პარასკევი, მარტი 6, 2026

გია ვოლსკი – ოპოზიციამ იცის, რომ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები ურთიერთობების განვითარების წინაპირობას ქმნის, რაც მათ ისტერიკას იწვევს

ოპოზიციამ იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები არათუ რამეს ნიშნავს, არამედ სწორედ ის ქმედებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის წინაპირობას ქმნის და მათ ისტერიკას იწვევს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრებსა და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

„შემაშფოთებელი, შემაძრწუნებელია, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველომ ვერ უნდა ამოისუნთქოს, ვერ უნდა გაიხაროს იქამდე, ვიდრე იუკნევიჩიანესა და მარტა კოსს გარკვეული პრობლემები აქვთ. ამ ყველაფერს ცივსისხლიანად უნდა შევხედოთ, მათ თავისი ინტერესი აქვთ. მათი ინტერესია, როგორმე რუსეთის აგრესია, მათ შორის საქართველოს მიმართულებით იყოს დივერსიფირებული. ჩვენი ინტერესია, ეს არ დავუშვათ და ინტერესთა ჯახი იწვევს ამ ისტერიკას. ინტერესების დაპირისპირებაში საღი პოლიტიკური ძალა იმარჯვებს. ამ ვიზიტის კრიტიკას და ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელსაც საქართველოსთვის დივიდენდი არ მოაქვს, უნდა შევხედოთ, როგორც უსამშობლო ადამიანების მოღალატეობრივ საქციელს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. როგორც სამხარაძემ განაცხადა, შეხვედრაზე დაადასტურა მზაობა, დაიწყონ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე შეხვედრა გამართა აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ენდრიუ ბეიკერთან. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, შეხვედრის მთავარი თემა იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და საბანკო მანქანით გადატანილი თანხა მოიპარა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და თანხა მოიპარა.მისი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით კიევმა ბუდაპეშტს უკვე გაუგზავნა ოფიციალური ნოტა და მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.„დღეს ბუდაპეშტში უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე მძევლად აიყვანა. მიზეზები, ასევე მათი ამჟამინდელი მდგომარეობა და მათთან დაკავშირების შესაძლებლობა ამ დრომდე უცნობია. ეს შვიდი უკრაინელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „ოსჩადბანკის“ თანამშრომელია, რომლებიც ავსტრიასა და უკრაინას შორის ტრანზიტით მოძრავ ორ საბანკო მანქანას მართავდნენ და სახელმწიფო ბანკებს შორის რეგულარული მომსახურების ფარგლებში ნაღდი ფული გადაჰქონდათ.სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ უნგრეთის მიერ მძევლების აყვანასა და თანხის მოპარვასთან. თუ ეს არის ბატონი ორბანის მიერ დღეს გამოცხადებული „ძალა“, მაშინ ეს არის კრიმინალური დაჯგუფების ძალა, ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი და რეკეტი. ჩვენ უკვე გავგზავნეთ ოფიციალური ნოტა ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. ასევე მივმართავთ ევროკავშირს, მისცეს მკაფიო შეფასება უნგრეთის უკანონო ქმედებების, მძევლების აყვანისა და ძარცვის შესახებ“, – წერს სიბიგა.ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი „პოლიტიკურ და ფინანსურ ინსტრუმენტებს“ გამოიყენებს, რათა უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი გახსნას.სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. კიევის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმა გახდა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი ამტკიცებენ, რომ უკრაინამ ნავთობის მიწოდება ხელოვნურად შეაჩერა.

პიტ ჰეგსეტი – ჩვენი მისიის მიზნებისადმი ჩვენი ერთგულება მხოლოდ იზრდება უპირატესობების ზრდასთან ერთად, ჩვენ ახლახან დავიწყეთ ბრძოლა

აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ბრძოლას ახლა იწყებს და თეირანი შეცდომას უშვებს, თუ თვლის, რომ აშშ-ს არ შეუძლია მიმდინარე ომის გაძლება.ჰეგსეტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ აფართოებს თავის სამხედრო მიზნებს ირანში, რადგან აშშ-ის ხელისუფლებამ ზუსტად იცის, რისი მიღწევაც სურს.„ჩვენი მისიის მიზნებისადმი ჩვენი ერთგულება მხოლოდ იზრდება ჩვენი უპირატესობების ზრდასთან ერთად. ჩვენ არ გვაქვს საბრძოლო მასალის დეფიციტი, რაც საშუალებას გვაძლევს, გავაგრძელოთ ეს კამპანია იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. კიდევ ერთხელ, ჩვენი საბრძოლო მასალის სტატუსი მხოლოდ იზრდება ჩვენი უპირატესობის ზრდასთან ერთად. ჩვენ ახლახან დავიწყეთ ბრძოლა“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

ნიკოლოზ სამხარაძე – კონგრესმენებს ვთხოვეთ, ყურადღებით შეისწავლონ საკანონმდებლო ინიციატივები, რათა პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს

დღეს დავასრულეთ შეხვედრები კონგრესში, გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ხუთ კონგრესმენს, ძირითადად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, თუმცა ასევე შევხვდით სხვა კომიტეტის წევრებსაც, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.სამხარაძის თქმით, შეხვედრების დროს საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ასევე, შუა დერეფნის განვითარების საკითხს.„ბოლო შეხვედრა გვქონდა კიტ სელფთან, რომელიც არის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და ასევე, დღის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები რენდი ფაინთან, მაიკ ტერნერთან, რაიან ზინკესთან და ანა პაულინა ლუნასთან. ძირითადი თემა ჩვენი საუბრების ისევ და ისევ იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამ ურთიერთობების გაჯანსაღება და ახალ ეტაპზე გადაყვანა, თუმცა ჩვენ მიმოვიხილეთ სხვადასხვა სპექტრი საკითხებისა, ძირითადად უსაფრთხოების საკითხებს შევეხეთ, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ოკუპაციის საკითხს. ასევე, კონგრესმენებისგან მივიღეთ ინფორმაცია ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შეფასებაზე. კონგრესმენები ასევე დაინტერესდნენ შუა დერეფნის განვითარების საკითხით და საქართველოს როლით შუა დერეფანში.შესაბამისად, ძალიან საინტერესო საუბრები და დიალოგები გვქონდა. ჩვენ ვთხოვეთ კონგრესმენებს, რომ ყურადღებით შეისწავლონ ხოლმე ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ცალკეული კონგრესმენები წარმოადგენენ ხოლმე და აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვთ, რათა იმ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში ახლა გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ჰეზბოლა“ ისრაელის ჩრდილოეთში, ლიბანის საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს, ისრაელში აცხადებენ, რომ ისრაელელები სასაზღვრო ქალაქებიდან ევაკუაციას არ აპირებენ

ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელის ჩრდილოეთში, ლიბანის საზღვართან ახლოს  მცხოვრებ მოსახლეობას დაუყოვნებელი ევაკუაციისკენ მოუწოდებს.„გაფრთხილება ჩრდილოეთის დასახლებების მცხოვრებლებს, თქვენ ბრძანება გაქვთ, გახვიდეთ საზღვრიდან ხუთი კილომეტრის რადიუსში მდებარე ყველა დასახლებული პუნქტი“, – ნათქვამია დაჯგუფების განცხადებაში.განცხადების თანახმად, „ჰეზბოლა“ გეგმავს, ისრაელის ქმედებებს პასუხი გასცეს.„თქვენი სამხედროების აგრესია ლიბანის სუვერენიტეტისა და მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და მის მიერ განხორციელებული განდევნის კამპანია უპასუხოდ არ დარჩება“, – ნათქვამია „ჰეზბოლას“ განცხადებაში.დაჯგუფების განცხადებას უკვე უპასუხა ისრაელმა. როგორც ისრაელში განაცხადეს, ისრაელელები სასაზღვრო ქალაქებიდან ევაკუაციას არ აპირებენ.

საქართველოს საგარეო უწყება – მასკატიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან

მასკატიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.“საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოში და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.ჩვენს თანამემამულეებს ვუსურვებთ მშვიდობიან ფრენას და სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებას”, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები