სამშაბათი, აპრილი 29, 2025

გია ვოლსკი – საქართველოს აქვს პოტენციალი, რეგიონში უსაფრთხოებისთვის იზრუნოს, როგორც ნეიტრალურმა ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარებით

საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რეგიონში უსაფრთხოებისთვის იზრუნოს, როგორც ნეიტრალურმა მოთამაშემ, როგორც ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარებით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სომხეთში ვიზიტი შეაფასა.

მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის განვითარება ხელისუფლების საგანგებო ინტერესის სფეროს წარმოადგენს.

„ზოგადად, მნიშვნელობა აქვს იმ სიმბოლიზმს, რომელიც ამ ვიზიტს თან ახლავს. ახლად არჩეული პრეზიდენტი ჩავიდა ბაქოში, ჩამოვიდა ერევანში, დელეგაციასთან ერთად გარკვეულ საკითზებზე საუბარია, მათ შორის საგანგებოდ მნიშვნელოვანია იმის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ რეგიონში უსაფრთხოებისათვის იზრუნოს, როგორც ნეიტრალურმა მოთამაშემ, როგორც ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრობლემების მოგვარებით, ურთიერთობების მოგვარებით.

ვფიქრობ, ერთი მხარეც და მეორე მხარეც გამოხატავს ამ დამოკიდებულებას, იგივე დამოკიდებულებას რომელიც სულ ახლახანს თბილისში ყოფნის დროს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა დააფიქსირეს ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას.

საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა სიმბოლოს წარმოადგენს ჩვენი ამ დამოკიდებულების. სამეზობლოში ურთიერთობების განვითარება, მით უმეტეს სტრატეგიულ პარტნიორთან, არის ჩვენი საგანგებო ინტერესის სფერო“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში  ყაველაშვილს სომხეთის პრეზიდენტი სასახლეში უმასპინძლებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და ყოველთა სომეხთა კათალიკოსს, გარეგინ მეორეს შეხვდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესს, მზად ვართ, გავაღრმაოთ რეგიონული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით

საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესს, მზად ვართ, გავაღრმაოთ რეგიონული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთს აქვთ სანიმუშო ორმხრივი თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით და სომხეთი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია.„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველად ვსტუმრობ სომხეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით. მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული მასპინძლობისთვის. ჩემს კოლეგასთან შეხვედრისას კმაყოფილებით აღვნიშნე, რომ მსოფლიოში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორისი კავშირების გაღრმავებას.საქართველოსა და სომხეთს აქვთ სანიმუშო ორმხრივი თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით. გასულ წელს, ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რაც მტკიცე მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია და გზას უხსნის უფრო ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ყველა სფეროში. სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენს ქვეყანას სომხეთიდან ყოველ წელს უამრავი ვიზიტორი სტუმრობს და ამ მაჩვენებლით ყოველთვის პირველ სამეულშია.ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს უპირობო მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია, სომხეთის სტაბილურობა, წარმატება და წინსვლა. აქვე, მსურს პირადად ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისათვის. დღეს ჩვენ პირისპირ შეხვედრისას ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მიმოვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაა. ჩვენ ერთგული ვართ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ჩართულობის ამოცანებს.როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს პერიოდში სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერენ.სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. საქართველო ცალსახად მიესალმება 2025 წლის 13 მარტს სომხეთისა და აზერბაიჯანის განცხადებას სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. გვჯერა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი, რომელიც საჭიროებს შემდგომ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ერთად შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, რითაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა სამხრეთ კავკასიის პოზიტიური განვითარების დინამიკა და რეგიონის მიმზიდველობა.შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ 2025 წლის 17 აპრილს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების სამმხრივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პროცესის დასაწყისს. საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესს. ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ რეგიონული თანამშრომლობა უკლებლივ ყველა მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამართლიანი და მშვიდობიანი მრავალპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წლის 5-7 ივნისს ერევანში ქართული კულტურის დღეები გაიმართება. მოუთმენლად ველით მომავალ წელს თბილისში სომხური კულტურის დღეების გამართვას, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სომხური კულტურის მდიდარ მემკვიდრეობას, ტრადიციებსა და თანამედროვე მიღწევებს.ჩვენი ქვეყნების უნიკალური ტრადიციებისა და ისტორიის პატივისცემა და გაფრთხილება არის ის ძირითადი ფასეულობა, რომელიც აერთიანებს ჩვენს ხალხებს. სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია. სამაგალითო მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაძლევს მყარ საფუძველს, რომ ეს გამორჩეული ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო კოლეგავ, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ გულწრფელი მადლობა განსაკუთრებულად გულთბილი მასპინძლობისათვის. ვსარგებლობ რა ამ გამორჩეული შესაძლებლობით, მსურს თქვენთვის ხელსაყრელ დროს ოფიციალური ვიზიტით მოგიწვიოთ საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

„ვერ მივიღებ, რომ შეიძლება დავკარგეთ საქართველო“ – მარტა კოსი

ვერ მივიღებ, რომ საქართველო დავკარგოთ, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლებასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა.მისი თქმით, ბრიუსელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხო ზომებად განიხილავს კანდიდატის სტატუსის გაყინვას და სავაჭრო შეთანხმების (DCFTA-ის) გადახედვას, თუმცა „ფრთხილობს“.ამავე დროს, ევროკომისარი მარტა კოსი არ გამორიცხავს საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლესი რანგის კონტაქტების აღდგენას, რაც 2024 წლიდან შეჩერებულია.„რადიო თავისუფლების“ ევროპის საკითხების რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა ევროკომისარს კითხვა დაუსვა, თუ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლის პასუხად უკვე მიღებული ზომების გარდა, კიდევ რას განიხილავს ბრიუსელი. როგორც მარტა კოსმა განაცხადა, „ბევრი შესაძლებლობა არსებობს“, თუმცა ამ ვითარებაში „ძალიან ვფრთხილობთ“.„შეიძლება, ვთქვათ, უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ, გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). შეიძლება, ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, შეიძლება, ეს გავყინოთ, ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან. ეს არის შესაძლებლობები“, – განაცხადა ევროკომისარმა.„მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ შეიძლება, დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, – თქვა მარტა კოსმა.ევროკომისრის განცხადებით, ბრიუსელმა სცადა სანქციების დაწესება.„ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება. დიახ, ჩვენ ვცადეთ ეს და არ გამოგვივიდა, მაგრამ არიან ცალკეული წევრი ქვეყნები, რომელთაც შემოიღეს ინდივიდუალური სანქციები“, – განაცხადა ევროკომისარმა.კითხვაზე, „განიხილავთ თუ არა თბილისში მთავრობასთან საუბრის ხელახლა დაწყებას, მაღალი რანგის კონტაქტების აღდგენას გარკვეულ ეტაპზე“, ევროკომისარმა კოსმა უპასუხა: „ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზაა, არ ვესაუბროთ, მაგრამ რომ ესაუბროთ, უნდა იცოდეთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ და მეორე მხარე რაზეა წამსვლელი. ასე რომ, ახლა იმის განხილვაში ვართ, როგორ შეიძლება, ეს გავაკეთოთ, ეს დიალოგი ვაწარმოოთ იმ აზრით, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ“.„გამოდის, რომ ეს ნიშნავს მათთან საუბარს, შესაძლოა, სამომავლოდ? ასე უნდა გავიგო?“ – ჟურნალისტის ამ შეკითხვაზე მარტა კოსმა უპასუხა:„დიახ. როგორც ვთქვი, ყველაზე მარტივია, არ ესაუბრო. მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით მსოფლიოში ბევრ სხვა ქვეყანას, რომელთაც არ გააჩნიათ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. თურქეთის კანდიდატობა ჩიხშია, 2019 წლიდან მათთან არ გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ სულ ახლახან დავიწყეთ დიალოგი უმაღლეს დონეზე. გვქონდა ერთი დიალოგი ეკონომიკაზე, ახლა ვიწყებთ მეორეს მიგრაციაზე და ვნახავთ, (სავაჭრო ხელშეკრულების, ევროკავშირი-თურქეთის) საბაჟო კავშირის მოდერნიზების პროცესში შევალთ, თუ არა. იცით, ბიზნესსაზოგადოებასაც როგორღაც სურს ამის გაკეთება. ევროკავშირსა და თურქეთს შორის დაახლოებით 240 მილიარდი ევროს მიმოცვლა გვქონდა და ეს საკმაოდ ბევრია“.მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე, „საქართველოშიც შესაძლოა, რომ უმაღლესი რანგის დიალოგი რაიმე ფორმით განვითარდეს მომავალში“, მან განაცხადა: „ვფიქრობ, უნდა ვიფრთხილოთ, შესაძლოა, დასაწყისში უმაღლეს დონეზე არა, შესაძლოა, დაბალი რანგით დავიწყოთ, მაგრამ შემდეგ ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის განვითარება“, – განაცხადა ევროკომისარმა.

შალვა პაპუაშვილი – შარშან, დეკემბერში პარტიების თუ დაჯგუფებების ოფისებიდან როდესაც ამოიღეს ასაფეთქებელი ნივთიერებები, ზუსტად იმ მომენტიდან შეწყდა ძალადობა რუსთაველზე

არ დავივიწყოთ, რომ შარშან, დეკემბერში იყო პარლამენტის შტურმის მცდელობა, იყო ძალადობის ბევრი ფაქტი, მათ შორის იყო პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციაზე თავდასხმა, ვნახეთ, რომ ყველაფერი იყო წახალისებული გარედან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს თბილისში, სხვადასხვა მისამართზე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.პაპუაშვილის თქმით, ჩხრეკა, სავარაუდოდ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.„ეს პროკურატურის საქმე და საკითხია. ამაზე ექნებათ ალბათ, თავადაც შემდეგ ინფორმაცია. ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურა იძიებს სხვადასხვა საქმეს. არ დავივიწყოთ, რომ შარშან, დეკემბერში იყო მცდელობა პარლამენტის შტურმისა, იყო ძალადობის ბევრი ფაქტი, მათ შორის იყო პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციაზე თავდასხმა, ყველაფერი ვნახეთ, რომ იყო წახალისებული გარედან. ისიც ვნახეთ, რომ იმავე მომენტში, როდესაც შესაბამისმა სტრუქტურებმა – პროკურატურამ, შსს-მა, იმ პარტიების თუ დაჯგუფებების ოფისებიდან ამოიღო სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები, ზუსტად იმ მომენტიდან შეწყდა ძალადობა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა, პოლიციელებზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით თავდასხმა. ასე რომ, ვნახეთ, რომ მაშინაც ეფექტიანად იმუშავეს ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა. რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, ამაზე დეტალურად ვერ გეტყვით ვერაფერს. იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, ამ გამოძიების ფარგლებში არის ჩხრეკები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, დღეს ჩხრეკა ჩატარდა ჟურნალისტის, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ გეგუჩაძის სახლებში, ასევე მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მარიამ ბაჯელიძის სახლში. არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლში.

შალვა პაპუაშვილი – თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ თუ ვიზალიბერალიზაციის საკითხებს რაც შეეხება, ზუსტად ეს შანტაჟის ენაა, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს აქვს პრეტენზია ბრიუსელის მიმართ

განცხადებებს რაც შეეხება, იქნება ეს თავისუფალ ვაჭრობასთან, ვიზალიბერალიზაციასთან, თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ზუსტად ეს შანტაჟის ენა არის, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს აქვს პრეტენზია ბრიუსელის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.შალვა პაპუაშვილის თქმით, ზუსტად ეს შანტაჟის ენა იყო მათ შორის იმის განმაპირობებელი, რომ 26 ოქტომბერს უპრეცედენტო რაოდენობით ამომრჩეველი გამოვიდა და დააფიქსირა თავისი აზრი, რომ არ მიიღებს შანტაჟის ენით საუბარს.„ამას ვამბობ, რომ სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს ბრიუსელმა, თუ სურს, რომ ქართველ ხალხთან ურთიერთობები დაუბრუნოს იმ კალაპოტს, რომელიც ჩვენ გვინდა. საჭიროა, გაიზიაროს, გააცნობიეროს ის კრიტიკული მოსაზრებები, თუ პრეტენზია, რომელიც ქართველ ხალხს აქვს ბრიუსელის მიმართ. მათ შორის ის, რომ ჩვენ მოველით თანასწორ ურთიერთობას ბრიუსელთან. ქართველ ხალხს აქვს თავისი გამოცდილება სხვადასხვა დიდ დედაქალაქთან ისტორიიდან გამომდინარე და თავისი ისტორიული, გარკვეული ტკივილები ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მიერ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. ქართველი ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ შეიძლება, დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმედი აქვს, რომ ამ ინტერვიუდან გამომდინარე, ნელ-ნელა გააცნობიერებს ბრიუსელი, რომ მნიშვნელოვანია საკუთარი ნაბიჯების კრიტიკული ანალიზი.„ზუსტად ეს არის ევროპულობა. არა თითის გაშვერა სხვებისკენ, არამედ საკუთარი ქმედებებზე კრიტიკული ანალიზი და ამის შესაბამისად მოქმედება. ერთი საკითხია მხოლოდ, რაც მე მაფიქრებს. როგორც ვნახე, ეს ინტერვიუ „რადიო თავისუფლებას“ მისცა გაფართოების ევროკომისარმა. ჩვენ ვიცით, რომ ეს რადიო თავად არის პროპაგანდისტული მედია. ოფიციალურად საჯაროა ეს ინფორმაცია, რომ „რადიო თავისუფლება“ დაფუძნებულია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ, როგორც პროპაგანდისტული იარაღი და ასე პროპაგანდისტულ იარაღადაც ხდებოდა გამოყენება. ზუსტად ამიტომ არის, რომ ახალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, მათ შორის მასთან ურთიერთობის შეწყვეტა. იცით, რომ გადახედვის პროცესში არის და ცოტა არ იყოს, სახიფათოა და კითხვის ნიშანს იწვევს ის სიგნალები, რასაც ჩვენ ვგრძნობთ ახლა ბრიუსელიდან, რომ არის სურვილი, ამერიკული პროპაგანდისტული მედია ახლა გადაიფორმოს ბრიუსელმა, როგორც საკუთარი მედია. ვინაიდან საუბარი იყო იმაზე და მათ შორის სურვილი, მოიძიონ საშუალებები, რომ ეს პროპაგანდისტული მედია დაფინანსდეს ევროპული წყაროებიდან.მათ შორის შეგახსენებთ, რომ „რადიო თავისუფლებამ“ სულ ახლახან, არა მხოლოდ პროპაგანდისტული, არამედ, ფაქტობრივად, ფაშისტური ნარატივები გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ სიტყვა „მონას“ გამოყენებას აუბრალოებს და თითქოს ის რაღაც პოლიტიკური ტერმინოლოგიის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. მე ამას საჯაროდაც გამოვეხმაურე, თუმცა ეს პროპაგანდისტული მედია დაემალა პასუხებს ამ საკითხთან დაკავშირებით. სამარცხვინოა, როდესაც ამერიკული მედია ზუსტად იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც აშშ-ში არსებობდა, „მონა“ სიტყვას იყენებს პოლიტიკურ კონტექსტში და მათ შორის იმ კონტექსტში და დატვირთვით, რომ შეიძლება, ადამიანებმა ერთმანეთს ამ ტერმინოლოგიით მიმართონ. ანუ ისაუბრონ სხვა ადამიანზე, როგორც ღირსების არმქონე, ადამიანის უფლებების არმქონე ნივთზე. ასეთი დამოკიდებულება რომ აქვს ამ პროპაგანდისტულ მედიას, ესეც თავისთავად ბევრი რამის მთქმელია. აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს გასაკვირია, რომ გარკვეული მცდელობები, თუ სურვილებია, რომ CIA-ის მიერ შექმნილი მედია ახლა გადაიბაროს ევროპამ და დაიწყოს მისი დაფინანსება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხეს. ღამის 4 საათია და სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. თითქოს სპეციალურად დამახვედრეს- გალაქტიონის სურათი და ღვთისმშობელი...

„ღამის 4 საათზე, 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხესო. მე ვიფიქრე, ალბათ ქურდებმა. ყველაფერი ვიცოდი, ვინ იყვნენ, მაგრამ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამდენს გაბედავდნენ“-ამის შესახებ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს საქართველოს მწერალთა კავშირში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს.„ყველაზე შემზარავი იყო ის, რომ როცა ჩვენ ბოლოს მივიღეთ წერილი ხელისუფლებისგან, რომ უნდა დაგვეცალა შენობა, ისევ შევიტანეთ სარჩელი. ვფიქრობდით, როცა წარმოებაში არის საქმე, ამდენი მაინც ვიცით, რომ არ შეიძლება მაშინ რაიმეს აღსრულება. სანამ წერილს შევიტანდით, მწერალთა კავშირში ღამეს ვათევდით ქართველი მწერლები და სასულიერო პირები, მეუფე თადეოზი, ბატონი რეზო ჩხეიძე, ბატონი გივი თოიძე, მთელი საქართველოს რჩეული შვილები ჩვენთან ერთად ღამეებს ათენებდნენ და პირველად, როცა ჩვენ გვითხრეს, რომ საქმე წარმოებაში არის წასულიო, პირველად დავტოვეთ შენობა ღამით და იმ ღამეს ვითომ ბედნიერმა დავიძინე. მაგრამ ღამის 4 საათზე, 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხესო. მე ვიფიქრე, ალბათ ქურდებმა. ყველაფერი ვიცოდი, ვინ იყვნენ, მაგრამ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამდენს გაბედავდნენ. სასწრაფოდ მივედი და დავურეკე ადვოკატსაც. შემეშინდა, რამე არ დამაბრალონ მეთქი. რამე რომ გაეტანათ მერე პირიქით არ შემოებრუნებინათ ჩვენს საწინააღმდეგოდ და არ ეთქვათ, რომ მწერალთა კავშირში ნივთები დაკარგულია. ამიტომ, ძალიან მინდოდა, რომ ადვოკატთან ერთად გადამებარებინა თუნდაც ეს ქონება სანამ გონზე მოვიდოდით. მითხრეს, რომ არაფრის უფლება არ მქონდა გარდა იმისა, რომ ჩემი წიგნები გამომეტანა ჩემი კაბინეტიდან.  მე ამაზე მძიმე ღამე არ მინახავს. 2007 წლის ღამეა, მაჩაბელი მთლიანად გადაკეტილია ნიღბიანი ადამიანებით. მაჩაბლის პირველიდან თოთხმეტამდე არავის სახე არ უჩანს, ღამის 4 საათია და სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. ხომ შეიძლებოდა ისე გადაებარებინათ ეს ქონება- გალაქტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელი . არ ვიცი, თითქოს სპეციალურად დამახვედრეს და ზედ ფეხებით გადიოდნენ და გამოდიოდნენ. შევედი ჩემს კაბინეტში და მესმის საშინელი ხმები პირველი სართულიდან. ჩავირბინე და ვხედავ ფანჯრიდან იყრება ყველაფერი, რაც კი შეიძლება გადაიყაროს“-განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.

ბოლო სიახლეები