ორშაბათი, მარტი 31, 2025

გია ვოლსკი – სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს არ შევაფასებ, რა ვიზიტებსაც ახორციელებდა, იმავეს აგრძელებს, ქვეყნისთვის პრობლემის შექმნა მისი პროფესიაა

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს არანაირად არ შევაფასებ. რაც იყო, რა ვიზიტებსაც ახორციელებდა, იმავეს აგრძელებს. რასაკვირველია, ქვეყნისთვის პრობლემის შექმნა არის მისი პროფესია, მეორე კი არა, პირველი პროფესია. დიდი ხანია, ამ პროფესიას რეალიზაციას უკეთებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბალტიის ქვეყნებში ვიზიტის შესახებ დაუსვეს კითხვა.

„აქ ლიტვის პარლამენტის დამოკიდებულებაა მთავარი. ანუ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და განსაკუთრებით ლიტვამ, რომლისთვისაც პირველი სავაჭრო პარტნიორი არის რუსეთი, გადაწყვიტა, საქართველო დაადანაშაულოს იმაში, რომ ეკონომიკურ სანქციებს არ უწესებს რუსეთს და თურმე თვითონ არ არის გამტარი უშველებელი რაოდენობის პროდუქციისა, რომელიც სანქციების გვერდის გავლით შედის რუსეთში. ამ შემთხვევაში, ალკოჰოლურ სასმელებზე, ღვინოზე გვაქვს საუბარი, რომელსაც რუსეთს აწვდის. რასაკვირველია პავილიონისისა და კუბილიუსის პრინციპებზე აწყობილი პოლიტიკა არის ზუსტად ის პოლიტიკა, გარემო, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება, კარგად იგრძნოს თავი. რეალურად, ეს არის „ნაცმოძრაობის“ გარკვეული სახელმძღვანელო სტრუქტურა, რომელიც დიდი ხანია, შექმნილია და პირდაპირ არის ჩართული „დიფ სთეითის“ სტრატეგიულ გეგმაში. სალომე ზურაბიშვილი, როგორც ერთი ჭანჭიკი, ხან აქეთ, ხან იქით ცდილობს, მოერგოს რომელიმე ბორდს, ეს არის რეალობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ილია მეორე მიმართვას ავრცელებს

გილოცავთ საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მისალოც ტექსტში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.როგორც ილია მეორე მისალოც ტექსტში აღნიშნავს, სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა.„34 წლის წინ, 31 მარტს, ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი (მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) და მოსახლოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთადერთ კითხვას – „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ – დადებითად უპასუხა. სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს, ჩვენი ერისა და, საერთოდ, საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა. გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და მონაპოვარს და, ასევე, ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს“, –  ნათქვამია ილია მეორეს მისალოც ტექსტში.

ვლადიმერ პუტინმა საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, ჯარში 160 000 მოქალაქეს გაიწვევენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ.„განხორციელდეს 2025 წლის პირველი აპრილიდან 15 ივლისამდე რუსეთის ფედერაციის 18-დან 30 წლამდე ასაკის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევა, რომლებიც არ იმყოფებიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გაწვევას, 160 000 ადამიანის რაოდენობით“, – ნათქვამია ბრძანებაში.რუსული მედიის ცნობით, გასულ წელს საგაზაფხულო გაწვევა ვრცელდებოდა 150 ათას ადამიანზე, 2023 წელს – 147 ათას ადამიანზე, 2022 წელს – 134,5 ათას ადამიანზე. ზრდა დაკავშირებულია პუტინის ბრძანების რეალიზაციასთან რუსეთის არმიის რაოდენობის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ.2022 წლის დასაწყისში რუსეთში იყო დაახლოებით ერთი მლნ სამხედრო მოსამსახურე. სამი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის არმიის საშტატო რაოდენობა გაიზარდა 1,5 მილიონ ადამიანამდე. გაწვევის ასაკის ზედა ზღვარი გაიზარდა გასულ წელს 27-დან 30 წლამდე. ქვედა ზღვარი, რუსეთის ხელისუფლების თავდაპირველი დაპირებების მიუხედავად, რომ ისიც გაიზრდებოდა, დარჩა უცვლელი – 18 წელი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში 23-26 აპრილს ძიუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით იასპარეზებს. ჩვენი გუნდიდან ტურნირზე ცხრა მამაკაცი და ექვსი ქალი იჭიდავებს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:კაცები:60 კგ – გიორგი სარდალაშვილი66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი81 კგ – ტატო გრიგალაშვილი90 კგ – ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე100 კგ – ილია სულამანიძე+100 კგ – გურამ თუშიშვილიქალები:48 კგ – ჯულიეტა როდონაია57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ნოზაძე63 კგ – ეთერ ასკილაშვილი70 კგ – მარიამ ჭანტურია+78 კგ – სოფიო სომხიშვილიევროპის ჩემპიონატზე შერეული გუნდური პირველობისთვის საქართველოს ნაკრებს მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ), გიორგი ჯაბნიშვილი (90 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) დაემატებიან.

ნიკა გვარამია – რას კითხულობთ, უფლისწულო? სიტყვებს, სიტყვებს, სიტყვებს

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია რუსთაველის გამზირზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.„პოლონიუსი: რას კითხულობთ, უფლისწულო? ჰამლეტი: სიტყვებს, სიტყვებს, სიტყვებს“, – წერს გვარამია.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოდის

მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქუჩის პროტესტთან ერთად არსებობდეს პოლიტიკური ფორმატიც, ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.ზურაბიშვილის თქმით, პლატფორის წევრებმა გვერდზე უნდა გადადონ საკუთარი პოლიტიკური შეუთავსებლობები და ერთად იბრძოლონ.„მთავარი პრინციპია, რომ პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან, გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და ბოლომდე გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მიზანი – დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები, გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები. ამ მიზნების მისაღწევად წინააღმდეგობის პლატფორმა თანხმდება, რომ შეაჯეროს პოლიტიკური პოზიციები, რათა კოორდინირებულად, ეფექტურად ამხილოს და დაუპირისპირდეს რეჟიმს, მის ქმედებებს, წინააღმდეგობა გაუწიოს რეჟიმის მცდელობას, გაანადგუროს საქართველოს განვითარების ყველა პერსპექტივა და მისი ევროპული მომავალი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ბოლო სიახლეები