რეალობა, რომელსაც შეგნებულად არ ითვალისწინებენ საქართველოს წინააღმდეგ ამხედრებული ადამიანები, მათ შორის ეს კონკრეტული სენატორები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი გრძელიშვილი – „დიფ სთეითისთვის“ არსებობს გაუკუღმართებული სტანდარტი, როდესაც ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებს მსხვერპლად აცხადებენ, კანონის აღმსრულებელ ხელისუფლებას კი – მოძალადედ

მსჯავრდებული მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია, საერთაშორისო პრესა, რომელიც ზუსტად ისე, როგორც ბრიუსელის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ერთი ცენტრიდან იმართება, ერთი ხელით ტოტალურად კონტროლდება და ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება კონკრეტულ მიზანს ემსახურება, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გრძელიშვილი საერთაშორისო პრესის ინსტიტუტისა და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის პარტნიორობით დაწესებული მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მზია ამაღლობელისთვის გადაცემას.როგორც გრძელიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, ამაღლობელს „დაუფასეს“ დავალების პირნათლად შესრულება და საერთაშორსიო ასპარეზზე გმირად გამოაცხადეს, რაც „დიფ სთეითის“ ხელწერაა, ვინაიდან, მათთვის როგორც პოლიტიკაში, ისე მედიაში, გაუკუღმართებული სტანდარტი მოქმედებს.„ამ შემთხვევაში მსჯავრდებული ამაღლობელი მიზანმიმართული ძალადობისთვის, სახელმწიფოსა და მის ინსტიტუციებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, ხოლო შედეგად ვხედავთ, რომ „დაუფასეს“ დავალების პირნათლად შესრულება და საერთაშორისო ასპარეზზე არც მეტი, არც ნაკლები – გმირად გამოგვიცხადეს.სწორედ ეს არის „დიფ სთეითის“ ხელწერა – პოლიტიკაშიც და მედიაშიც მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი – გაუკუღმართებული სტანდარტი, როდესაც ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებს მსხვერპლად აცხადებენ – კანონის აღმსრულებელ ხელისუფლებას კი მოძალადედ. როდესაც მოძალადე ჟურნალისტს გმირის ჯილდოს აძლევენ, ხოლო საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად შემსრულებელ ჟურნალისტებს რუსული პროპაგანდის გამხმოვანებლად მოიხსენიებენ ისე, რომ ერთი ფაქტის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ.  მაშინ, როდესაც ქართული პოლიტიკური და მედია სივრცე გაჯერებულია უცხო ქვეყნის აგენტებით, რომლებსაც საკუთარი პატრონები უმეტეს შემთხვევაში აიძულებენ, რომ კედელს თავით დაეჯახონ, გადადგან ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი კანონიერი ხელისუფლების დასამხობად, მათ ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელის მოხდა საპატიმრო დაწესებულებებში უწევთ. გვარამია, მელია, ჯაფარიძე და სხვა აგენტები დღესაც იხდიან სასჯელს მზია ამაღლობელის მსგავსად, მაგრამ როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ გმირის წოდება მხოლოდ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა. საზოგადოებას აქვე შევახსენებ, რომ „დიფ სთეითის“ ფონდებიდან – რანგით შედარებით დაბალი, თუმცა არაერთი პრიზი გადაეცათ გასულ წლებში ნიკა გვარამიას და ნინო ლომჯარიას, ერთს მედიის, ხოლო, მეორეს – ადამიანის უფლებების სფეროში. ამ დროს, გვარამიას ერთადერთი დამსახურება ქართულ მედიაში არის ის, რომ ნორმად აქცია  დედის გინება და ბილწსიტყვაობა, რაც შეეხება ლომჯარიას, ის სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ პირადი  ომბუდსმენი იყო“, – განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი – ოპოზიციური ტელევიზიები ჩემს პოსტებს აიგნორებენ, სამწუხაროდ, რეჟიმის მიერ მალე ეთერიდან ჩაიხსნებიან და სატელევიზიო ეთერში მათ ვეღარავინ გამოესარჩლება

იყო დრო, მარტო „ნაცებს“ იჭერდნენ, ახლა ყველას. ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა ივანიშვილს საქმეს მხოლოდ უადვილებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.ამასთან, როგორც სააკაშვილი წერს, ოპოზიციური ტელევიზიები მის პოსტებს აიგნორებენ.„მანიაკებმა დააპატიმრეს გოგი ჩახუნაშვილი – სახელგანთქმული ექიმი. უკეთილშობილესი ადამიანი და მოქალაქე, უმაგრესი ოჯახის მამა. იჭერენ ინტელექტუალებს, სპორტსმენებს, ყველანაირ ადამიანს. იყო დრო მარტო „ნაცებს“ იჭერდნენ, ახლა ყველას. იყო დრო ქალებს არ ეხებოდნენ, ახლა ციხეში ბევრი ქალი პოლიტპატიმარია. ადრე ოჯახის წევრებს არ დასდევდნენ, ახლა პატიმრობა გამოაქვთ და სახლიდან ასახლებენ. ადრე ასაკოვანებს ინდობდნენ, ახლა განსაკუთრებით მათ დასდევენ. ადრე ქოცობა იმუნიტეტს ნიშნავდა და ახლა სრულიად პირიქით. ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს საქმეს. არის კიდევ ერთი ამბავი – ოპოზიციური ტელევიზიები მთელი ეს დრო ჩემს პოსტებს აიგნორებენ. სამწუხაროდ, რეჟიმის მიერ მალე ისინი ეთერიდან ჩაიხსნებიან და სატელევიზიო ეთერში მათ ვეღარავინ გამოესარჩლება. ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ ძალა ურთიერთ სოლიდარობაში და ერთობაშია!“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ ხარაგაულის სოფლებში, ხემაღალსა ​და ღვერკში იმყოფებოდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ზალკანიანთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან კობა ლურსმანაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში იმყოფებოდა.მეწყრულმა პროცესებმა აღნიშნულ სოფლებში დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ადგილობრივი გზები და საინჟინრო ინფრასტრუქტურა. მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე ყარნებაც.მინისტრი სოფელ ხემაღალში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა და მოისმინა მათი საჭიროებები.ამასთან, სოფელ ღვერკში რევაზ სოხაძე გაეცნო მდინარე ყარნებაზე წყლის შეგუბებისა და ღვარცოფული პროცესების ლიკვიდაცია-პრევენციის სამუშაოებს, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის დავალებით, აგვისტოდან ახორციელებს.ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა პირველადი დახმარების მიზნით, 46 დაზარალებულ ოჯახზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85 000 ლარი გამოიყო, 225 000 ლარი დაიხარჯა სტიქიის ზონაში , პირველ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. დაზარალებულ ოჯახები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლის ქირით, ხოლო დანარჩენ ოჯახებს აქვთ ალტერნატიული, უსაფრთხო საცხოვრებელი ფართი.ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება არცერთი ოჯახი. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს უსაფრთხო საცხოვრისის საკითხზე, ოჯახებს მიეცემათ არჩევანი: მიიღონ ახალი საცხოვრებელი ფართი ან კომპენსაცია.მუნიციპელიტეტის დაკვეთით მომზადებულია სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკის მეწყრული ფერდობის კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიში. როგორც კი გეოლოგიური კვლევის დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები — გზების, გაზიფიცირების, ახალი ელექტროქსელის მოწყობის და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნისთვის.რევაზ სოხაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი, დავით დევდარიანი და ასევე ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დუშანბეში დსთ-ს ლიდერების სამიტი მიმდინარეობს

დუშანბეში დსთ-ს ლიდერების სამიტი მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის ლიდერები.როგორც შეხვედრის დაწყებისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ის დსთ-ს ლიდერებს ვიწრო წრეში ინფორმაციას მიაწვდის ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული სამიტის შედეგების შესახებ.„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, კვლავ შევიკრიბოთ ძალიან მცირე ჯგუფში. მინდა, სწორედ ასეთ ვიწრო წრეში მოგაწოდოთ ინფორმაცია შედეგების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ზოგადად დადებითად ვაფასებთ. უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების შემდგომ სამუშაოებს, რა თქმა უნდა, ალასკაში განხილულ ფუნდამენტურ დებულებებზე დავაფუძნებთ“, –  აღნიშნა პუტინმა.ვლადიმერ პუტინმა ასევე მიიწვია შეხვედრაში მონაწილე ლიდერები დეკემბერში სანკტ პეტერბუგში დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე.

კახა კალაძე „მეგობარ აქტზე“: აღნიშნული აქტის ავტორს 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ გააშავოს ჩვენი ქვეყანა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა მითითება, რომელიც „მეგობარ აქტში“ იყო მოყვანილი, მხოლოდ სიცრუეს და ტყუილს ეფუძნება.ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, აშშ-ის სენატმა 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, საიდანაც საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის“ შესახებ ჩანაწერი ამოღებულია.„აღნიშნულ აქტში მეგობრული არაფერი იყო, იყო მხოლოდ და მხოლოდ მტრული. ყველა მითითება, რაც იყო მოყვანილი, დაფუძნებული იყო მხოლოდ სიცრუესა და ცილისწამებაზე, მხოლოდ მუქარებს ვისმენდით. ვინც იყო აღნიშნული აქტის ავტორი, ვიცით, რომ 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ გააშავოს ჩვენი ქვეყანა და ტყუილები ილაპარაკოს. ვნახოთ, იქაც არიან ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები. ჩვენ ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვართ, დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, რადგან ის განცხადებები და მუქარები, რასაც ვისმენდით წინა ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გვინდა მეგობრობა და პარტნიორობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები