შაბათი, მარტი 22, 2025

გია ვოლსკი – სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, დედოფალი იყოს, მაგრამ გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ ის დედოფალი აღარ არის, ტახტიდან ჩამოაგდო

საქართველოს აღარ ჰყავს ოპოზიცია, ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესს უპირისპირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ლიდერი იყოს. ამასთან, ვოლსკის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის ევროპელი ლიდერებისადმი წერილი ემსახურება იმას, რომ ოპოზიციის „გარდაცვალების“ შესახებ ცნობები არ იყოს რეალობასთან შესაბამისობაში.

„ეს წერილი საქმიანობის ერთ-ერთი ეტაპია, რომ თავისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები არ იყოს რეალობასთან შესაბამისობაში. გარდაიცვალა ოპოზიცია – საქართველოს აღარ ჰყავს, ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესს უპირისპირდება. ეს წერილიც ამას ემსახურება, თორემ ევროკომისიას სულ არ სჭირდება სალომე ზურაბიშვილის წერილი, ისედაც თავისი გეგმა აქვს. ისედაც ჩაბუდებულია ევრობიუროკრატიაში „დიფ სთეითი“ და თავის ამოცანას ასრულებს. ამ საქმეში ხაზარაძე ჩაერთვება თავისი განცხადებებით, თუ სალომე ზურაბიშვილი წერილებით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მათ თავისი გეგმა აქვთ, მათ შორის საქართველო დაპირისპირების პოლიგონი გახდა ომსა და მშვიდობას შორის. თავისი გეგმა და იდეები აქვთ და ეს ყველა დანარჩენი ფიგურანტი, გარკვეული პაიკი, თუ მარიონეტები არაფერს წარმოადგენდნენ არც საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკისთვის, მითუმეტეს არც ევროკომისიისთვის. მათ დროებით სჭირდებათ ცალ ფეხზე მდგომი, ყურმოჭრილი ადამიანები, რომ შეასრულონ გარკვეული ამოცანა. ამ ამოცანის შესასრულებლად არის ფუთფუთი ამ გაერთიანებაში, რომელსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჰქვია. სალომე ზურაბიშვილი არ ეშვება თავის იმ იდეას, როგორმე ზემოდან შემოახტეს ამ გაერთიანებას, რომელსაც ისედაც თავისი გეგმები აქვს და სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ სჭირდებათ. ევროკომისიას საერთოდ არ სჭირდება არც სალომე ზურაბიშვილი და არც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“. მათ მხოლოდ იმ ფიგურებად სჭირდებათ, რომ როგორმე თავიანთი ინტერესები და გეგმები გაჩარხონ იმ რეგიონში, სადაც მნიშვნელოვანი პოლიტიკის კონცენტრაცია მოხდება, რაც უკავშირდება აზიისა და ევროპის დაკავშირებას, ენერგორესურსების გადაზიდვებს, იმ პროექტებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება. ინტერესი ეს არის და ამ ინტერესის განსახორციელებლად არის პაიკები გარეთ გამოდგმული. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, დედოფალი იყოს, მაგრამ გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ ის დედოფალი აღარ არის, ტახტიდან ჩამოაგდო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს წერილით მიმართა. წერილში გამოთქმულია მოწოდება, „სათანადო ყურადღება დაეთმოს საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს“. ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ არსებული ჩიხიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ახალი არჩევნებია და ამ გამოსავლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული და, საბოლოოდ, ამერიკული მაღალი დონის მედიაციის გზით. ამავდროულად, წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ ევროპამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდაჭერა. ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს: „განგრძობითი კრიზისი მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რაც შესაძლოა, უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყოს, მიუხედავად საზოგადოების მშვიდობიანი განწყობისა“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დანტესი თურქეთიდან მარიამზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

თურქეთში 16 წლის მარიამის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.ახლა გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა თავს კარგად გრძნობს.დანტესი თურქეთიდან მარიამზე ახალ ვიდეოს აქვეყნებს.

ქართველმა გულშემატკივრებმა ერევანში უცხოელთა დასწრების რეკორდი დაამყარეს

ქართველმა გულშემატკივრებმა ერევანში სომხეთის ნაკრების საშინაო შეხვედრაზე უცხოელთა დასწრების რეკორდი დაამყარეს – ამის შესახებ პირველ არხთან სომეხმა კოლეგებმა ისაუბრეს.მათი თქმით, ყველაზე მეტი უცხოელი გულშემატკივარი 2022 წელს ერთა ლიგის B1 ლიგის 14 ივნისს ესტუმრა, როდესაც სომხეთის ნაკრები შინ შოტლანდიასთან 1:4 დამარცხდა. მაშინ მატჩს 1000-მდე შოტლანდიელი გულშემატკივარი დაესწრო.20 მარტის შეხვედრამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს ნაკრების ქომაგებისთვის ცალკე ტრიბუნა იქნებოდა გამოყოფილი. მაგრამ „ჯვაროსნების“ მხარდამჭერები ყველა ტრიბუნაზე იყვნენ და, მთლიანობაში, 14-ათასიან სტადიონზე 3 ათასი ქართველი გულშემატკივარი მოხვდა.თუ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატს არ მივიღებთ მხედველობაში, შესარჩევი ციკლის არცერთ გასვლით შეხვედრას ასეთი რაოდენობით ქართველი ქომაგი არ დასწრებია, რაც კიდევ ერთი რეკორდია.

გიორგი მიქაუტაძე „ჯვაროსნების“ მეორე ბომბარდირი ოთხ წელიწადში გახდა

გიორგი მიქაუტაძემ ერთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში სომხეთის ნაკრებთან მოგებულ (3:0) შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე რეკორდულად მცირე დროში დაწინაურდა.ერევანში ჩატარებულ შეხვედრაში „ლიონის“ ქართველმა თავდამსხმელმა პირველად მეტოქეს 37-ე წუთზე გაუტანა, ხოლო მეორედ თავსი გამოჩენა 59-ე წუთზე, გიორგი ჩაკვეტაძის პასით შეძლო.ნაკრების ბომბარდირთა დავაში აქამდე მეორე-მესამე ადგილებს 17-17 გოლით თემურ ქეცბაია და ხვიჩა კვარაცხელია ინაწილებდნენ. 24 წლის მიქაუტაძეს მეორე ადგილზე ასასვლელად სულ რაღაც ოთხი წელიწადი ეყო – გიორგიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო თამაში 2021 წლის 25 მარტს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, შვედეთის წინააღმდეგ გამართა.მან „ჯვაროსნების“ ფორმით 36 მატჩი ჩაატარა და 18 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემა შეასრულა თამაში – 36თამაში შეცვლაზე – 11გოლი – 18გოლი პენალტით – 4საგოლე პასი – 2 საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირები:1. შოთა არველაძე 26 გოლი2. გიორგი მიქაუტაძე 183. თემურ ქეცბაია 174. ხვიჩა კვარაცხელია 175. ალექსანდრე იაშვილი 156. თორნიკე ოქრიაშვილი 137. ვაკო ყაზაიშვილი 138. ლევან კობიაშვილი 129. გიორგი დემეტრაძე 1210. ჯაბა კანკავა 10

🎥სუროგაციის სავარაუდო თაღლითური სქემა ემიგრანტებისთვის

მშობლებს, რომლებმაც სუროგაციაში 100 ათასობით ლარი გადაიხადეს, ბავშვებს არ აჩვენებენ. დაიბადნენ თუ არა ბავშვები.სუროგაციის სავარაუდო თაღლითური სქემა ემიგრანტებისთვის.ნახეთ კურიერი P.S-ის ანონსი ⇓ 

დონალდ ტრამპმა ახალი განკარგულება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ექსპრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული მასალების სრულად გასაჯაროების განკარგულება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, მასალებს შორის წარმოდგენილი იქნება დაურედაქტირებელი სოციალური დაზღვევის ნომრებიც.როგორც ტრამპის განმარტავს, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანების სოციალური დაზღვევის ნომრების დაფარვის შემთხვევაში ხალხს, შესაძლოა, გასჩენოდა კითხვები, თუ რატომ იყო დოკუმენტი დარედაქტირებული, ამიტომ მან მასალების სრულად გასაჯაროების განკარგულება გასცა.მედიის ცნობით, ეროვნული არქივის ვებგვერდზე 2000-ზე მეტი დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია. კენედის მკვლელობის მკვლევრები ახლა ამ დოკუმენტების შესწავლას დაიწყებენ.როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამ დოკუმენტებში რაიმე სენსაციურს ვერაფერს ამოიკითხავენ.

ბოლო სიახლეები