ორშაბათი, აპრილი 28, 2025

გია ვოლსკი – პრობლემა ის უსამართლობაა, რასაც საქართველოს მიმართ ახორციელებენ, ამიტომ ვართ შეშფოთებული, თორემ ნებისმიერ სანქციას უნდა გაუძლო, როცა ქვეყნის ნგრევაზეა ლაპარაკი

სანქციები უსამართლოა და რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ხელისუფლებაში გამწარებული არიან, ასეთ კნინობით ფორმაში კახი კახიშვილისგან საუბარი მოულოდნელი იყო, თუმცა ეს ხასიათის სიმდაბლეზე მიუთითებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს სანქციებთან დაკავშირებით კახა კახიშვილის იმ განცხადებაზე, სადაც კახიშვილი ამბობს: „ვიღაცას აქვს მყარი ნერვები და სანქციებს გაუძლებს, საჯარო მოხელეებზე ვსაუბრობ, ხოლო ვიღაცას ოჯახი ეტყვის – კარგი შენ კიდე, რა გინდა? ბოლო-ბოლო ნუ გადაგვაყოლე ამ „ქართულ ოცნებას“, მოდი, წამოდი აქედან“.

ვოლსკის თქმით, სანქციები არავისთვის არ არის სასიამოვნო, თუმცა პრობლემა ის არ არის, რასაც კახიშვილი ამბობს.

„არ ვიცი, ამას რატომ და რა მოტივით აკეთებს. პრობლემა ის უსამართლობა და ბნელი კონსპირაციაა, რასაც საქართველოს მიმართ ახორციელებენ. სწორედ ამიტომ ვართ შეშფოთებული, თორემ ნებისმიერ სანქციას უნდა გაუძლო, როცა ადამიანებისა და ქვეყნის ნგრევაზეა ლაპარაკი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

5 საგანგაშო ნიშანი, რომ თქვენი მენტალური ჯანმრთელობა საფრთხის წინაშეა

ძილის რეჟიმის ცვლილებაძილის მოულოდნელი პრობლემები პირველი საგანგაშო ნიშანია. თუ თქვენ გიჭირთ დაძინება, ვერ აჩერებთ ფიქრებს, ხშირად იღვიძებთ ღამით ან პირიქით – ძალიან ბევრს გძინავთ, მაგრამ მაინც დაღლილად გრძნობთ თავს, ეს შეიძლება მენტალური დაძაბულობის შედეგი იყოს.ინტერესის დაკარგვა საყვარელი საქმიანობის მიმართთუ ადრე საყვარელი ჰობი, მეგობრებთან შეხვედრა ან ყოველდღიური აქტივობები სიხარულს განიჭებდათ, მაგრამ ახლა გულგრილი ხართ, ეს შეიძლება მენტალური გადაღლილობის სიგნალი იყოს.ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც „ანგედონია“ – როცა ადამიანს უჭირს სიამოვნების მიღება ჩვეულებრივი აქტივობებით.გაღიზიანება და განწყობის უეცარი ცვლილებებითუ მცირე დეტალები უფრო მეტად გაღიზიანებთ, ვიდრე ადრე, ან ხშირად განიცდით უეცარ გაბრაზებას, ნერვიულობას ან ტირილის სურვილს, შესაძლოა ეს მენტალური გადატვირთვის ნიშანია.ეს სიმპტომი ხშირად შიდა დაძაბულობაზე მეტყველებს, რაც შესაძლოა სტრესის ან ემოციური დაღლილობის შედეგი იყოს.კონცენტრაციისა და მეხსიერების პრობლემებიფიზიკური სიმპტომები, რომელთაც მიზეზი ვერ უპოვეთმუდმივი თავის ტკივილი კუჭ-ნაწლავის პრობლემები კუნთების დაძაბულობა ქრონიკული დაღლილობა, მიუხედავად საკმარისი დასვენებისა

ევროპელებს რომ 2008 წელს უფრო ხისტი პოზიცია ჰქონოდათ, დღეს ეს [ომი უკრაინაში] არ მოხდებოდა… თუმცა მაშინ ჩვენ გადაგვარჩინეს ევროპელებმა – ანა წითლიძე

"2008 წელს რომ არ გაიქცა და ეს ქვეყანა ბოლომდე დაიცვა - ასეთი საქართველოს პრეზიდენტი უზის დღეს "ქართულ ოცნებას" რუსულ ხელისუფლებას ციხეში" -  ამის შესახებ პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.ანა წითლიძის თქმით, 2008 წელს ევროპელებს მეტად ხისტი პოზიცია რომ გამოეხატათ საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც რუსეთი შემოიჭრა, დღეს უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა."ევროპელებს რომ 2008 წელს უფრო ხისტი პოზიცია ჰქონოდათ, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, საქართველოსთან მიმართებაში, დღეს არ მოხდებოდა და ამას ამბობდა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მაშინ ჩვენ გადაგვარჩინეს ევროპელებმა, მაშინ გადაგვარჩინეს. ევროპული ქვეყნის პრეზიდენტები, რომლებიც აქ რუსთაველზე იდგნენ და ენა როგორ უნდა მოუბრუნდეთ ახლა რომ თქვან, რომ ეს შეიძლება შიდა საქმეებში ჩარევა ყოფილიყო, თორემ ოკუპაცია იქნებოდა სრული.ახლაც, ჩვენი ევროპელი პარტნიორები არ უჭერენ მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას და ეს უნდა დავასრულო - მაშინ, 2008 წელს რომ არ გაიქცა და ეს ქვეყანა ბოლომდე დაიცვა - ასეთი საქართველოს პრეზიდენტი უზის დღეს "ქართულ ოცნებას" რუსულ ხელისუფლებას ციხეში", - აცხადებს ანა წითლიძე.

დონალდ ტრამპი – პრეზიდენტობის პირველი ვადისას მე მქონდა ორი საქმე, ქვეყნის მართვა და გადარჩენა, მეორედ კი, მე ვმართავ ქვეყანასა და მსოფლიოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის თავის ქვეყანას და მსოფლიოს მართავს. ამის შესახებ მან the atlantic-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.ამერიკის პრეზიდენტმა ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდება მისი პრეზიდენტობის ორი ვადა ერთმანეთისგან​.„პირველად მქონდა ორი საქმე – ქვეყნის მართვა და გადარჩენა. გარშემო ყველა არაკეთილსინდისიერი იყო. მეორედ კი, მე ვმართავ ქვეყანასა და მსოფლიოს“, – აღნიშნა ტრამპმა.რაც შეეხება მესამე ვადით კენჭისყრას, ტრამპი ამბობს, რომ არ აპირებს.„ეს არ არის ის, რასაც ვაპირებ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რთული საქმე იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

მეწყერს მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა – ტრაგედია თურქეთში

თურქეთში, ქალაქ სამსუნში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 35 წლის მამაკაცი და მისი ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი დაიღუპნენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 23:00 საათზე სამსუნ-ორდუს გზატკეცილზე სავაჭრო ცენტრთან მდებარე ავტოსამრეცხაოზე მოხდა. შემთხვევის დროს ავტოსამრეცხაოზე ერთი მანქანა იმყოფებოდა, რომელშიც ერთი ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა.მაშველებმა მხოლოდ 31 წლის ქალის გადარჩენა შეძლეს, რომელსაც ქვედა კიდურების მოტეხილობა აქვს და საავადმყოფოში გადაყვანილი. დაღუპულები არიან 35 წლის მამაკაცი და მისი 5 და 7 წლის ქალიშვილები.მედიის ცნობით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება. პოლიციამ უკვე დააკავა ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერი და ძებნაშია მეპატრონე.

„გახარია-საქართველოსთვის“ – უკვე განათლების სისტემაშიც მიმდინარეობს პროფესიონალთა „წმენდა” – კვალიფიციურ კადრებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ სკოლებში, სკოლამდელ დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში

პარტია “გახარია - საქართველოსთვის” საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.პარტია ამჯერად განათლების სისტემიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული სექტორიდან პროფესიონალთა “წმენდა” სწორედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დაიწყო."ოცნება" აგრძელებს მიზანმიმართულ დევნას განათლების სისტემაში, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. იუსტიციასთან, მერიასთან და სხვა უწყებებთან ერთად, ახლა უკვე განათლების სისტემაშიც მიმდინარეობს პროფესიონალთა „წმენდა" მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული სამოქალაქო პოზიცია და პოლიტიკური არჩევანი აქვთ.მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ საჯაროდ დაადასტურა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შეჩერების გეგმა, განათლების სისტემის ათასზე მეტმა თანამშრომელმა კონსტიტუციის 78-ე მუხლზე დაფუძნებულ პეტიციას მოაწერა ხელი, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის შესანარჩუნებლად.მიუხედავად ამისა, განათლების სისტემა — რომელიც უნდა იყოს თავისუფლების, დემოკრატიის და ეროვნული ღირებულებების სივრცე — ექცევა რეჟიმის ხელში და მასობრივად ტარდება რეორგანიზაცია. კვალიფიციურ კადრებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ, როგორც სკოლებში, ასევე სკოლამდელ დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.დღეს, როცა განათლების ყველა საფეხური საჭიროებს რეალურ ავტონომიას და თავისუფალ გარემოს მომავალი თაობის ჩამოსაყალიბებლად, რეჟიმი, პირიქით — ანადგურებს ამ სისტემას.ჩვენი პოლიტიკური ძალა სრულ მხარდაჭერას უცხადებს განათლების სისტემის, მერიისა და სხვა საჯარო უწყებების პოლიტიკურად დევნილ თანამშრომლებს.ვთავაზობთ მათ სამართლებრივ და პრაქტიკულ თანადგომას სამართლიანობის აღდგენის გზაზე", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები