სამშაბათი, თებერვალი 25, 2025

გია ვოლსკი – ოპოზიციაში ისტერიკაში არიან იმის გამო, რომ შეიძლება მშვიდობა ისე დამყარდეს, მონაწილეობა არ მიიღონ ამ პროცესში და ისევ „დიფ სთეითის“ მსახურებაში იყვნენ

საქართველოს საგანგებოდ მნიშვნელოვანი ამოცანა უდგას წინ, როგორმე იმ ტურბულენტობას გადარჩეს, რაც უკრაინაში რუსეთის აგრესიამ გამოიწვია. ამის ერთადერთი გზა მშვიდობის დამყარებაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ის რესურსი, რაც ამერიკას გააჩნია, საქართველოს არ გააჩნია, რომ პროცესი შეაჩეროს.

„რასაკვირველია, ამ პროცესს ევროკავშირის ქვეყნებიც აჰყვებიან და დიდი კოალიცია იქნება, რომელიც ომს დაუპირისპირდება. ყველას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ თუ საქართველოს თავისი ინტერესი აქვს, თურმე ეს გასაკვირი ყოფილა უსამშობლო ადამიანებისთვის. ჩვენი ინტერესია, უკრაინაში ომი შეჩერდეს. ამერიკა ასეთ რეზოლუციას ამ ფორმულირებებით თვლის საჭიროდ და რუსეთი რომ აგრესორია, ეს ყველასთვის ცნობილია – დღესაც პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპირებული აქვს ტერიტორიები. ოპოზიციაში ისტერიკაში არიან იმის გამო, რომ შეიძლება მშვიდობა ისე დამყარდეს, რომ მონაწილეობა არ მიიღონ ამ პროცესში და ისევ „დიფ სთეითის“ მსახურებაში იყვნენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, აშშ მოუწოდებს კიევს, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის სამი წლისთავზე გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან წაიღოს და მხარი დაუჭიროს აშშ-ის პროექტს, რომელსაც მხოლოდ ერთი თანასპონსორი ჰყავს – საქართველო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ იმიტომაც შეგვიძლია, ახლა თვალი გავუსწოროთ მოსახლეობას, რომ ამოვდიოდით მთავარი საკითხიდან, რა არის ეროვნული ინტერესი, ამით იზომება ჩვენი ყველა გადაწყვეტილება

ჩვენ იმიტომაც შეგვიძლია, ახლა თვალი გავუსწოროთ მოსახლეობას, რომ ამოვდიოდით მთავარი საკითხიდან, რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესი არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობის ზრდა, ამით იზომება ჩვენი ყველა გადაწყვეტილება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, სხვადასხვა უცხოელი აქტორისგან შეიძლება ბევრი დაპირება იყოს, მაგრამ პირველ რიგში ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს. „დაპირებები ბევრი გვსმენია წარსულშიც და აწმყოშიც, მაგრამ მთავარია, რომ ყველა ქვეყანამ თავად იზრუნოს, საკუთარი ინტერესები გაატაროს. ახლა როგორც გვესმის განცხადებები უკრაინის NATO-ში წევრობაზე, თურმე არც არავინ აპირებდა ამ ღია კარის პირობებში უკრაინის მიღებას NATO-ში, ღიად ამბობენ, რომ ეს არარეალისტურია. მათ შორის ახლახან ევროპარლამენტში სიტყვით გამოდიოდა ჯეფრი საქსი, რომელმაც გაიხსენა 2021 წლის 15 დეკემბრის საუბარი ჯეიკ სალივანთან, ომამდე ორი თვით ადრე. საქსი საუბრობდა იმაზე, რომ სალივანს უთხრა, თუ NATO არის ის საკითხი, რომლის გამოც დგება დიდი შეჯახების პირისპირ, თქვით, რომ NATO-ში არ იღებთ უკრაინას, ამაზე უპასუხია სალივანს, რომ არც არავინ აპირებს უკრაინის მიღებას NATO-ში. ამაზე პასუხი ჯეფრი საქსისგან კი ყოფილა, რომ მაშინ ეთქვათ ეს ღიად, თუმცა პასუხი იყო, ამას ღიად ვერ ვიტყვითო და ომიც დაიწყო. ამიტომ, ასეთი დაპირებები ბევრს სმენია, მაგრამ ქვეყანა თუ არა ამოვა თავისი ეროვნული ინტერესებიდან, ეს დაპირებები ვის გაახსენდება და ვის დაავიწყდება, მეორე საკითხია. ცალკე ისტორია იქნება, რა მოხდება 2030 წელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

VIDEO: ზელენსკის ადგილას ასეთ რიტორიკაზე არ წავიდოდი, გამოდის, რომ რაღაც თითქოს მის თანამდებობაზე და პერსონაზეა დამოკიდებული NATO-ში შესვლა – არ შესვლა უკრაინის… – ამირან...

„მე, ზელენსკის ადგილას ასეთ რიტორიკაზე არ წავიდოდი, გამოდის, რომ რაღაც თითქოს მის თანამდებობაზე და პერსონაზეა დამოკიდებული NATO-ში შესვლა - არ შესვლა უკრაინის, საკითხის ასე სასწორზე დაყენება არ შეიძლება, არასწორია ჩემი აზრით“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

ცნობილი მომღერალი გარდაიცვალა

ცნობილი ჰიტის, Killing Me Softly-ის შემსრულებელი რობერტა ფლეკსი, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მომღერალმა, 2022 წელს გამოაცხადა, რომ მას აქვს მოტორული ნეირონების დაავადება და აღარ შეეძლო სიმღერა.

შალვა პაპუაშვილი – ომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის პრინციპები იყო, რაზეც საუბარია იმ რეზოლუციის პროექტშიც, რომელიც აშშ-მა წარადგინა და რომლის თანაინიციატორიც...

დღეს ჩვენ უკვე გვესმის მტკიცებით ფორმაში იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ამ ომის მთავარი მხარდამჭერები იყვნენ და რომლებიც ამ მხრივ გვერდში ედგნენ უკრაინას, განსაკუთრებით აშშ-ის ადმინისტრაციას ვგულისხმობ, რომ ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან“ განაცხადა. მისი თქმით, ომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის პრინციპები იყო გატარებული, რომლებზეც ბევრი საუბრობს. „დღეს გავიდა სამი წელი მას შემდეგ, რაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი ომი ევროპის კონტინენტზე და ამ სამი წლისთავზე ჩვენ შეგვიძლია, ხელისუფლებას შეუძლია, თვალი გაუსწოროს საკუთარ მოსახლეობას და თქვას, რომ ჩვენ ვიყავით ერთგული ჩვენი პრინციპების, ჩვენი ღირებულებების და რაც მთავარია, ამოსავალი მიზნისა, რასაც ჰქვია, ეროვნული ინტერესების დაცვა. რასაც დღეს, ამ დღეებში ჩვენ ვაკვირდებით, პრინციპში ბევრ რამეში ემთხვევა იმ პოზიციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას თავიდანვე ჰქონდა. მე შეგახსენებთ, საზოგადოებასაც შევახსენებ, რომ 2022 წლის პირველ თებერვალს, ომის დაწყებამდე სამი კვირით ადრე საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ზუსტად ის პრინციპები იყო გატარებული, რასაც დღეს საუბრობს უკვე ბევრი, საუბრობს განსაკუთრებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია და რაზეც იყო საუბარი იმ რეზოლუციის პროექტში, რომელიც აშშ-მა წარადგინა და რომლის თანაინიციატორიც ვიყავით ჩვენ, ისრაელთან, უნგრეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. „რა იყო მთავარი 2022 წლის პირველ თებერვალს ჩვენ მიერ მიღებულ რეზოლუციაში. ეს იყო მოწოდება, რომ ყველა სახელმწიფოს ძალისხმევა არ დაეშურებინა, რათა თავიდან აგვერიდებინა ომი. დღეს ჩვენ უკვე გვესმის მტკიცებით ფორმაში იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ამ ომის მთავარი მხარდამჭერები იყვნენ და რომლებიც ამ მხრივ გვერდში ედგნენ უკრაინას, განსაკუთრებით აშშ-ის ადმინისტრაციას ვგულისხმობ, რომ ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ზუსტად ეს იყო მაშინ ჩვენი მოწოდება, რომ ყველას გაეკეთებინა ყველაფერი თავიდან ასარიდებლად. მაშინ გვახსოვს ჩვენ, გარეთ რა ხდებოდა, რომ ასე ვთქვათ, ყველა მოწოდებული იყო, რომ რაც შეიძლება, აგრესიული ყოფილიყო რიტორიკაში, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით ყოფილიყო რაც შეიძლება, აგრესიული. ამასთან უნისონში მოქმედებდა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, რომლებიც მაშინ ამ რეზოლუციას ზუსტად ამის გამო იწუნებდნენ, რომ არ იყო საკმარისად აგრესიული, ასე ვთქვათ, შემტევი და ყველაფრის დამგმობი და ა.შ. აი, სამი წლის თავზე ჩვენ ვხედავთ, სად ვიმყოფებით და ჩვენ ამას მაშინვე ვამბობდით იმიტომ, რომ ეს არ იყო უბრალოდ თეორიები ჩვენთვის, როგორც ეს ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყნისთვის იყო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ევროკავშირის ბევრი წევრისთვის შოკი იყო 2022 წლის 24 თებერვალი, როდესაც მათ შორიახლოს გაისმა ბომბების ხმები. „ეს ჩვენთვის ამ მხრივ, სამწუხაროდ, შოკი არ იყო, ვინაიდან ჩვენ ეს თავად გვქონდა გამოცდილი. ჩვენ გვაქვს ჩვენ თვითონ გამოვლილი ის უბედურება, რაც უკრაინელ ხალხს გადახდა თავს და ვიცით არამხოლოდ ის, თუ რა მოაქვს ომს. არამედ ისიც ვიცით, როგორ სრულდება ასეთი ომები. როდესაც აქლემები ჩხუბობენ, კოზაკი იჭყლიტება და ჩვენც მოვყევით რამდენჯერმე ასეთ გეოპოლიტიკურ პერიპეტიებში. ჩვენ გვახსოვს, რომ 2008 წლის ომი სულ რამდენიმე თვის დამთავრებული იყო, 2009 წლის მარტში გვახსოვს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ ლავროვისთვის გაწვდილი გადატვირთვის წითელი ღილაკი; რამდენიმე თვე გავიდა ამის შემდეგ და გვახსოვს 2010 წლის 9 მაისს წითელ მოედანზე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის და თქვენ წარმოიდგინეთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები როგორ აბარებდნენ აღლუმს რუსეთის პრეზიდენტს. მაშინ, როდესაც საქართველოში ომი სულ რამდენიმე თვის დასრულებული იყო. სწორედ ამიტომ ვეუბნებოდით ჩვენ მაშინ ჩვენს უკრაინელ მეგობრებსაც, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს, არაერთხელ გვაქვს ნანახი. ვიცით, რას ნიშნავს ბომბების ცეცხლი, რომელსაც „ენჯეოს“ ბევრი წარმომადგენელი და ოპოზიცია ითხოვდა მაშინ, რომ ერჩივნათ ბომბების ცეცხლი. ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ბომბების ცეცხლი და ისიც ვიცით, როგორ სრულდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვხედავთ, ახლა უკვე მიდის სხვადასხვა პირობებზე საუბარი ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ვხედავთ ევროკავშირის იმ დედაქალაქების წარმომადგენლებს, რომლებსაც ყიჟინა ჰქონდათ გამართული, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს, პოსტსაბჭოთა ხელისუფლებების წარმომადგენლებს, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, მაგრები არიან წაქეზებაში და ძალიან სუსტები არიან, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და მათი გასაკეთებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სერიოზული მოლაპარაკებები მაქვს პუტინთან ომის დასრულებასა და მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით – დონალდ ტრამპი

სერიოზული მოლაპარაკებები მაქვს ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებასა და ეკონომიკური განვითარების მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელდება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. ტრამპი დღეს გამართულ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრას ეხმაურება. მისი თქმით, შეხვედრაზე ყველამ გამოხატა სურვილი, რომ ნახონ უკრაინაში ომის დასასრული. „დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შემომიერთდა ოვალურ კაბინეტში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე სასაუბროდ. შეხვედრა მოიწვია „დიდი შვიდეულის“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, კანადის გუბერნატორმა, ჯასტინ ტრუდომ, რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წლისთავზე, რომელიც, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, არასოდეს დაიწყებოდა. ყველამ გამოხატა სურვილი, რომ ნახონ ამ ომის დასასრული. მე ხაზგასმით ვისაუბრე შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის „წიაღისეულის შეთანხმების“ მნიშვნელობის შესახებ, რომელიც, ვიმედოვნებთ, ძალიან მალე გაფორმდება! ეს გარიგება, რომელიც არის „ეკონომიკური პარტნიორობა“, უზრუნველყოფს, რომ ამერიკელი ხალხი დაიბრუნებს უკრაინაში გაგზავნილ ათობით მილიარდ დოლარს და სამხედრო აღჭურვილობას. ამავდროულად, დაეხმარება უკრაინის ეკონომიკას ზრდაში, რადგან ეს სასტიკი ომი დასასრულისკენ მიდის. ამავდროულად, მე სერიოზული მოლაპარაკებები მაქვს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებასა და, ასევე, ეკონომიკური განვითარების მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელდება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ბოლო სიახლეები